ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა
"თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავისიანებს "ტურკ ტელეკომი" დაამარცხებინა.

სანიკიძის ანკარულმა გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ხანებში გამარჯვებებს უხშირა და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. სანიკიძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.

სანიკიძეს გვერდში ედგნენ მისსავით ლეგიონერები - ამერიკელი კალინ ლუკასი (22 ქულა), ხორვატი მარკო ტომასი (18), ლიტველი მარტინას გეჩევიჩისი (15) და გვინეელი ფრენკ ელეგარი (12).

ქართველი ლეგიონერის გუნდს 5 გამარჯვებასთან ერთად 7 მარცხი აქვს და ამ შედეგით თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, "თედ კოლეჯი" სტამბოლში "ბუიუქშეჰირს" დაუპირისპირდება".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა