ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დავით მუჯირი: "დინამოსთვის" 20 ათასი დოლარი არ მომითხოვია

დავით მუჯირი: "დინამოსთვის" 20 ათასი დოლარი არ მომითხოვია

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი იაპონიის ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროსიმასთან" კონტრაქტს ორ კვირაში გააფორმებს

დავით მუჯირი იაპონიის ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროსიმაში" თითქმის ერთი კვირაა ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ამბობს, რომ დარჩა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტს გააფორმებს. ცხადია, "დინამოს" თემასაც ვერ ავცდით და მუჯირმა ბევრი საინტერესო ამბავი გაგვიმხილა.

დათოს იაპონიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- კონტრაქტი უკვე გააფორმე?

- ალბათ, მაქსიმუმ ორ კვირაში გავაფორმებ.

- რა არის გადასაწყვეტი?

- ჰიროსიმაში კლუბის ხელმძღვანელობა ადგილზე არ დამხვდა, აზიის თასზე იყვნენ. ახლა გუნდი შეკრებაზეა ოკინავაში, ჰიროსიმაში 9 თებერვალს დავბრუნდებით, 10-ში სამედიცინო შემოწმებას გავივლი, ამ დროისთვის ხელმძღვანელობაც დაბრუნდება და, იმედია, 10 ან 11 თებერვალს კონტრაქტი გაფორმდება.

- ანუ გასინჯვაზე არ ხარ?

- არა, "სანფრეჩე ჰიროსიმაში" მიხაილო პეტროვიჩმა მიმიწვია, რომელიც გრაცის "შტურმში" მავარჯიშებდა და კარგად მიცნობს. მას კონკრეტული თანხა დავუსახელე და ვუთხარი, რომ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში წავიდოდი. თანხმობა მალე მივიღე, კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია, 20 დღე ვიზის ასაღებად დამჭირდა და იაპონიაში გამოვფრინდი.

- შენს ასაკში იაპონიაში მიწვევა საპატიოა: ბოლო წლებში მათ ჩემპიონატში დიდი ფული ჩაიდო, პირველობის დონეც გაიზარდა და ცნობილ ვეტერანებსაც იწვევენ.

- სხვა წინადადებებიც მქონდა. სხვათა შორის, ეს თბილისის "დინამოშიც" იცოდნენ. არ დავმალავ, იაპონელებმა ფინანსურად ყველაზე კარგი პირობები შემომთავაზეს, ავსტრია-შვეიცარიაში რა დონეც არის, ეს კარგად ვიცი. ჯერ კიდევ ავსტრიაში თამაშის დროს მათ რუსეთის პრემიერლიგამ გაასწრო, მაგრამ ვფიქრობ, იაპონიაც არაფრით ჩამორჩება, თუ არ აღემატება. ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე და ჩემდა გასაოცრად ბევრი საინტერესო ფეხბურთელი და კლუბი აღმოვაჩინე, ცნობილი ვეტერანებიც ჯეი-ლიგას სიამოვნებით ეტანებიან. აწყობილი ქვეყანაა და ჩემპიონატიც კარგი დონისაა. რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში მიწვევამ გამახარა.

- პეტროვიჩმა საიდან გაგიხსენა?

- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მისი ზარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ამიტომაც მოტივირებული ვარ, იმედები რომ გავუმართლო. იაპონიაში თამაშზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ საუკეთესო წინადადება იყო მწვრთნელისგან, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.

უკვე ისიც გამოიკვეთა, რა პოზიციაზე მათამაშებს. პეტროვიჩი აქაც იმავე ტაქტიკას იყენებს, რასაც "შტურმში" - თავდამსხმელი ერთია, მის უკან კი ორი პლეიმეიკერი ვთამაშობთ.

უყვარს შემტევი ფეხბურთი, მე გამოკვეთილად მარჯვენა ან მარცხენა მხარეს არ მათამაშებს, ვითარების მიხედვით პოზიციას მეორე პლეიმეიკერს ვუცვლი.

- იაპონიაში უცხოელებზე ლიმიტია?

- ასეა, სამ უცხოელზე მეტს არ აქვს თამაშის უფლება. ლეგიონერები ისედაც იყვნენ და ჩემთან ერთად კიდევ ერთი ხორვატი ჩამოვიდა.

- თბილისის "დინამოში" რატომ არ დარჩი?

- ჯერ მინდა, თბილისის "დინამოს" წარმატება ვუსურვო. დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ მეგონა, არსად წავსულვარ, ხელმძღვანელობა და ბიჭები ისე თბილად და მეგობრულად დამხვდნენ.

ოღონდ, მინდა, იმ ხმებზე ვთქვა, ბოლო დროს რომ გავრცელდა, თითქოს მე "დინამოს" ზღაპრული კონტრაქტი მოვთხოვე.

- ამბობენ, თითქოს ხელფასად 20 ათასი დოლარი დაასახელე.

- ეგ ხმები ჩემამდეც მოვიდა და მიკვირს, რატომ ვრცელდება, როდესაც აბსურდია და ასე არ ყოფილა.

იაპონიიდან მიხაილო პეტროვიჩი დეკემბერში დამიკავშირდა და ეს წინადადება "დინამოსთვის" არ დამიმალავს. მაშინ ვფიქრობდი, რომ თბილისური კლუბი კონკრეტულ წინადადებას შემომთავაზებდა და ჩემს შენარჩუნებას შეეცდებოდა, მაგრამ დეკემბერი გაილია, იანვარი დაიწყო, გუნდმა მზადება განაახლა და როდესაც არაფერი მითხრეს, მივხვდი, ჩემი თავისთვის უნდა მიმეხედა.

"დინამოდან" 12 იანვარს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ კონკრეტული წინადადება არ ჰქონიათ. ეს ზარი უკვე დაგვიანებული იყო, იაპონელებთან უარის თქმა უხერხული იქნებოდა. ეს რომ დეკემბერში მომხდარიყო, შვეიცარია-იაპონიისკენ არც გავიხედავდი.

ამის მიუხედავად, ვუთხარი, კონტრაქტს თუ შემომთავაზებთ, კონკრეტული პირობებიც დაასახელეთ-მეთქი. რა ოცი ათასი დოლარი, მე თანხის ოდენობაზე არც მილაპარაკია. არ დავმალავ, "დინამოში" დაბრუნებულს "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია დამიკავშირდა და მკითხა, რა პირობებით წამოხვალო. დეკემბერში ქუთაისის "ტორპედოდანაც" შემეხმიანენ, მაგრამ ორივეს ავუხსენი, რომ საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამოში" დავრჩებოდი, რადგან ეს კლუბი ჩემთვის კლუბზე მეტია.

ერთადერთი, ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტის გაფორმება მოვითხოვე, რადგან ყველა უცხოურ მიწვევასა და სიკეთეზე უარს ვამბობდი და კარიერის "დინამოში" დასრულება მსურდა.

ვიმეორებ, ფინანსური მოთხოვნები არ წამიყენებია, ვაჭრობას არ დავიწყებ, თქვენ იცით, რაც უნდა შემომთავაზოთ-მეთქი. სამწუხაროდ, მერე 20 იანვარს დამიკავშირდნენ, თავს შევიკავებთო.

- იაპონიასა და საქართველოს შორის დროში დიდი სხვაობაა და ადაპტაცია არ გაგიჭირდა?

- როგორ არ გამიჭირდა. პირველ ვარჯიშზე მოედანზე რომ გავედი, თბილისში დილის ხუთის ნახევარი იყო. სხვათა შორის, მაშინაც შემეძლო სამედიცინო შემეწმების გავლა, მაგრამ ადაპტაციის გარეშე არ მსურდა, ორგანიზმი მაინც გადაღლილი იყო. იაპონელებმა კარგად იციან ჩამოსულთა პრობლემები და პირველ დღეს თავად მითხრეს, რამდენიც გინდა, იმდენი ივარჯიშეო. თუმცა ორ დღეში აზრზე მოვედი.

- იაპონიით გაკვირვებას უკვე მოასწრებდი.

- დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვედი. მთლიანობაში, ქალაქში ნახევარ დღეზე მეტ ხანს არც გავსულვარ, მაგრამ ინფრასტრუქტურითა და მთლიანად ქვეყნით გაოცებული ვარ, მაგარი ქვეყანაა. ჰიროსიმა ის ქალაქია, სადაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მაგრამ ეს თუ დაბომბილი ქალაქია, სხვა რაღა იქნება. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. დისკომფორტს მხოლოდ ოჯახიდან შორს ყოფნა მიქმნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია

[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა

გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება