მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი "დარუშაფაკა" ევროლიგის ჯგუფიდან გავიდა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი უკანახაზელის "დარუშაფაკას" D ჯგუფიდან გამსვლელი მე-4 ადგილი რომ შეენარჩუნებინა, ისრაელის "მაკაბისთან" შინ 10 ქულით არ უნდა წაეგო და ეს არცთუ რთულად შესასრულებელი ამოცანა სტამბოლურმა გუნდმა შეასრულა.

ბოლო ტურის წინ სტამბოლის "დარუშაფაკა" 1 ქულით უსწრებდა თელ ავივის "მაკაბის". ებრაულ გუნდს მხოლოდ გამარჯვება ხელს არ აძლევდა, რადგან პირველ წრეში მარკოიშვილის გუნდთან შინ 73:84 ჰქონდა წაგებული და შესაბამისად, ეს სხვაობა ჰქონდა გასაბათილებელი. თელავიველებმა ეს ვერ მოახერხეს და როცა გაირკვა, რომ 10 ქულაზე მეტით ვერ იმარჯვებდნენ, სტუმრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხვედრაში დამატებითი დრო დანიშნულიყო, ფრე ვერ დააფიქსირეს.

ბოლო წუთები კურიოზული გამოდგა, დარუშაფაკელები საჯარიმოებს არ აგდებდნენ, ანგარიში რომ არ გათანაბრებულიყო.

სტამბოლელები ბოლო პერიოდის წინ ქულით აგებდნენ, თუმცა პერიოდი 13:2 გაქცევით დაიწყეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. დარჩენილ 5 წუთში "მაკაბის" მინიმუმ 20 ქულით გაქცევა მართებდა, რაც ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. საბოლოოდ "დარუშაფაკამ" 66:70 წააგო და ჯგუფში მე-4 ადგილზე გასვლით ტოპ-16-ის საგზური დაიბევა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან სამივე ორიანი ააცილა, 5 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. მანუჩარმა საბოლოოდ 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. სტამბოლელებს 11 ქულით ჟამონტ გორდონმა ულიდერა, ხოლო მილკო ბიელიცამ 10 ქულა ჩააგდო.

მაშ ასე, ცსკა-ს, "უნიკახას" და "ბამბერგის" კვალზე D ჯგუფიდან "დარუშაფაკაც" გავიდა და ახლა კენჭისყრას ელოდება, რათა მეორე ეტაპზე მეტოქეები გაიგოს. 16 საუკეთესო გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება და საუკეთესო 8 გუნდის გამოსავლენად იბრძოლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის მეორე ეტაპს მიუახლოვდა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის მატჩი მოსკოვში უშანსოდ წააგო
22 ქულა! - მანუჩარ მარკოიშვილის სუპერმატჩი და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
მანუჩარ მარკოიშვილმა "დარუშაფაკა" თურქეთის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
"დარუშაფაკას" ტრავმირებულ მანუჩარ მარკოიშვილთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
ამას ჰქვია ზღაპარში მოგება - მარკოიშვილმა და "დარუშაფაკამ" ლიდერს აჯობეს [VIDEO]