მაშინ, როცა ფიფას აღმასკომი მიდიოდა, მაღალჩინოსნებს იჭერდნენ
გუშინ ფიფას აღმასკომმა მწვანე შუქი აუნთო რეფორმებს ამ ორგანიზაციაში, დასახა გეგმები 26 თებერვლის კონგრესისათვის, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შედეგი შეიძლება იყოს 2026 წლის მუნდიალი, სადაც სავარაუდოდ, არა 32 ნაკრები, არამედ 40 ნაკრები იასპარეზებს. თითოეულ ჯგუფში (ჯგუფი ისევ რვა იქნება) 5-5 ნაკრები ითამაშებს, ამიტომაც მუნდიალს 32 თამაში და ერთი კვირა დაემატება.

ასე რომ, მომავალი მასპინძელი ქვეყნის საფეხბურთო ფუნქციონერები ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ თავიანთ კანდიდატურას წარადგენენ მუნდიალის სამასპინძლოდ. ფაქტია, ორგანიზატორებს ხარჯი და პრობლემა აუცილებლად მოემატებათ. 2026 წლის მუნდიალის მასპინძელს, სავარაუდოდ, 2019 წელს აირჩევენ. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მუნდიალს რუსეთი, ოთხი წლის მერე კი ყატარი უმასპინძლებს. ორივე ჩემპიონატი 32-32-გუნდიანი იქნება.

გასული წლის მუნდიალმა საოცარი მოგება მოიტანა - 2,6 მილიარდი დოლარი. ამიტომაც არის, რომ ფიფას ბოსებმა გაფართოებაზე დაიწყეს ფიქრი. ბედის ირონიით, 40-გუნდიანი მუნდიალის იდეა მიშელ პლატინის ეკუთვნის, ეს მან ჯერ კიდევ 2013 წელს თქვა, ახლა კი უეფას პრეზიდენტი დროებით ჩამოშორებულია საქმიანობას და თუ ბრალდება დაუმტკიცდა, ციხე ელის.

აღსანიშნავია, რომ ამით ევროპა ნაკლებად მოიგებს, რადგან 8 დამატებული ქვეყნიდან შესაძლოა, ერთიც არ იყოს ევროპული. ევროპის ნაკრებებს მომდევნო მუნდიალზე 14 ადგილი აქვთ, რაც ისედაც ყველა კონტინენტზე მეტია. შეგახსენებთ, რომ პირველი მუნდიალი, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა, 13-გუნდიანი იყო.

რეფორმა რეფორმად, მაგრამ იმავე დღეს ციურიხის სასტუმროში რეიდის შედეგად, რამდენიმე ჩინოსანი დაიჭირეს და მათ შორის ორი ფიფას ვიცე-პრეზიდენტია - ხუან ანხელ ნაპუტი და ალფრედო ჰევიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კი არ უნდა გაზარდო უნდა შეამცირო ისედაც ჯგუფურში უსახური თამაშებია, მარა ფიფა ვერ ძღება, ფეხბურთი თანდათან ბინძურდება რაც ტოტალიზატორების და დიდი ფულის ბრალია.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს