კოკაი დეპოში, გაგამარუ ამოქმედდა

როდესაც ლევან ცაგურიამ (კოკაი) 2006 წელს კომუსუბის ტიტული მოიპოვა, მან ამ რანგით სუმოს ელიტაში ორი ბაშო გაძლო. გვეეჭვება, რომ მისი მიღწევის გამეორება შეძლოს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), ამისთვის ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტს შვიდი ორთაბრძოლიდან ექვსის მოგება მართებს. იმედია, ვცდებით, თუმცა ლევანმა შაბათს ისეთ რიკიშისთან წააგო, რომელსაც დღენიადაგ უგებდა. ქართველი კომუსუბის უქმეები ასე გაილია - მან ჯერ აღმოსავლეთის კომუსუბი ჰაკუბასთან დათმო ტოტარის ილეთით, შემდეგ კი მოუგო დასავლეთის სეკივაკე კოტოშოგიკუს, რისთვისაც უვატენაგეს ილეთი გამოიყენა. ტოჩინოშინს 2-6 ბალანსი აქვს. სხვათა შორის, ორივე მოგება მან რანგით მაღლა მდგომ სეკივაკეებთან მოიპოვა. აი, მისი დღევანდელი მეტოქე კი მეტად ღონიერია, 202 სმ. სიმაღლის ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ (7-1). თუკი ჩვენებური იმარჯვებს, ეს მისი მე-2 გამარჯვება იქნება ბულგარელთან (1:3) და 99-ე ელიტაში.

მე-12 მაეგაშირას საფეხური ქართველებს უკავიათ, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა დებიუტანტი გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი), ხოლო დასავლეთისა - კოკაი. "შავ ზღვას" ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა (4-1), მაგრამ შემდეგ, რაღაც დაემართა და ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა წააგო. დღეისათვის კოკაის ბალანსი ნულოვანია, 4-4 და მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. შაბათს კოკაი ვერ გაუმკლავდა გამოცდილ ვაკანოსატოს, რომელსაც ღონით აჯობა, მაგრამ ხერხით იაპონელი გავიდა ფონს. კვირას ჩვენებურს მავაშში ბრძოლა არ გამოუვიდა მოკონამისთან. დღეს "შავი ზღვა" მე-16 მაეგაშირა ტამაასუკას (3-5) შეხვდება, რომელიც გავარდნის პირასაა.

სამაგიეროდ, გაგამარუ გამოფხიზლდა და ელიტას ალღო აუღო, მან უკვე გამოასწორა ბალანსი (4-4). შაბათს ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტმა ცუკიდაშით მოუგო კაკიძოეს, კვირას კი შიმოტორი დაამარცხა იორიკირით. არც ქართველის დღევანდელი მეტოქე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს - მე-16 მაეგაშირა შოტენროს მხოლოდ 2 მოგება აქვს ნაგოიას ბაშოზე. ეს მათი მესამე დაპირისპირება იქნება, აქამდე ურთიერთდაპირისპირებაში 1:1-ია.

ბაშოს სამი რიკიში ლიდერობს დაუმარცხებლად, რომელთაც 8-8 მოგება აქვთ: იოკოძუნა ჰაკუჰო და ორი რიგითი მაეგაშირა, კაკურიუ და ჰომაშო. ძალიან საინტერესო იყო გუშინდელი დაპირისპირება კაკურიუსა და კოტოოშუს შორის. ბულგარელი აქამდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ 24 წლის მონღოლთან ვერას გახდა. როგორც ჩანს, ყოფილი სეკივაკე კაკურიუ ძველი დიდების დაბრუნებას აპირებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სუმოს ისტორიაში 69-ე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. 25 წლის მონღოლი მოკვდავთა რიცხვში ჩასაწერი არაა - მან ბოლოს იანვარში კაიოსთან წააგო, მას მერე ზედიზედ 40 შეხვედრა ჰაკუჰოს გამარჯვებით დასრულდა...

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

VII დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (უვატენაგე), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიტაოში), ტოკიტენკუ-კაიო (ჰიკიოტოში), ამინიშიკი-ბარუტო (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ასასეკირიუ (იორიკირი), ჰაკუბა-ტოჩინოშინი (ტოტარი), ტოჩიოძანი-ტოკუსეგავა (იორიკირი), არანი-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ვაკანოსატო-კოკაი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-შიმოტორი (ოშიტაოში), გაგამარუ-კაკიძოე (ცუკიდაში), ბუშუიამა-მოკონამი (სუკუინაგე), ჰოკუტორიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტაკამისაკარი-ტამაასუკა (ოკურიდაში), ტამავაში-კიმურაიამა (კუბიჰინერი), შოტენრო-კორიუ (იორიკირი).

VIII დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), კაიო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ბარუტო-კიტატაიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ჰაკუბა (იორიკირი), კაკურიუ-კოტოოშუ (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), არანი-ასასეკირიუ (იორიკირი), ამინიშიკი-ვაკანოსატო (უვატენაგე), ტოკუსეგავა-კიმურაიამა (იორიკირი), ტამავაში-იოშიკაძე (ოშიდაში), კაკიძოე-ტამაასუკა (იორიკირი), გაგამარუ-შიმოტორი (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ჰოკუტორიკი (ოშიდაში), მოკონამი-კოკაი (იორიკირი), ტაკამისაკარი-შოტენრო (ოკურიდაში), ჰომაშო-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), კასუგაო-ბუშუიამა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (მაეგაშირა 6), ჰომაშო (მ 13).

7-1: კოტოოშუ (ოძეკი).

6-2: კაიო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე)... 4-4: გაგამარუ (მ 12), კოკაი (მ 12)... 2-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

IX დღე

ქართველთა მეტოქეები: ტოჩინოშინი-კოტოოშუ, გაგამარუ-შოტენრო, კოკაი-ტამაასუკა.

ფოტოზე: ტოჩინოშინი სეკივაკეს ამარცხებს

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა