ქართველმა ძიუდოისტმა პორტუგალიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე პარასპორტსმენთა შორის ოქროს მედალი დაისაკუთრა
ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა პორტუგალიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე პარასპორტსმენთა შორის, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

გოგოჭურმა რეიტინგის მოწინავე ფალავნებს, ბრიტანელ სემ ინგრემსა და უკრაინელ ალექსანდრ ნაზარენკოს სეულში მსოფლიო თამაშებზე გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ აჯობა და მომავალ პარაოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება გაინაღდა.

29 წლის ფალავანი პარაძიუდოში წელს ჩაერთო და სადებიუტო სეზონშივე მისმა წარმატებებმა მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გოგოჭური რიოს პარაოლიმპიადაზე თავის წონაში ოქროს მედლის უმთავრეს კანდიდატად იქცა.

მასთან საუბარი ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით დავიწყეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ნომრად ვიყავი განთესილი და პირველი რაუნდის გამოტოვება მომიწია. მეორე ეტაპზე პარაოლიმპიურ ჩემპიონ რუს ოლეგ კრეტსულს ვაჯობე, რომელიც ტატამს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და განუთესავებს შორის მოხვდა. არ ველოდი მისგან დიდ წინააღმდეგობას, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მოსაგებად სერიოზული ძალისხმევა დამჭირდა.

სეულში მსოფლიო თამაშებზე გამარჯვების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზეც მომიწია 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ სემ ინგრემისა და უკრაინელი ნაზარენკოს დამარცხება. ორივე მეტოქეზე მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შემიძლია და მიხარია, რომ მათი დამარცხება კიდევ ერთხელ მოვახერხე.

- სეულში მსოფლიო თამაშებზე მიღწეული წარმატებაც გავიხსენოთ...

- პარასპორტში ჩემი ნათლობა სწორედ სეულში, იბსა-ს მსოფლიო თამაშებზე შედგა. ეს შეჯიბრება თავისი რანგით მსოფლიოს ჩემპიონატს უტოლდება და როგორც დებიუტანტს, არავინ მიმიჩნევდა რეალურ ფავორიტად. თუმცა ფინალამდე ყველა ბრძოლა სუფთა გამარჯვებით მოვიგე. ოქროს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ბრიტანელ სემ ინგრემთან მომიწია, რომელიც ბოლო პარაოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორია. მასთან ბრძოლა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გაფრთხილებების წყალობით დავამარცხე.

- პარაძიუდოში პირველად წელს ჩაერთე, თუმცა უკვე თქვენი წონის თითქმის ყველა ლიდერთან მოასწარი შეხვედრა, თუ მოახერხე მათი შესწავლა და ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტებად?

- ამ ორი დიდი შეჯიბრების განმავლობაში ჩემი წონის თითქმის ყველა მთავარი ფიგურა გავიცანი. უკვე ვიცნობ მათ სტილს და ვიცი, ვის რა უნდა დავუპირისპირო. მთავარ კონკურენტებად ჩემ მიერ უკვე ჩამოთვლილ ინგრემს, ნაზარენკოსა და კრეტსულს მივიჩნევ.

- 90 კილოგრამამდე კატეგორიაში რეიტინგში მოწინავე ადგილებზე დაიმკვიდრე ადგილი და პარაოლიმპიადაზეც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლები...

- იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც წელს მქონდა, ოქროს მედლის გარდა, სხვა სინჯის მედალზე ფიქრიც არ მინდა. რეალურად მაქვს შანსი, უმაღლესი სინჯის მედალი მოვიგო და შევიდე ისტორიაში, როგორც პირველი ქართველი პარაოლიმპიური ჩემპიონი. ამ მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებ და იმედია, წარმატებაში ხელს არაფერი შემიშლის.

- რამდენად გაქვს შექმნილი პირობები იმისათვის, რომ მომავალ პარაოლიმპიადას სათანადოდ მომზადებული შეხვდე?

- ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი მიზნების მისაღწევად სათანადო პირობები მაქვს შექმნილი. ძიუდოს ეროვნული ფედერაცია და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი არაფერს იშურებენ, რათა ყოველმხრივ მხოლოდ ძიუდოსა და წარმატებებზე ვიყო ორიენტირებული.

ამას გარდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია "ბრიტიშ მეტროლიუმს", რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთ ჩემს ვარჯიშს და შეჯიბრებას. მეხმარება საწვრთნელი შეკრებების გამართვაში და ყოველმხრივ მხარდაჭერას მიწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

გიორგი გულბანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papalukas
მაგარია! ღმერთი შენკენ!
tina
წინსვლა და წარმატებები. ვამაყობტ სენიტ.უფალი გფარავდეს
ვახო
კახიჩ მაგარი კაცი ხარ გენაცვალე!!!!!!! აბა შენ იცი გვასახელე და ასახელე ქვეყანა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა" - ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს
რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]
უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან
გოგოჭურს აკრედიტაცია ჩამოართვეს - იაპონური მედია
ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს