18 დეკემბერს, ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება
ფეხბურთის ფედერაციისა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები "ლელოსთან" სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაფასა.

"სამწუხაროდ, პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრის იუბილეს აღნიშვნა მანამდე გადაწყვეტილი არ იყო. არადა, უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე დადგომის დღე იყო. ამიტომ ღონისძიებების დაგეგმვა სასწრაფოდ მოგვიხდა.

საიუბილეო კვირეული მოკლე ვადაში გაკეთდა, რისთვისაც ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მომავალი წლისთვის გადადება არ გვინდოდა. მიზნად დავისახეთ, საზოგადოება ყოფილიყო ერთიანი - ვეტერანი ფეხბურთელები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები. პოლიტიკოსები იმიტომ, რომ 1990 წელს ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს.

რადგან ჩვენი მიზანია, სტადიონებზე ხალხი დავაბრუნოთ, ასეთი ღონისძიებებით ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ მიიწვიეს თამაშზე თბილისის "დინამოს" ოქროს თაობების მოთამაშეები.

კობიაშვილმა ეს ასე განმარტა: "ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მიმართ პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს და ამას კიდევ ერთხელ დავადასტურებ, მაგრამ ეს იყო კონკრეტული დღის იუბილე. ამიტომ მოედანზე გავიდნენ პირველი მატჩისა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები".

კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე ტრიბუნები ისევე შეივსება, როგორც ეს 1990 წლის 30 მარტს იყო:

"ვისაც იმ მატჩის კადრები უნახავს, წარმოუდგენელია, მსგავსი დასწრება ახლა არ ინატროს. სამწუხაროა, რომ დღეს სხვა რეალობაა და ინტერესი დაიკარგა. ამ ყველაფერს შესწავლა და ანალიზი სჭირდება.

ფეხბურთის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკაზეც - ფეხბურთი ცალკე ვერ იარსებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხალხი დავაინტერესოთ, სტადიონზე მოვიყვანოთ და ეროვნული ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად ავწიოთ".

აქვე, ერთი საინტერესო ამბავი: 18 დეკემბერს, ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ლელოს" ინფორმაციით, კლუბები ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავიანთ ხედვას წარმოადგენენ.

ჯერ უცნობია, ფედერაცია მათ რა წინადადებით მიმართავს, მაგრამ კლუბებში მოლოდინია, რომ სახელმწიფოს ერთიანი ფონდის საშუალებით გარკვეულ თანხას მიიღებენ. როგორც გავიგეთ, იქნება მოთხოვნა, რომ სახსრები მიზანმიმართულად დაიხარჯოს. არაა გამორიცხული, სფფ ზოგიერთ კლუბს ფორმებით დაეხმაროს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი
და კიდევ ერთი, ვინ არის გიორგი რევაზიშვილი? რა დამსახურებით მოხვდა ის ფეხბურთის ფედერაციაში?რატომ გადაწყვიტა აკადემიის საქმეების გარჩევა? ის არის დავით მუჯირის დის ქმარი! და ამით ყველაფერი ნათელია!
დავითი
ამ მოცდა მოცდაში გავიდა დრო! რას ვხედავთ? რას ვიღებთ? მხოლოდ წინამორბედის ლანძღვას! არა მგონია ასე მოსულმა კობიაშვილმა გაამართლოს! ჯერ ჯერობით არანაირი პოზიტიური და ქმედითი ნაბიჯი! დიახ ჩასაფრებული ვიქნები ყველასთან ვინც ფეხბურთის კეთილდღეობაზე მაღლა თავუს პირად ამბიციებს და ინტერესებს დააყენებს!
გოგი-რიგითი გულშემატკივარი
დავითი-ს. განმეორდები და კიდევ ერთხელ გეტყვი, ნაადრევ შეფასებებს აკეთებ. ვაცადოთ ადამიანს მუშაობა. შემდედ ერთად ვაკრიტიკოთ, რაც არ მოგვეწონება. მაგრამ, როგორც ვატყობ, შენ ეს არ გაინტერესებს. მრჩება შტაბეჭდილება, რომ გინდა ვერ გაამართლოს ლევანმა. გარწმუნებ ასე არ იქნება და წინსვლას აუცილებლად ყველა ერთად ვნახავთ. ბოდიში და მამალი ნაცივით იქცევი. რატომ? იმიტომ რომ მეჩვენება მხოლოდ ჩასაფრებული პოზიციიდან აფასებს მოვლენებს. არაა მასე ძმაო, არა!!!
ლევანი
მეგობრებო,მესმის ყველა თქვენთაგანის,მაგრამ ის არ უნდა გააკეთო ,რაზეც სხვას ძრახავ..არველაძეების ნათესავები დასაქმებულები არიან ფედერაციაშიო და იყო ერთი აურზაური :)თუმცა დირეტორები და თანაშემწეები არცერთი არ ყოფილა... მოიკითხეთ ერთი ეხლა ვისი ნათესავები არიან ??დის ქმარი!!ცოლის დაქალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!!!ძმაკაცებზე კი ლაპარაკი არაა საერთოდ.კი ბატონო,მაგრამ მთავარია რას გააკეთებენ.
დავითი
სასურცხვილო მე არაფერი გამიკეთებია! რაც არის იმას ვამბობ! იმას უნდა სცხვენოდეს ვინც სხვისი ლანძღვით მოვიდა და თვითონ წინ ვერ მიდის!
tornike
და ინვესტიციები რომ მოიზიდოს კობიაშვილმა ვერა? სიჭინავა ხომ ახერხებდა რაღაცას მაინც? ჯერ-ჯერობით კობიაშვილი მხოლოდ ლაპარაკობს, წარსულში იხედება (წინამორბედებს აკრიტიკებს) და სახელმწიფო ფულის ხარჯვას აპირებს. ამას ხომ ყველა შეძლებდა! რამე გაკეთოს ისეთი, რაც სხვას არ შეუძლია. ამიტომ არ აირჩიეს?!
giga
რანაირად უნდა დავიჯერო ამისი, ქოცების მხარდაჭერით მოვიდა. რაგბი კი ქოცების ტინგიცობას რო არ აყვა დანგრევა მოუნდომენ.
გოგი-რიგითი გულშემატკივარი
დავითი-ს. მე არ ვიცი თქვენი ასაკი, ამდენად თავს შევიკავებ თქვენი "შექებისაგან". რაც შეეხემა მიმართვას ლევანის მიმართ, ეს ყოველგვარ ადამიანურ გრძნობებს სცილდება და მხოლოდ ღვარძლზე და სიძულვილზეა აწყობილი. შენს ადგილზე შემრცხვებოდა (რა თქმა უნდა, თუ სინდისის ძარღვი გაქვს). ლევანი სულ რამოდენიმე თვეა რაც პრეზიდენტი გახდა და მისი მუშაობის შეფასება ძალზე ნაადრევია. თუმცა მჯერა და მწმს, რომ წინსვლა იქნება. აი, შენ რა დონე ხარ, შენ!!!!!! თუმცა ეს რა საკითხავია. შენი დონე შენს კომენტარშიც კარგად ჩანს.
ქომაგი/ sportall-s
sportall-ს: იქნებ მოიხერხოთ ჟურნალისტებმა, გამოაქვეყნოთ ამ პორტალზე ლევან კობიაშვილის საარჩევნო პროგრამა. მარტო დელეგატებს რომ გააცნეს, ჩვენ ქომაგებმა არ უნდა ვიცოდეთ აქამდე ? წესით პირველივე დღეს უნდა გამოგექვეყნებინათ პროგრამა. იმედია ახლა მაინც გვაღირსებთ.
დავითი
რა დონეს აწევ შენ?! მოხვედი და ბავშვთა აკადემიებს ხურავ? ზუგდიდში ერთი ამბავია, ვიღაც გაუშვიათ უნდა დავხუროთ ბავშვთა აკადემიაო, მშობლები გადარეულები არიან! ამდენი ხანი იყო სახსრები რომ ის აკადემია შეენახათ და ამ ორ თვეში რა ჭამეთ ამისთანა????
tngh
საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევისთვის აუცილებელი პირობაა ტრიბუნებზე მაყურებელი და ჭეშმარიტი გულშემატკივრები. მეგობრებო, ვისაც გული შეგტკივათ საქართველოს ფეხბურთზე გამოდით ტოტალიზატორებიდან და მობრძანდით სტადიონზე. მერწმუნეთ, საქართველოს პირველობაზე ბევრი საინტერესო და კარგი თამაშია.
გუჯა კახაძე
ფეხბურთი მომგებიან ბიზნესად როგორ გადავაქციოთ იქნებ ამის შესახებ გესაუბრათ 18 დეკემბერს. ამ თემაზე გაკეთებული პროექტი ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასაც წარვუდგინე და ახალსაც. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი ხელმძღვანელობა მაინც განიხილავს ჩემ პროექტს და მოწონების შემთხვევაში გამოიყენებს.
gio
დონე რომ აწიო პირველ რიგში სტადიონები უნდა აშენდეს რაიონის გუნდები ფაქტიურად ყანებში თამაშობენ "სტადიონებზე" ძროხა და ღორები დადიან (მაგ.სენაკში)
zviad
Dონე უნდა ავწიოთო კი ამბობ მაგრამ რამე გეგმა გააქვს?ვერ ვეღირსეთ გაგვაცნო ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა.რით იწყებთ ერთი რამე მაინც გააკეთეთ რაც მოხვედით?რა დროს ტრაშუნია მიხედეთ ბავშვებს!!!
giga
იგივე წრე. კლუბებმა ფული გვინდაო, გამოიხოცავენ ტუალეტის მერე იმ ფულით და წავა ისევ წუწუნი არ გვაქვსო
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა