ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზესტაფონელთა ფრე ევროპის ლიგის აღმოჩენასთან [+video]

ზესტაფონელთა ფრე ევროპის ლიგის აღმოჩენასთან [+video]

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ "ლეხთან" ფრედ 2:2 ითამაშა
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ღირსეულ შედეგს მიაღწია - წლევანდელი ევროსეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასულ და პოლონეთის ექვსგზის ჩემპიონ პოზნანის "ლეხს" ფრედ ეთამაშა. ესტეპონასთან ახლოს მდებარე მარბელიას საფეხბურთო ცენტრში საკმაოდ სანახაობრივი და შინაარსიანი დაპირისპირება გაიმართა, გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, საბოლოოდ კი ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

ორივე გუნდის მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართა და ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობით არც ქართველებს უთამაშიათ და არც პოლონელებს. გია გეგუჩაძემ და ხოსე მარია ბაკერომ წამყვან ფეხბურთელთა ნაწილი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვეს, რითაც ახალგაზრდებსაც მისცეს თავის გამოჩენის შანსი. "ზესტაფონის" რიგებში არ გამოჩენილან ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი და გუნდის ახალწვეული ზურაბ მენთეშაშვილი. სამივე მათგანმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ საგანგაშო არც ერთის მდგომარეობაა. თავს ნორმალურად გრძნობს მურთაზ დაუშვილიც, რომელსაც მიკროტრავმამ მოედანი 30-ე წუთზე დაატოვებინა.

დებიუტში გეგუჩაძის ფეხბურთელები უფრო აქტიურობდნენ და ძირითადში გამწესებულ სამ ფორვარდს, რატი წინამძღვრიშვილს, გოგა ფიფიასა და ჯაბა დვალს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობებიც მიეცათ, მაგრამ "ლეხის" მეკარე კშიშტოფ კოტოროვსკი უშეცდომოდ მოქმედებდა. დაწინაურება მაინც "ზესტაფონმა" შეძლო. თორნიკე გორგიაშვილმა ბრწყინვალე გადაცემით წინამძღვრიშვილი მეტოქის კარის დარაჯთან პირისპირ გაიყვანა.

რატიმ კოტოროვსკიც უსაქმოდ დატოვა და მის დასახმარებლად ჩასულ მცველებსაც გაუმკლავდა - 1:0. ჩვენებურების სიხარულმა ორიოდე წუთს გასტანა. "ლეხის" სერბმა ლეგიონერმა ვოიო უბიპარიპმა ანგარიში თავურით გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისი პოლონელთა კარნახით წარიმართა და "ზესტაფონის" კარში 61-ე წუთზე დანიშნული პენალტიც ლოგიკური იყო. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან "ლეხის" ლატვიელი ბომბარდირი, ევროპის ლიგის ორ მატჩში ტურინის "იუვენტუსისთვის" ოთხი გოლის გამტანი არტიომს რუდნევსი მივიდა და ზურაბ მამალაძეს ვერ აჯობა - "ზესტაფონის" მეკარემ მისი დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

ამ ეპიზოდის შემდეგ "ზესტაფონი" გამოცოცხლდა, მაგრამ გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღო. რუდნევსი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა, მისი პასით კი ქართველთა კარი ტომაშ მიკოლაიჩაკმა დალაშქრა.

"ზესტაფონმა" მეტოქის კარზე გადამწყვეტი შტურმი მიიტანა. 89-ე წუთზე ალექსი ბენაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ახალგაზრდა ნიკოლოზ ჩიხლაძემ მიზანს ოდნავ ააცილა, თუმცა გეგუჩაძის ბიჭებმა საწადელს მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მიაღწიეს. ისევ ბენაშვილმა შეასრულა გონივრული გადაცემა და ირაკლი ძარიამ მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაერთვება. მეოთხედფინალში მისი მეტოქე პრაღის "სპარტა" იქნება.

ხორვატი გორან გრუიცა უკვე "ზესტაფონის" ფეხბურთელად შეგვიძლია მივიჩნიოთ, აი, მეორე ლეგიონერი კი გეგუჩაძეს ჯერჯერობით არ დაუმატებია. "ზესტაფონის" შემადგენლობაში ვინისიუშს შენიშნავდით. 20 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც აქამდე "კრუზეიროში" ირიცხებოდა, "ზესტაფონის" თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ მისმა დონემ არ დააკმაყოფილა და მე-14 წუთზევე შეცვალა. ასე რომ, ვინისიუშის ზესტაფონური კარიერა ვერ შედგება, ვნახოთ, კიდევ რომელიმე უცხოელს ხომ არ გასინჯავს იმერელთა სამწვრთნელო შტაბი ესპანეთში.

ზესტაფონი-ლეხი 2:2

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე), ალადაშვილი (46. ბენაშვილი), ვინისიუში (14. მ. კობახიძე), გრუიცა (46. გ. ონიანი), ელიავა (58. წინამძღვრიშვილი), დაუშვილი (30. გორგიაშვილი), ბაბუნაშვილი (46. ძარია), ჭანკოტაძე (46. აფციაური), ფიფია (46. გრიგალაშვილი), დვალი (46. ს. ლომია), წინამძღვრიშვილი (46. ჩიხლაძე).

ლეხი: კოტოროვსკი, გოლა (46. განჩარჩიკი), ბანდროვსკი (46. ჯურჯევიჩი), ვილკი (46. კრივეცი), კიელბი (46. ზაპოტოკა), უბიპარიპი (46. რუდნევსი), შტილიჩი (46. შლუსარსკი), ბოსაცკი (46. ვოლაკევიჩი), კიკუტი (46. ინიაცი), ენრიკესი (46. მიკოლაიჩაკი), კამინსკი (46. მოჟდჟენი).

გოლები: 1:0 წინამძღვრიშვილი (33), 1:1 უბიპარიპი (35), 1:2 მიკოლაიჩაკი (76), 2:2 ძარია (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• shukito

http://www.youtube.com/user/FCZestafoniChannel?feature=mhum მიმოხილვა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა