დუდა სანაძის მორიგი წარმატებული მატჩი და სეზონის მე-4 გამარჯვება
დუდა სანაძის მორიგი წარმატებული მატჩი და სეზონის მე-4 გამარჯვება.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თავის გუნდ "სან დიეგოს" სტუდენტური ლიგის არასაკონფერენციო მატჩში "იუ სი დევისთან" ულიდერა და დაძაბული შეხვედრა მოაგებინა - 61:55.

პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 33:34 ჩამორჩებოდნენ, მეორე ნახევარში კი დუდა სანაძემ შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. ქართველმა ლეგიონერმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც შედეგიანი გარღვევაც მოაყოლა და მწირექულიან მატჩში თავის გუნდს ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევა - 46:37. 11:0 გაქცევაში ყველა ქულა სანაძემ ჩააგდო და მეტოქე გუნდი წელში გატეხა.

დუდამ 25 წუთი ითამაშა და მთლიანობაში 14 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულით გამოირჩა მისი თანაგუნდელი მარკუს ჰარისი, ჰოლანდიელ ჯიტო კოკს კი ორმაგ დუბლამდე 1 დაფარება დააკლდა - შეხვედრა 11 ქულითა და 9 დაფარებით დაასრულა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო სერბმა ვასა პუსიკამაც, რომელმაც 13 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.

სანდიეგოელებს მიმდინარე სეზონში 10-დან 4 გამარჯვება აქვთ. მორიგ მატჩს კი სანაძის გუნდი 24 დეკემბერს "ნორტრიჯთან" გამართავს, რითაც არასაკონფერენციო მატჩებს დაასრულებს. 1-ლი იანვრიდან სტარტს "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ჩემპიონატი აიღებს და პირველი მეტოქე სანაძის გუნდისთვის "პასიფიკი" იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება