მოურინიოს წარმატების გზაზე ყოფილი გუნდი და კასილიასი გადაუდგნენ
მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის (მერვედფინალი) 16 მონაწილიდან 11-ის ვინაობა ცნობილია. ბოლო ხუთ საგზურს კი E-H ჯგუფის გუნდები დღეს დაინაწილებენ. წინა დღისგან განსხვავებით, აქ ინტრიგა თითოეულ ჯგუფს შერჩა და თანაც, როგორი!

ვის რა აწყობს

E ჯგუფი: "ბარსელონას" არა მარტო საგზური, არამედ პირველი ადგილიც კი განაღდებული აქვს. "რომას" "ლევერკუზენთან" უკეთესი ბალანსი აქვს ურთიერთშეხვედრებში. ამიტომაც, ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, რუდი გარსიას გუნდი ბრძოლას გააგრძელებს. ახლა სწორედ ასეა, გუნდებს 5-5 ქულა აქვთ.

მოკლედ, "რომას" შინ ბატე-სთან მოგება საგზურს გაუნაღდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ, კიდევ ერთ მწვრთნელს გამოვემშვიდობებით. არა გვგონია, ფრანგს "რომას" ხელმძღვანელობამ ბელორუსებთან ჩავარდნა აპატიოს.

ისე, შესაძლოა, "რომამ" ფრითაც გაინაღდოს საგზური. ასეთ შემთხვევაში, მთავარია, "ლევერკუზენმა" ვერ მოიგოს, გერმანულ კლუბს კი "ბარსასთან" მასპინძლობა ელის. თქვენ წარმოიდგინეთ, შანსი ბატე-საც აქვს, მაგრამ მთლიანად საკუთარ თამაშზე დამოკიდებული არ არის. ბატე-მ რომში უნდა მოიგოს და "ლევერკუზენმა" ვერ მოუგოს "ბარსელონას".

F ჯგუფი: მიუნხენის "ბაიერნმა" უკვე მოიგო ჯგუფი და აბსოლუტურად უმოტივაციოა ზაგრებში "დინამოს" წინააღმდეგ (ასევე უმოტივაციოა ხორვატიული კლუბიც, რომელიც უკვე გავარდნილია). აი, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლა მიდის - არსენ ვენგერის გუნდს ძალზე რთული მისია აქვს:

პირეოსში თითქმის სასწაულია მოსახდენი. ლონდონში "ოლიმპიაკოსმა" 3:2 მოიგო და ახლა "არსენალმა" ან ორი ბურთის სხვაობით უნდა იმარჯვოს საბერძნეთში, ან 3:2, 4:3 და აშ. მოკლედ, "მეთოფეებს" 2:1 და 1:0 მოგება ვერ შველით. ამ შემთხვევაში, "ოლიმპიაკოსი" გადის.

G ჯგუფი: დღეს მხოლოდ ამ ჯგუფშია ორივე საგზურის ბედი ღიად. "ჩელსისა" და "პორტუს" მატჩის გამარჯვებული იგებს ჯგუფს. ამ ორი გუნდის მატჩში ფრე აწყობს "პორტუს". ის პირველ ადგილსაც დაიბევებს, თუ კიეველები ვერ იმარჯვებენ შინ.

მაგრამ სწორედ ეს ფრეა "პორტუსთვის" ყველაზე საშიში შედეგი - თუ "დინამო" "მაკაბის" დაამარცხებს, სამ გუნდს ერთნაირი ქულები უგროვდება. ამ შემთხვევაში, "დინამო" ჯგუფს იგებს, "ჩელსი" მეორეა, "პორტუ" კი ევროპალიგით დაკმაყოფილდება.

H ჯგუფი: "ზენიტი" პირველი ადგილით გავიდა. რუსებს ახლა უკვე რეკორდი თუ აფიქრებთ. თუ "ზენიტი" მოიგებს და "ვალენსია" ვერა, ამ შემთხვევაში ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი გარი ნევილისას 11 ქულით გაუსწრებს, ეს კი ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა იქნება პირველ და მეორე გუნდებს შორის.

"გენტს" "ვალენსიასთან" უკეთესი სხვაობა აქვს, ამიტომ, თუ მოიგებს "ზენიტთან" (თავისთავად) ან თუ "ვალენსია" ვერ დაამარცხებს "ლიონს", ბელგიურ დებიუტანტს პლეი ოფში ვიხილავთ! "ლიონი" უკვე გავარდნილია. მოკლედ, "ზენიტს" "ლოს ჩეს" ფანებზე ერთგული გულშემატკივრები დღეს არ ჰყავს.

დღის თამაში I

დღის თამაში ორია, პირეოსსა და ლონდონში. ორი დიდი მწვრთნელის გუნდების ბედ-იღბალი წყდება იქ. საბერძნეთში არსენ ვენგერის "არსენალი" სტუმრობს "ოლიმპიაკოსს" და უნდა მოიგოს (თანაც, ყველა ანგარიშით მოგება არ აწყობს), ხოლო "ჩელსი" მასპინძლობს "პორტუს" და არ უნდა წააგოს, თორემ დიდი ალბათობით, "ლურჯების" საქმე წასულია და ჟოზე მოურინიოსიც.

ყველას გახსოვთ, ალბათ, რომ 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა "პორტუს" სწორედ მოურინიომ მოუპოვა, ახლა კი ის დგას ყოფილი გუნდის წარმატების გზაზე (ან პირიქით). ცალკე თემაა იკერ კასილიასისა და ჟოზე მოურინიოს მორიგი დაპირისპირება.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ახალი გამოცდილებაა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ძლიერი ვიქნებოდი გაჭირვების ჟამს და ასე მოტივირებული. ყოველი მარცხის შემდეგ გაორმაგებული ენერგიითა და მონდომებით ვიღვიძებ სამუშაოდ.

საკუთარი თავი უკეთ შევისწავლე. სიმართლე გითხრათ, ახლა "პორტუზე" სულ არ ვფიქრობ, 100%-ით "ჩელსიზე" ვარ კონცენტრირებული, ამაში ხელი სატურნირო მდგომარეობამაც შემიწყო. მე კი ვისურვებდი, რომ ორივე გუნდი გავსულიყავით პლეი ოფში, მაგრამ "პორტუში" ასე არ ფიქრობენ".

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-4-2): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ფაბრეგასი, რამირესი, აზარი - ოსკარი, დ. კოშტა

პორტუ (4-3-3): კასილიასი - მ. პერეირა, მარკანო, მაიკონი, ლაიუნი - დანილო, რ. ნევესი, ერერა - ანდრე ანდრე, ბრაიმი, აბუბაკარი.

დღის თამაში II

"არსენალს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია, რომელთაგან ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც ალექსის სანჩესისა და სანტი კასორლას არყოფნაა. არტეტას, როსიცკის, უილშირისა და უელბეკის ტრავმიანობას კი უკვე ყველა მიეჩვია. მოკლედ, როგორც ყოველთვის, არსენ ვენგერს ახლაც საკადრო პრობლემები აწუხებს.

"მეთოფეებმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 შეხვედრიდან 7 მოიგეს. ეს გუნდი, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად გადის მერვედფინალში, მაგრამ ახლა სერიის შეწყვეტის საფრთხე ძალიან დიდია.

მარკო სილვა (ოლიმპიაკოსი): "დიახ, ხვალ შესანიშნავი შანსი გვაქვს, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგიდან გავაგდოთ. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მაინცდამაინც მოგებაზე არ ვიფიქროთ, გუნდის ტაქტიკას არ შეცვლის. "ოლიმპიაკოსი" არასოდეს გადის მინდორზე წაგების შიშით.

ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრის მოგებაა, სწორედ მოსაგებად ვემზადებით ახლაც. სულ არ მაინტერესებს, რამდენი ფეხბურთელი დააკლდება "არსენალს". როცა "ემირეიტსზე" ვითამაშეთ, ჩვენც გვაკლდა ხალხი, დავიმატეთ გამოუცდელი ახალგაზრდები, მაგრამ მაინც მოვიგეთ. "არსენალს" ისედაც კარგად ვიცნობთ, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ვენგერის გუნდი მხოლოდ მოსაგებად გადის. ვფიქრობ, ლონდონში სათანადოდ ვერ შეგვაფასეს, აქ კი ეს პლუსი აღარ გვაქვს, ამიტომ რთული მატჩი გველის".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ნებისმიერი სცენარი უნდა გავიაზროთ გონებაში. თუკი ყურადღებას თამაშის ხარისხზე გავამახვილებთ, გოლები აუცილებლად იქნება. კარგი თამაში საგოლე შანსების საწინდარია. რა თქმა უნდა, სულსწრაფობა არ გვარგებს, ჩვენს შანსებს მშვიდად უნდა ველოდოთ.

ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ იმ გუნდებს აქვთ წარმატება, რომლებიც თავსაც კარგად იცავენ და კარგადაც უტევენ, პლუს, მოგების უდიდესი სურვილი აქვთ. სასწორზეა პლეი ოფის საგზური, ეს კი დიდებული მოტივატორია. უნდა გადავლახოთ ეს წინაღობა და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ამას ისტორია გვავალდებულებს, მუდამ გავდიოდით პლეი ოფში, ესე იგი, ვიცით, როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. ყველაფერი კი კარგ თამაშამდე მიდის".

სავარაუდო შემადგენლობები

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - ელაბდელაუი, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ - მილივოევიჩი, კასამი - სება, ფორტუნისი, პარდო - იდეიე

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი ფლამინი, რემზი - კემპბელი, იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ჟირუ.

ოთხშაბათი. 9 დეკემბერი

E ჯგუფი

ლევერკუზენი-ბარსელონა 23:45

დისკვალიფიკაცია: დ. ალვეში (ბარ)

ტრავმა: იედვაი, ლ. ბენდერი - დუგლასი, რაფინია, მატიო (?), ს. რობერტო (?)

რომა-ბატე 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კაპრადოსი, ჟერვინიო, ტოროსიდისი, ტოტი, სალაჰი (?) -

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 5 4 1 0 14-3 13

2. რომა 5 1 2 2 11-16 5

3. ლევერკუზენი 5 1 2 2 12-11 5

4. ბატე 5 1 1 3 5-12 4

F ჯგუფი

დინამო ზ.-ბაიერნი 23:45

დისკვალიფიკაცია: ბადშტუბერი (ბაიერნი)

ტრავმა: ჰოჯიჩი, შილდენფელდი - ალაბა, ბერნატი, გიოტცე, დ. კოშტა (?), რობენი (?), ტ. ალკანტარა (?)

ოლიმპიაკოსი-არსენალი 23:45

დისკვალიფიკაცია: ბუხალაკისი, მანიატისი (?) - სანჩესი, არტეტა, კოკლენი, როსიცკი, კასორლა, უელბეკი, უილშირი, მანიატისი (?)

ტრავმა:

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 5 4 0 1 17-3 12

2. ოლიმპიაკოსი 5 3 0 2 6-10 9

3. არსენალი 5 2 0 3 9-10 6

4. დინამო ზ. 5 1 0 4 3-12 3

G ჯგუფი

დინამო კ.-მაკაბი 23:45

დისკვალიფიკაცია: ბენ ჰაიმი (მაკ)

ტრავმა: კრავეცი (?) - რადონიჩი, აზულაი (?)

ჩელსი-პორტუ 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფალკაო, რამირესი (?), ტერი (?) - ოსვალდო

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 5 3 1 1 11-3 10

2. პორტუ 5 3 1 1 9-6 10

3. დინამო კ. 5 2 2 1 7-4 8

4. მაკაბი 5 0 0 5 1-15 0

H ჯგუფი

ვალენსია-ლიონი 23:45

დისკვალიფიკაცია: ვეზუ - ფერი

ტრავმა: ანდრე გომეში, ბარაგანი, ფეგული, ობრანი, როდრიგო - კალულუ, ფეკირი, ჟალე, უმტიტი, რაფაელი (?), ვალბუენა (?)

გენტი-ზენიტი 23:45

დისკვალიფიკაცია: ვიტსელი (ზენ)

ტრავმა: მატონი, პედერსენი, დეჟაეგერე (?), ნილსენი (?), მილიჩევიჩი (?) - ფაიზულინი, სმოლნიკოვი (?)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 5 5 0 0 12-4 15

2. გენტი 5 2 1 2 6-6 7

3. ვალენსია 5 2 0 3 5-7 6

4. ლიონი 5 0 1 4 3-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს