რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში?

კოტე დოლიძე: გული მწყდება, რომ ძველებურად ვეღარ ვმუშაობთ...

ისეთი თაობები მოდიან, ევროპასა და მსოფლიოზე რომ ითამაშებენ

იყო დრო, საფეხბურთო სკოლა "ვაკე 91-ის" სახელი შთამბეჭდავად ჟღერდა. ამ გუნდში სხვადასვა დროს ვარჯიშობდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები - ჯაბა კანკავა, ლაშა ჯაფარიძე, რევაზ გეწაძე, გოჩა ხოჯავა, ზურაბ ბათიაშვილი, მირზა მერლანი, გია ჭიაბრიშვილი, გიორგი მიქაძე, სოსო დევიძე, ჯაბა მუჯირი, გიორგი ღამბაშიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ლაშა ნოზაძე, ვალერი გაგუა, ლევან მელქაძე, მირზა მერლანი, ლადო დვალიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ჯიქია, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი...

ის იყო პირველი სკოლა, რომელიც უცხოეთში ხშირად დადიოდა და დანიასა და შვედეთ-ფინეთში საერთაშორისო ტურნირებსაც იგებდა. 1998 წელს, ჰოლანდიაში, "კოკა კოლას" ტურნირის ფინალში, "ვაკე 91-ის" ბიჭებმა ბილბაოს "ატლეტიკს" 5:2 რიცხობრივ უმცირესობაში მოუგეს...

ამ გუნდში მუშაობდნენ ბონდო კაკუბავა, გურამ ჩომახიძე, გია გეგუჩაძე (იმ დროს დაიცვა მოსკოვის მწვრთნელთა სკოლაში საკანდიდატო დისერტაცია), თემურ ფოცხვერია, ზაზა დიდებაშვილი, გურამ პავლიაშვილი...

"ვაკე 91"-ის დამფუძნებელი კოტე დოლიძე 2006-10 წლებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ-სელექციონერი გახლდათ. 2010 წლის 2 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო სელქციონერადაც დაასახელეს.

ახლა სკოლას კარგი დღეები არ უდგას. მაგრამ დოლიძეს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი აქვს. გამოცდილი სპეციალისტი ბავშვთა ფეხბურთის პრობლემებზეც გველაპარაკა:

ფეხბურთის გამო

ბინები გავყიდე

- სკოლის გამო ორი ბინა გავყიდე და ბოლოს სახლის გარეშე დავრჩი. ახლა "ვაკე 91" იურიდიულად არსებობს, მაგრამ ვერ მუშაობს. ხომ იცით, დღეს სკოლის შენახვას სოლიდური სახსრები სჭირდება. მაგრამ ყურები არ ჩამოგვიყრია და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ეგ არის, გული მწყდება, რომ ძველებურად ვეღარ ვმუშაობთ. მთელი გუნდი ამერიკაში მყავდა წაყვანილი და ლოს ანჯელესის "დინამოს" სახელით კალიფორნიის ჩემპიონები გავხდით. მაშინ კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ხაპსალისი და იქაური მართლმადიდებლური ეკლესია გვეხმარებოდნენ. სხვათა შორის, ყველა ბავშვმა ამერიკული სკოლების ატესტატი მიიღო... მერე საქართველოში დავბრუნდით და თამაზ კაციასთან ერთად, ვახტანგ კოპალეიშვილს ვეხმარებოდი იმ 18-წლამდელთა საქართველოს ნაკრებში, რომელიც 1999 წელს შვედეთში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. "ვაკე 91-დან" კი იმ გუნდში ჩვენმა 8 აღზრდილმა ითამაშა. სხვათა შორის, ჩეხეთის ნაკრები დავამარცხეთ, სადაც პეტერ ჩეხი, ტომაშ როსიცკი და მილან ბაროში თამაშობდნენ. გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი იმ ნაკრების წევრებს რამხელა პოტენციალი ჰქონდათ, მაგრამ დიდი ფეხბურთი ორიოდე კაცმა თუ ითამაშა.

- თქვენ იმ თაობასაც კარგად იცნობთ, რომლებმაც 2013 წელს ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს...

- ჩემთან ვარჯიშობდნენ პაპუნაშვილი, ჯიქია, ჭეჭელაშვილი... 1995 წელს დაბადებულებისა და შემდგომი ოთხი წლის თაობებსაც კარგად ვიცნობ, რადგან მაშინ 17-წლამდელებში სელექციონერი გახლდით. თამამად ვიტყვი, რომ ამ ბიჭებისგან ძალიან კარგი ნაკრების ჩამოყალიბება შეიძლება, რომელიც მსოფლიოსა და ევროპაზე გასვლას შეძლებს. ვიცი, რომ ჩემს ნათქვამზე ბევრი გაიცინებს, მაგრამ ასევე იყო ვასიკო მაისურაძის 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. ეს თავის დროზე, ფედერაციაში ვთქვი და მივხვდი, ჩემზე რაც იფიქრეს. მაგრამ ფაქტია - ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს... სამწუხაროდ, ამ ბიჭების ნიჭს ჯერჯერობით მაინც ვერ ვიყენებთ, რადგან ამას ცოდნა და გამოცდილება უნდა, პროფესიონალი მწვრთნელების დეფიციტი კი აშკარაა.

...ასეთ მწვრთნელს ბავშვებს ვერ

ვანდობდი

- პრობლემები ნამდვილად მოგვიმრავლდა. თქვენი აზრით, რა არის ბავშვთა ფეხბურთის მთავარი სატკივარი?

- ბევრი რამაა. უპირველესი კი ფასიანი ჯგუფებია. ამის გამო ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ჩვენ ხომ მდიდარი ქვეყანა არ ვართ, ხალხს უკიდურესად უჭირს, ბევრს საჭმლის ფულიც არ აქვს და ამ დროს, ბავშვების ფეხბურთზე სიარულში ფულს ვინ გადაიხდის?!. მეორე და სერიოზული პრობლემა კვებაა. ამას საქართველოში არასერიოზულად უყურებენ, მაშინ, როცა ეს ზრდაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ხინკლითა და მწვადით ფეხბურთელი ვერ გაიზრდება, მათ სპეციფიკური კვება სჭირდებათ... ჩემი აზრით, მესამე პრობლემა გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკაა. აუჩემებიათ, გეზი ახალგაზრდა სპეციალისტებზე ავიღეთო. მაგრამ ახალგაზრდა გამოცდილი მწვრთნელის გვერდით თუ არ იმუშავებს, ვისგან ისწავლის და ვისგან აითვისებს იმ საგანს, რომელსაც მათემატიკასავით სერიოზული ცოდნა სჭირდება?! ეს დაახლოებით იგივეა, გუნდში გამოცდილ ფეხბურთელებზე რომ თქვან უარი: მის გვერდით ახალგაზრდა გაცილებით სწრაფად იზრდება, სხვაგვარად, მაგალითი არ ჰყავს. მესმის, რომ ნიჭიერი თაობა მოდის, A და B ლიცენზიები გააჩნიათ, მაგრამ სანამ ასაკობრივი ნაკრებისთვის ერთ მოთამაშეს არ გაზრდის, მანამდე ჯერ თავად უნდა გაიზარდოს, დამოუკიდებლად კი ბავშვების გაზრდა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ანდონ. პატარა ფეხბურთელებთან ურთიერთობას ცოდნა, გამოცდილება, პედაგოგიური ნიჭი და ალღო სჭირდება.

რატომ დაივიწყეს

ინდივიდუალური

ვარჯიშები?

- თქვენ რას მიაწერთ იმას, რომ ქართველმა ბავშვებმა ტექნიკა და ინდივიდუალიზმი დაკარგეს?

- ეს არასწორი ვარჯიშების შედეგია. ბავშვებს არ ავარჯიშებენ ინდივიდუალურად, ანუ, რაც მთავარია, ტექნიკაზე, ფინტებზე, დარტყმაზე, ბურთის მიღება-გაჩერებასა და ართმევაზე. აბა, ტექნიკური ბავშვები საიდან გვეყოლებიან? არადა, 10 წლამდე ეს არის მთავარი, ბავშვმა დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს. რასაც ვამჩნევ, მეორე დიდი შეცდომა ესაა - ბავშვებს ინიციატივას უკრძალავენ და უნებლიედ, უფერულ სტატისტებად აქცევენ, რადგან თამაშების დროს კარნახობენ, რა გააკეთონ. მათთან ყვირილი კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ისინი ფსიქოლოგიურად იშლებიან. შეცდომაზე უნდა მიუთითო, მაგრამ მშვიდად და თამაშის შემდეგ, შუა შეხვედრისას ეს როგორ შეიძლება?! არადა, რამდენი მწვრთნელი გინახავთ, რომელიც ბავშვებთან მშვიდი და გაწონასწორებულია? მეცინება, ბავშვს რომ ეუბნებიან - ასე ნუ არტყამ, ამას ნუ აკეთებ და ასე შემდეგ. მაშინ უნდა უთხრა, რა და როგორ გააკეთოს. რაც მთავარია, ბავშვები გარკვეულ პერიოდამდე უნდა გაახალისო, თავდაჯერებულები რომ გახდნენ. დაუშვებელია, ვარჯიშის ბოლოს 7X7-ზე და 8X8-ზე რომ ათამაშებენ. ასე ბურთს თითოეული იშვიათად იღებს და ნაკლები გააქვს, გოლის გემო კი რაც შეიძლება ხშირად უნდა შეიგრძნოს - ესეც თავდაჯერებულობას მატებს. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ითამაშონ 2X2-ზე, 3X3-ზე, 4X4-ზე. ბევრისთვის ეს წვრილმანია. მაგრამ სწორედ ამაზეა დამყარებული სამწვრთნელო საქმე და ვისაც ეს არ ესმის, ბავშვებს არ უნდა გააკარო. ამ უცოდინრობით ხომ უნიჭიერესი თაობები კვდებიან?!

მერაბ მამულაშვილი

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა