ფუტზალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჟორჟე ალექსით გაძლიერებული "იბერიას" გამარჯვებით განახლდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა.

ქუთაისის "ჯუნგლებმა" ერთხელაც დაამტკიცა საპრიზო სამეულში დამკვიდრების ამბიცია. იმერლებმა ამჯერად ბათუმელებს სძლიეს და მესამე ადგილი დაიბრუნეს. გადამწყვეტი ბრძოლები ქუთაისელებს თსუ-სთან ექნებათ - მესამე ადგილის მოცილედ თბილისელი სტუდენტები ეყოლებათ. "ჯუნგლებს" მცირე უპირატესობა აქვთ, რადგან ორივე დარჩენილი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

"აჭარასთან" შეხვედრაში განსაკუთრებით შედეგიანი ტაიმების ბოლო წუთები იყო. მე-20 და მე-40 წუთებზე 4 გოლი გავიდა. ამ მატჩში ბათუმელთა მეკარე გოჩა საკანდელიძემ ერთგვარი ანტირეკორდი დაამყარა. ის ერთადერთი მოთამაშეა (თანაც მეკარე), რომელიც უკვე მეორედ გააძევეს.

თბილისში კი "იბერიასა" და თსუ-ს შორის ტრადიციული უშეღავათო დაპირისპირება ვერ გაიმართა - თავიდანვე აშკარა იყო, რომ იბერიელებს მეტოქის დამარცხება არ გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა.

"იბერია" სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ოლეგ სოლოდოვნიკის გარეშე გავიდა, რომელიც ბრაზილიაში სამწვრთნელო სემინარზე იმყოფება.

გარდა ამისა, "იბერიამ" კიდევ ერთი ბრაზილიელი მოთამაშე, ჟორჟე ალექსი დაიმატა და კვლავ დაადასტურა, რომ ევროპის საუკეთესო კლუბების მარაქაში ყოფნის ამბიცია გააჩნია. ახალწვეული ჰყავდათ "სტუდენტებსაც" - სერბეთიდან დაბრუნებული დავით წინწკალაძე.

ფუტსალი. საქართველოს ჩემპიონატი.

27 იანვარი. ქუთაისი. სპორტის სასახლე

ჯუნგლები 13:6 აჭარა

გოლები: გოგოხია (5), გიორგიაძე (4), ჩოგოვაძე (2), უგლავა, კვალიაშვილი - ნადარაია (3), დავითაძე (2), ჯინჭარაძე

გაფრთხილება: ბალანჩივაძე - საკანდელიძე

გაძევება: ჩოგოვაძე - საკანდელიძე

28 იანვარი. თბილისი. ასკ-ს დარბაზი.

იბერია - თსუ 8:4

გოლები: რონი (4), ბეტინიო (3), ძაბირაძე - დარჩია, წინწკალაძე, თოფურია, ცნობილაძე

იბერია 7 7 0 0 75:18 21

ალგო 7 6 0 1 43:12 18

ჯუნგლები 8 4 0 4 57:53 12

თსუ 7 4 0 3 32:30 12

თელავი 6 0 0 6 14:52 0

აჭარა 7 0 0 7 30:86 0

ბომბარდირები

რონი (იბერია) 22

გოგოხია (ჯუნგლები) 16

ბეტინიო (იბერია) 13

ნადარაია (აჭარა) 13.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა