"ანკარგიუჯიუს" მთავარმა მწვრთნელმა იუმით ოზატმა გულშემატკივარი ცემა
"ანკარგიუჯიუს" მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც თურქეთის ჩემპიონატში 13-ე ადგილზეა, იუმით ოზატმა გულშემატკივარი სცემა. ქომაგი "მანისასფორთან" მატჩში, რომელიც დედაქალაქურმა კლუბმა 1:3 წააგო, მოედანზე შევარდა.

ოზატი, რომელიც "კიოლნის" და "ფენერბახჩეს" კაპიტანი იყო, ჯერ კიდევ მოთამაშეობის დროს იყო ცნობილი, როგორც არაპროგნოზირებადი და ნერვიული ფეხბურთელი. ემოციური დაძაბულობის გამო მას გულზეც კი ჰქონდა პრობლემები. თუმცა შფოთისთავის რეპუტაციას მისთვის ხელი არ შეუშლია საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში "ანკარგიუჯიუს" ჩადგომოდა სათავეში და კლუბის თავკაცის პოსტზე როჟე ლემერი შეეცვალა.

ბოლო დროს დედაქალაქური გუნდი ვერ ბრწყინავს: ოზატის შეგირდებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და სატურნირო ცხრილში 13-ე ადგილზე დაეშვნენ. გაგრძელებული კრიზისი გულშემატკივრებსაც ყელში ამოუვიდათ და "მანისასფორთან" მატჩში გუნდის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს. ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ფანი, რომელსაც ოზატთან მიახლოება სურდა, არცთუ კეთილი განზრახვით მოედანზე გადაიჭრა. თუმცა "ანკარგიუჯიუს მწვრთნელმა აჩვენა, რომ მუშტებით ბრძოლაში თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ვიდრე სამწვრთნელო სკამზე. ოზატმა გულშემატკივარს თვალებს შორის დაჰკრა და ნოკდაუნში ჩააგდო, შემდეგ განრისხებულმა დაუპატიჟებელ სტუმარს თავში რამდენიმე "პენალტი" ჩაარტყა.

მატჩის არბიტრმა არაადექვატურ მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენა. მატჩის შემდეგ იუმით ოზატი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადებულა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. ალბათ, იმიტომ, რომ ტრიბუნებზე ხულიგნების წინააღმდეგ მებრძოლ კომიტეტს ჩაუდგეს სათავეში.

ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია