ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა "კვირის პალიტრის" ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "კვირის პალიტრის" ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერაციაში მის წინამორბედებს შსს-სთან მემორანდუმი გაფორმებული არ ჰქონიათ.

- წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ შსს-სა და ფედერაციას შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. სინამდვილეში არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა! სფფ-ში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს, ყველა ინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს. აქამდე არავინ რომ არ ისჯებოდა, ასე აღარ იქნება! ოღონდ სტადიონზე მოდი და რაც გინდა, აკეთეო - ასეთი მიდგომაც არასწორად მიმაჩნია. გვეუბნებიან - სტადიონზე სულ ოციოდე ქომაგი მიდის და მათაც თუ ავუკრძალეთ მოსვლა, რაღა გამოვაო?! თუ ის 20 ადამიანი სტადიონზე წესრიგს არღვევს, იქ ვიღაცის საგინებლად მიდის და ოჯახთან ერთად მისულ გულშემატკივრებს სტადიონზე ყოფნის სურვილს უკარგავს, ასეთების სტადიონზე ყოფნას ცარიელი ტრიბუნები არ ჯობია?! გვინდა, სტადიონებზე პირობები გავაუმჯობესოთ, ხალხი დავაინტერესოთ და ასეთი ვაი-გულშემატკივრები ნამდვილად არ გვჭირდება.

- ვალების გარდა, რა დაგიტოვათ თქვენმა წინამორბედმა?

- თავს რომ იწონებდნენ, თანამედროვე აკადემია ავაშენეთო, უნდა ნახოთ, როგორ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ბავშვებს ყოფნა! დაგვხვდა ბევრი ისეთი ვალიც, ვერც დავადგინეთ, რისთვის და რატომ, მაგრამ ჩვენი გადასახდელია. რუსთავის აკადემიის ასაშენებლად უეფამ კონკრეტული თანხა გამოჰყო, არადა, დაიგეგმა გაცილებით დიდი აკადემია, რისი ფულიც არ ჰქონდათ. თუმცა, შუა გზაზე ვერ მივატოვებთ და აუცილებლად დავასრულებთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

walkabout
და რატომ უნდა ყოფილიყო??? ფაქტი გაქვს? ეჭვი გაქვს? ხოდა მიაწოდე შსს-ს ინფორმაცია, რაღა მემორანდუმი უნდა ამას?
qutaiseli
სწორედაც რო საქმეს ამბობს ლევანი აქ და ნუ გაუჭირვეთ რა საქმე ამ ბიჭს მთავარი ფეხბურთის როგორც სპორტის სახეობის გაცოცხლებაა და არა ნაკრების ერთი თამაშის მოგება და მერე 6 ის წაგება ფეხბურთია მკვდარი და ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი ეგარი რეალობა რა ნაკრები რის ნაკრები
z.c 1
ლევანიკო რა მემორანდუმი საქმეს მიხედეთ ნუ გაგიტკბებათ თბილი კაბინეტები.(იყო საშვალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ევროპაში ეს იმას არ ნიშნავს გაგხადონ ფედერაციის პრეზიდენტი)მე ამათი არ მჯერა ვინები მოიყვანა თავის გუნდში.... გაიშიფრა თავი...
gio
შენ გააკეტე საქმე,რაც შენ მოხვედი ერთი თამაში არ მოუგია ნაკრებს....
tijana513
ფიზიკურ მომზადებას მიხედეთ ლევან, ნორმატივები ჩაააბარებინონ ფეხბურტელებს და ისე გამოიძახონ ნაკრებში
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე