პსჟ VS ჩელსი, რომა VS რეალი, არსენალი VS ბარსელონა, იუვენტუსი VS ბაიერნი
გუშინ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური და ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯერ შედეგებს გავეცნოთ...

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

16 თებერვალს და 9 მარტს

პსჟ (საფრანგეთი)-ჩელსი (ინგლისი)

ბენფიკა (პორტუგალია)-ზენიტი (რუსეთი)

17 თებერვალს და 8 მარტს

გენტი (ბელგია)-ვოლფსბურგი (გერმანია)

რომა (იტალია)-რეალი (ესპანეთი)

23 თებერვალს და 16 მარტს

არსენალი (ინგლისი)-ბარსელონა (ესპანეთი)

იუვენტუსი (იტალია)-ბაიერნი (გერმანია)

24 თებერვალს და 15 მარტს

პსვ (ჰოლანდია)-ატლეტიკო (ესპანეთი)

დინამო (უკრაინა)-სიტი (ინგლისი)

* დაწყების დრო ყველგან 23:45 (საქართველოს დროით), გარდა ზენიტი-ბენფიკისა - 21:00.

ევროპალიგის 1/16-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

18 და 25 თებერვალს

ვალენსია (ესპანეთი)-რაპიდი (ავსტრია)

ფიორენტინა (იტალია)-ტოტენჰემი (ინგლისი)

დორტმუნდი (გერმანია)-პორტუ (პორტუგალია)

ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ლოკომოტივი (რუსეთი)

ანდერლეხტი (ბელგია)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

მიდტიულანდი (დანია)-მანჩესტერი (ინგლისი)

აუგსბურგი (გერმანია)-ლივერპული (ინგლისი)

სპარტა (ჩეხეთი)-კრასნოდარი (რუსეთი)

გალათასარაი (თურქეთი)-ლაციო (იტალია)

სიონი (შვეიცარია)-ბრაგა (პორტუგალია)

შახტარი (უკრაინა)-შალკე (გერმანია)

მარსელი (საფრანგეთი)-ბილბაო (ესპანეთი)

სევილია (ესპანეთი)-მიოლდე (ნორვეგია)

სპორტინგი (პორტუგალია)-ლევერკუზენი (გერმანია)

ვილიარეალი (ესპანეთი)-ნაპოლი (იტალია)

სტ. ეტიენი (საფრანგეთი)-ბაზელი (შვეიცარია)

* ფენერბაჰჩე-ლოკომოტივი 16 თებერვალს გაიმართება.

* ბრაგა-სიონი 24 თებერვალს გაიმართება.

წილისყრის ფაქტები

* "ბარსელონამ" "არსენალი" 2009/10 წლების სეზონის მეოთხედფინალში დაამარცხა, როცა ლეო მესიმ საპასუხო მატჩში პოკერი შეასრულა; "ბარსამ" იმარჯვა 2010/11 წლების 1/8-ფინალშიც და, რა თქმა უნდა, 2006 წლის ფინალში.

* "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ზედიზედ მესამე სეზონია, ერთმანეთს ხვდებიან. წინა ორის ბედი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გაირკვა - 2013/14 წლების სეზონის მეოთხედფინალში "ჩელსიმ" იმარჯვა, ხოლო 2014/15 წლების სეზონის მერვედფინალში პარიზელებმა შური იძიეს მეტოქეზე.

* 2012/13 წლების სეზონში "ბაიერნმა" შინ და გარეთ 2:0 მოუგო "იუვენტუსს" მეოთხედფინალური ჯახი და შემდეგ ლიგაც მოიგო.

* "რომა" და "რეალი" ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ. ყველა თამაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა 2001 წლიდან მოყოლებული. "რომამ" 2007/08 წლების სეზონში "სამეფო კლუბი" მერვედფინალიდან გააგდო.

* "ატლეტიკომ" 2008 წელს ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოუგო პსვ-ს.

* "ბენფიკამ" 2011/12 წლების სეზონის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, 4:3 აჯობა "ზენიტს", ხოლო გასულ სეზონში ისინი ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორჯერვე რუსებმა იმარჯვეს.

* კიევის "დინამომ" ევროპალიგის 2010/11 წწ. სეზონში "მანჩესტერ სიტი" მერვედფინალიდან ჩამოიცილა.

* "გენტი" და "ვოლფსბურგი" ერთადერთი წყვილია, რომელსაც ურთიერთშეხვედრების ისტორია არა აქვს.

"რომასა" და "რეალის" დაპირისპირება, უთუოდ, ერთ-ერთი ცენტრალურია. როგორც უკვე ვთქვით, ეს გუნდები 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 4-ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 3-ჯერ - იტალიელებმა. არის ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც "რომას" სასარგებლოდ მეტყველებს - 1987 წლის მერე "რეალს" ერთხელაც არ უჯობნია ევროთასების პლეი ოფში იტალიური გუნდისთვის. არადა, მას მერე ორჯერ "მილანმა" გამოაგდო, ოთხჯერ - "იუვენტუსმა", ერთხელ "ტორინომ" და ერთხელ თავად "რომამ".

სხვათა შორის, რაფა ბენიტესის დებიუტი "რეალის" თავკაცის პოსტზე სწორედ "რომასთან" მატჩში შედგა მელბურნში, სადაც 80 ათასმა ფანმა გოლები მხოლოდ პენალტების სერიაში იხილა, რომელიც "რომამ" 7:6 მოიგო.

ჯგუფურ ეტაპზე "რეალი" ყველაზე გამტანი გუნდი იყო, 19 გოლით (აქედან კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე 11-ია), ხოლო "რომა" - ყველაზე გამშვები - 16 მიღებული ბურთი.

რუდი გარსია (რომა): "რეალი" ფავორიტია. იმისთვის, რომ ის დავამარაცხოთ, ძალიან უნდა მოვინდომოთ - იმედი მაქვს, რომ 17 თებერვალს "ოლიმპიკო" გადაიჭედება. სეზონის წინ მათთან ამხანაგური კი ვითამაშეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვაა".

როდესაც სამი წლის წინათ ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, "ბაიერნმა" შანსიც კი არ მისცა მეტოქეს. "იუვეს" ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს მიაჩნია, რომ გერმანული გრანდი ახლაც აშკარა ფავორიტია. მართლაც, ბოლო ხუთი მატჩია, "ბაიერნი" ნებისმიერ იტალიურ კლუბს ამარცხებს. შეგახსენებთ, რომ კინგსლი კომანი, რომელიც ვერაფრით მოერგო "იუვენტუსს", ახლა "ბაიერნის" ფეხბურთელია და შემადგენლობაშიც ხვდება ხოლმე. ექსიუვენტინოა არტურო ვიდალიც, რომელიც ძალიან გაახარა წილისყრამ - ტურინში ბევრი მეგობარი მელოდებაო.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ორი დიდი მატჩი გველის. "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მართალია, მათ სეზონი ვერ დაიწყეს კარგად, მაგრამ ახლა უკვე ფორმაში შევიდნენ".

deja vu - ზედიზედ მესამე სეზონია, ეს გუნდები ერთმანეთს ეცილებიან ფინალისკენ მიმავალ საგზურს. შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისისთვის ამ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც "ჩელსის" ყოფილი მცველისთვის. "ჩელსი" 14-ჯერ შეხვდა ლიგა 1-ის გუნდებს ევროთასებზე და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა, ყველა შემთხვევაში სტუმრად.

ლორან ბლანი (პსჟ): "ორი დიდი გუნდის დიდებული ორთაბრძოლა გველის წინ, მაგრამ იქამდე დიდი დროა, ჯერ ბევრი თამაში და დრო რჩება მოსამზადებლად. იმედი მაქვს, "ჩელსისთან" მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება და ყველა - ფორმის პიკზე.

გასულ სეზონში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. მართალია, ახლა "ჩელსის" ცოტა უჭირს, მაგრამ ეს მაინც ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც დიდებული მწვრთნელი ჰყავს".

ლონდონში, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სურდათ "ბარსელონასთან" თამაში, თუმცა ფორტუნამ "მეთოფეებს" სწორედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეახვედრა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაა. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ 2016 წლის ბატალიებზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს