დეროზანი და დურანტი გამოარჩიეს
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ტორონტო რეპტორზის" მცველი დემარ დეროზანი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა.

დეროზანმა საშუალოდ 24.0 ქულა, 5.0 მოხსნა, 3.8 პასი და 1.00 ჩაჭრა დააგროვა. ტორონტოელი თამაშიდან 51.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა და ჯარიმების 91.9 პროცენტი მოათავსა კალათში. დეროზანმა ზედიზედ სამ მატჩში შეძლო მინიმუმ 25 ქულის დაგროვება.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 27.3 ქულა, 8.8 მოხსნა, 6.3 შედეგიანი პასი და 1.8 ჩაჭრა მოდის.

"დურანტულამ" ორ მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი, თამაშიდან 59.7 პროცენტის სიზუსტით ისროლა, ჯარიმების 96.3 პროცენტი ჩააგდო და "ატლანტასთან" მატჩში სეზონში პირველი სამმაგი დუბლი (25 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი) შეასრულა.

დეროზანის კვირა

7 დეკემბერი. ტორონტო-ლეიკერსი 102:93. 16 ქულა, 6 პასი.

9 დეკემბერი. ტორონტო-სან ანტონიო 97:94. 28 ქულა, 6 პასი.

11 დეკემბერი. ტორონტო-მილუოკი 90:83. 27 ქულა.

13 დეკემბერი. ტორონტო-ფილადელფია 96:76. 25 ქულა, 8 მოხსნა.

დურანტის კვირა

8 დეკემბერი. მემფისი-ოკლაჰომა 88:125. 32 ქულა, 10 მოხსნა.

10 დეკემბერი. ოკლაჰომა-ატლანტა 107:94. 25 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.

11 დეკემბერი. იუტა-ოკლაჰომა 90:94. 21 ქულა, 8 მოხსნა.

13 დეკემბერი. ოკლაჰომა-იუტა 104:98. 31 ქულა, 6 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: აიზია ტომასი ("ბოსტონი"), პაუ გასოლი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია") და ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA. პლეი-ოფი: "დენვერს" მოსაგებად ნიკოლა იოკიჩის 43 ქულაც არ ეყო! [VIDEO]
დემარ დეროზანი თავისუფალია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
NBA. პლეი-ოფი: კავაის 37 ქულა, "პორტლენდი" 2:0 დაწინაურდა, დეროზანმა "სპურსს" ვერ უშველა [VIDEO]
დიდი გაცვლა ოფიციალურად შედგა: კავაი ლეონარდი "ტორონტოში" გადავიდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
NBA. რეგულარული: კავაი ლეონარდმა ყოფილი გუნდი არ დაინდო [VIDEO]
ამერიკელი კალათბურთელები შეცდომით ბორდელში აღმოჩნდნენ