"ვიზარდსმა" დალასელებს რევანში აუღო და ტეხასურ მატჩში 114:111 დაამარცხა
მე-14 ორმაგი დუბლი ზაზა ფაჩულიასგან. NBA-ს მიმდინარე სეზონის რიგით 24-ე შეხვედრაში "დალას მავერიკსის" ქართველმა ცენტრმა ქულებში და მოხსნებში კვლავ 10-ქულიან ზღვარს უწია და მორიგი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. დასანანი ისაა, რომ დალასელებმა წააგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი ბოლო მეოთხედში თითქმის არ უთამაშია.

ფაჩულიას ორმაგი დუბლი უკვე მესამე პერიოდში ჰქონდა და აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 4:26 წუთით ის რეიმონდ ფელტონმა შეცვალა. ბოლო პერიოდში ზაზას არ უთამაშია. ის მწვრთნელმა მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე შეიყვანა მოედანზე, თუმცა ისე გაიყვანეს, თამაშში არ ჩართულა.

შესაბამისად, ზაზამ მხოლოდ 23 წუთი ითმაშა. მეტოქე ის "ვაშინგტონი" გახლდათ, რომელიც 6 დეკემბერს ამერიკის დედაქალაქში 116:104 დაამარცხეს. "ვიზარდსმა" დალასელებს რევანში აუღო და ტეხასურ მატჩში 114:111 დაამარცხა. მასპინძლებმა დასკვნითი პერიოდი 15 ქულით მოიგეს, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რაკი მესამე მეოთხედი ჩააგდეს. აღნიშნულ 12-წუთეულში ვაშინგტონელებმა "დასალსს" ყველაფერში აჯობეს და 39:22 იძალეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ ზაზამ 10 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო. დალასელთაგან საუკეთესო ვესლი მეთიუზი იყო 28 ქულით. 21 ქულა დააგროვა ჯეიჯეი ბარეამ, ხოლო დირკ ნოვიცკიმ 31 წუთში 13 მიითვალა.

იხილეთ ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი "ვაშინგტონთან"

14 მოგებითა და 11 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში "მემფისთან" 5-6 ადგილებს იყოფს. ამ გუნდებს გადაასწრო "ლოს ანჯელეს კლიპერსმა", რომელსაც 14 მოგება და 10 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 დეკემბერს, დალასში "ფინიქსთან" ელის.

იხილეთ მატჩის საუკეთესო მომენტები

რაც შეეხება ორმაგ დუბლებს, ფაჩულია ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება. დღევანდელი დაბლით ზაზამ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა ოკლაჰომელ რასელ ვესტბრუკთან, რომელსაც 15 ორმაგი დუბლი აქვს მიმდინარე სეზონში შესრულებული. 13 ორმაგით ზაზას კვალში უდგას ნიუორლეანელი ვარსკვლავი ენტონი დევისი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ