"მიუნხენ 1860"-ის ქართველი მცველის ბუქარესტის "დინამოში" გადასვლის ვარიანტი გამოირიცხა
ორი დღის წინ რუმინულმა "პროსპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათე ღვინიანიძე ანთალიაში შეკრებაზე მყოფ ბუქარესტის "დინამოს" შეუერთდა და იქ დამკვიდრებას ცდილობდა. ვერ გეტყვით, ივარჯიშა თუ არა "მიუნხენ 1860"-ის 24 წლის ქართველმა მცველმა რუმინული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 30 იანვარს ბელგრადის "პარტიზანის" წინააღმდეგ ჩატარებულ საკონტროლო მატჩში არ უთამაშია.

ამ ამბავმა გვაფიქრებინა, რომ ღვინიანიძის ბუქარესტული ტრანსფერი არ განხორციელდებოდა. გუშინ რუმინულ და გერმანულ წყაროებს გამუდმებით ვადევნებდით თვალს და ამ თემაზე მხოლოდ გერმანული tz-online.de-ს ინფორმაციას წავაწყდით. ეს ვებგვერდი იტყობინება, რომ ღვინიანიძე სეზონს მიუნხენში ჩაამთავრებს. იქვე ქართველის აგენტის, კარლ ჰერცოგის სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ მათეს ზამთარში სხვაგან გადასვლა უკვე გამორიცხულია.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ვერ გადავიდა იგი "დინამოში". არადა, ღვინიანიძის გაყიდვა თვით "მიუნხენის" ინტერესებშიც შედის. ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას მათეს რუსეთსა და უკრაინაში გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ არც ამ საქმიდან გამოსულა რამე. ღვინიანიძეს კლუბის შეცვლა დიდი ხანია სურს და, ალბათ, საწადელს ზაფხულში აისრულებს. "ტრანსფერმარკტის" ცნობით, ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 750 ათას ევროს შეადგენს.

"მიუნხენ 1860"-ში იგი 2006 წელს გადავიდა მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებიდან და ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისებისა და ტრავმების გამო გაცდენილ პერიოდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, "ცისფერი ლომების" ძირითადი ფეხბურთელი იყო.

მიმდინარე სეზონში ღვინიანიძემ მიუნხენელთა შემადგენლობაში რვა ოფიციალური მატჩი ჩაატარა, აქედან ექვსჯერ სასტარტოში იყო გამწესებული.

გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა