მონტელას მისვლამ სიტუაცია კიდევ დაამძიმა
"სამპდორია" კრიზისშია და ჯერჯერობით, საქმეს ვერც ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შველის. პირიქით, მას შემდეგ, რაც გუნდს მონტელა ჩაუდგა სათავეში, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და "სამპამ" მიჯრით სამი მატჩი წააგო.

ბოლო თამაში გენუელებს საკუთარ კედლებში ჰქონდათ "სასუოლოსთან" და უშანსოდ დამარცხდნენ - 1:3.

მატჩის შემდეგ "სამპდორიას" გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა სტადიონის გასასვლელთან მოიყარა თავი, რათა ფეხბურთელებთან კრიზისის მიზეზებზე ესაუბრათ. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ტიფოზები მშვიდობიანად აპირებდნენ ფეხბურთელებთან კომუნიკაციას, მაგრამ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასახდელიდან გამოსულმა რობერტო სორიანომ ქომაგთა გვერდის ავლით სცადა სტადიონის დატოვება.

სორიანოს ერთ-ერთი გულშემატკივარი მიუახლოვდა და სახეში ჩაარტყა, რამაც ვითარება უკიდურესად გაამწვავა და საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. ამ თემაზე მოკლე კომენტარი ვინჩენცო მონტელამ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გუნდის ირგვლივ დაძაბული ვითარებაა და ეს არაფერში წაგვადგება. გულშემატკივრები გვერდში უნდა დაგვიდგნენ, რომ ჩავარდნა ერთად დავძლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ნაპოლი" ისევ იტალიელებზე ნადირობს
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა