17 დეკემბერს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ზუგდიდის ბავშვთა აკადემიის შესახებ ისაუბრა
17 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ზუგდიდის ბავშვთა აკადემიის შესახებ ისაუბრა.

მუჯირის თქმით, ზვიად სიჭინავამ პრეზიდენტობის პერიოდში, ფეხბურთის ფედერაციასა და საკუთარ კომპანიას შორის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მუჯირმა ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის აკადემიის ბავშვები, მათი მშობლები და საზოგადოება არასწორად იყო ინფორმირებული უეფას პროექტის შესახებ.

"ჩვენი ფედერაციაში მოსვლის შემდეგ დაგვხვდა ე.წ. აკადემიის ფილიალი, რომელიც არ არის უეფას მიერ დაფინანსებული.

უეფას კონკრეტული დაფინანსება აქვს პროექტთან მიმართებაში, რაც გამოიხატება 200 ათას ევროში. ამ თანხის ვალდებულებაში ჩვენ გვაქვს პირობა, რომ უნდა გვყავდეს ორი ასაკობრივი გუნდი, რომელსაც შევინახავთ და უზრუნველვყოფთ ევროპული სტანდარტების სამწვრთნელო პროცესით.

რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე არსებულ ე.წ. აკადემიის ფილიალს, იმ ბავშვებს, რომლებიც იქ ვარჯიშობენ, დააკვირდებიან ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები და შემდეგ რამდენიმე მათგანი უეფას აკადემიაში გადავა.

ასევე, მინდა იცოდეთ, რომ ზვიად სიჭინავამ 6 სექტემბერს, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე, გამოსცა ბრძანება ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის თაობაზე. სიჭინავამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, აკადემიას უნდა ეზრუნა 22 ბავშვზე, არადა, იქ ორჯერ მეტი ბავშვია.

ზუგდიდში არსებული აკადემიის შენახვა ფეხბურთის ფედერაციას თვეში 60 000 ლარი უჯდება, რაც წელიწადში 800 000 ლარზე მეტია.

სიჭინავამ 10 წლით გააფორმა ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომლის 90-პროცენტიანი წილის მფლობელი თავად არის. საუბარია ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე. ამ კომპანიას ფედერაციამ თვეში 23 000 ლარი უნდა უხადოს, რაც საერთო ჯამში 2 760 000 ლარია", - თქვა მუჯირმა.

ზურა
სიჭინავა დასაჭერი ყოფილა
მიშა
აუწყვია საქმეები სიჭინავას! ;)
სანდრო777
მერე გადაამრავლე 10-ზე, რამდენი გამოდის გენიოს? :დ
avtors
23000*12 თVეზე=276 000 და არა 2 760 000-ს. GრამატიკაშIი, რომ მოიკოჭLებდით ფაქტია, მაგრამ ელემენტალური მათემატიკისგანაც შOრს ყოფილხართ!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა