დანიური"ორჰუსის" პრეს-სამსახურმა ქართველ შემტევ ნახევარმცველთან, ლაშა შინდაგორიძესთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა

გუშინ დანიის პირველი დივიზიონის "ორჰუსის" პრეს-სამსახურმა ქართველ შემტევ ნახევარმცველ ლაშა შინდაგორიძესთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა.

"საქართველოს იუნიორთა ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც "ორჰუსსა" და ფეხბურთელს შორის 2012 წლამდე იმოქმედებს. ლაშა 18 წლის კვირას, 30 იანვარს გახდა და ერთ-ერთ საჩუქრად "ორჰუსთან" კონტრაქტი მიიღო.

კლუბის სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი ქართველი ფეხბურთელის განვითარების პერსპექტივას ხედავს:

"ლაშა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც დავით დევდარიანს მაგონებს. ის ტექნიკური და ძალიან არაორდინალურია. ბურთიანად მშვენივრად მოძრაობს, შეტევის დაგვირგვინებაც ეხერხება და მისი ცენტრში და მარცხენა ფლანგზე გამოყენება შეიძლება.

თავდაპირველად "ორჰუსის" ჩვენს 19-წლამდელთა გუნდს გააძლიერებს, მაგრამ შინდაგორიძეს იმხელა პოტენციალი აქვს, საბოლოოდ ყველაზე მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში."

ლაშა შინდაგორიძე საქართველოში რეგიონული ლიგის "სასკოში", აგრეთვე საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.

"ორუჰუსის" ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით დევდარიანია. იანვრის დასაწყისში კლუბმა ნახევარმცველ გიორგი დიასამიძეს ექვსთვიანი კონტრაქტი გაუფორმა.

17 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე კი დღემდე ვარჯიშობს და ელოდება მარტს, როდესაც 18 წლის გახდება - დაბადების დღეს დანიელები მასაც სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებენ. მანამდე არასრულწლოვან არაევროკავშირელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბთან კონტრაქტის გაფორმება ეკრძალება.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა