ქართველი სპეციალისტის აზრით, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა
10 დეკემბერს თემურ ქეცბაიას აპოელ-ი შინ 1:3 დამარცხდა პრაღის "სპარტასთან" და ევროპალიგაში ასპარეზობა ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა სამი ქულით.

თამაშის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა შემდეგი განაცხადა:

"როგორც ჯგუფის წინა თამაშები, არც ეს ყოფილა იოლი. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ საუკეთესო მცველი დაგვემტვრა და საუკეთესო ნახევარმცველის უკან დახევა მოგვიწია.

ეს, რა თქმა უნდა, არ გვამართლებს, მაგრამ როცა გუნდი გადაბმით 3-4 დღეში ერთხელ თამაშობს და ვერ ამოუსუნთქია, ძნელია წარმატებული იყოს.

ბიჭებს შევაქებ, ჩვენ დღეს ყოველ მონაკვეთზე ვიბრძოლეთ და გატანის შანსებიც გვქონდა, თუმცა მარცხს ვაღიარებთ. ფეხბურთელების ამ ჯგუფმა ევროპას საკუთარი თავები კარგი კუთხით დაანახვა".

ქეცბაიამ აპოელ-ის უახლოეს გეგმებსა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ისაუბრა:

"ახლა შიდა ჩემპიონატს ვუბრუნდებით, სადაც ოპონენტებს ერთკვირიანი დასვენება აქვთ ხოლმე, ჩვენგან განსხვავებით. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ლიდერობას დაიბრუნებს.

ჩვენ კვიპროსში საუკეთესო გუნდი გვყავს, თუმცა ვნახავთ, როგორ შეგვიძლია გაძლიერება. 10 ფეხბურთელს ნამდვილად არ დავიმატებთ, აქცენტს რაოდენობაზე არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაძლიერებთ გუნდს და, დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზანსაც მივაღწევთ".

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?