საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2016 წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. იგორ კოკოშკოვი ჩვენს გუნდს აღარ გაწვრთნის, ევრობასკეტის დასრულების შემდეგ მას ორწლიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

გთავაზობთ იგორ კოკოშკოვის ღია წერილს, რომელშიც იგი საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას გულთბილად ემშვიდობება.

"ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან.

მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცეს. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში.

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

იგორ კოკოშკოვი"

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან იყო. 2011 წლის ბოლოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სისტემით - 2+2. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა სამ ევრობასკეტზე (2011, 2013 და 2015 წლებში) ითამაშა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

3.1492
დიდი მადლობა, იგორ!
rostom
იგორ მადლობა
quTaiseli
ჩემი აზრით ჭკვიანი კაცია კოკოშკოვი თაობათა ცვლა გარდაუალია და შედეგებიც როაღარ იქნება ესეც კარგად იცის და ამიტო წავიდა და არა იმიტო რო ამოწურა თავის შესაძლებლობები.დარჩებოდა კიდეც მაგრამ იცის რო იაღლიშის შემთხვევაში მასზე გადატყდება ჯოხი და რატო აიტკიებს უტკივარ თავს.ზოგადად კიდე კოკოშკოვს თავის გზაზე გაუმარჯოს მარა კალათბურთს რო ჩავარდნა ექნება ეს უკვე ნათელია თაობა არ ჩანს სამწუხაროდ.
toma
ნამდვილი ევროპელი იყო 7 წელი ამოწურა შესაძლებლობები წავიდა წყნარად მიბაძეთ ყველამ
toma
ნამდვილი ევროპელი იყო 7 წელი ამოწურა შესაძლებლობები წავიდა წყნარად მიბაძეთ ყველამ
Thierry
აინას ბაგატსკისი იდეალური იქნება

"თენგო"-ს. თუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მთელი წლის დაფინანსება 3 მილიონი ევროც არ არის, კოკოშკოვი სეიძლება სანატრელი გახდეს, რადგან სხვა სპორტიდან ვიცი, რამდენი ხარჯია საჭირო სპორტის ნებისმიერი სახეობის თუნდაც შესანარჩუნებლად. მით უმეტეს, კალათბურთი საქართველოში სპორტის გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებულია. მასთან ვერც რაგბი, მით უმეტეს ფეხბურთი, ახლოსაც ვერ მივლენ.
მმ
კოკოშკოვი თუ წავა, დედა გვეტირება !
თენგო
მადლობა უგორ კოკოშკოვს. საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელია და ვისაც მის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, ძალიან ცდება. სანაკრებო და საკლუბო მწვრთნელი ხშირად სხვადასხვაა. ანუ, ერთგან წარმატებული, მეორეგან შედეგს ვერ აღწევს. ამიტომ, ცნობილი და გახმაურებული სახელები ბევრს არაფერს ნიშნავს. კოკოშკოვს ძირითადი კონტრაქტის და შემდგომი, გაგრძელებულის ვადაც ამოეწურა და ძალზე თბილი ურთიერთობებით დაშორდა ფედერაციას და სპორტსმენებს. როგორც ვიცი, ფედერაცია მომავალ წელს მის მეგობრულ გაცილებასაც გეგმავს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის შესარჩევად. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი ორივე მხრიდან. რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ფაქტორია. კალათბურთის ფედერაციიას საკმაოდ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, დიდი თანხის გარება ფიზიკურად შეუძლებელია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წლიური დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის და მოზიდული სპონსორების ჩათვლით, ყველა ღონისძიებისათვის (ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებები, ყველა ასაკობრივი და ოლიმპიური ნაკრებები, მივლინებები, კვება და ა.შ., სუპერლიგის, A ლიგის, 3X3-ზე და სხვა ჩემპიონატების მოწყობა, მსაჯების, მწვრთნელების, ადმინისტრაციის ხელფასები, დარბაზების იჯარა და უამრავი სხვა) 3 მილიონი ევროც არ არის. შესაბამისად, ძვრიან მწვრთნელთა გუნდს ვერ მოვიწვევთ.
giga
საუკეთესო მწვრთნელი,საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო ადამიანი!!მადლობა იგორ
vaja
დიდი მადლობა კაცურ კაცს, კაცური საქმიანობისთვის და კაცურად დამშვიდობებისათვის. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? - მწვრთნელი ან ისევ იგორის ქვეყნიდან, ან ლიტვიდან უნდა მოვიწვიოთ - ჩვენებური ცოდვაა - შევჭამთ!!!
მარგალი
დიდი მადლობა ბ-ნო იგორ! წარმატებები თქვენ
goga
კველაზე მაგარი კაცი და ადამიანი იკო ვინც კი ნაკრებს ცვრტნიდა დისციპლინის უმაგლესი ხარისხიტ
sano
მადლობა იგორ! ჩვენ ვნახეთ თქვენი შრომის შედეგი,თუმცა უმადურს ვინ გამოლევს! წარმატებები თქვენ! აქ კი დაველოდებიტ ვინმეს,ვის?
dato
სულ გამარჯვებული გევლოს იგორ!
ზურა
ძალიან სერიოზული სპეციალისტი იყო, თუმცა, ნაკრებში მორალურად ამოწურა თავისი თავი,.. მადლობა
lsd
მადლობა თქვენ და წარმატებები
ქომაგი
დიდი მადლობა კოკოშკოვს 8 წლიანი მოღვაწეობის და ღირსეული ადამიანობისათვის. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, ამ კაცის ხელშე ჩვენი ნაკრები მაინც განვითარდა და თვისობრივად მაღალ საფეხურზე ავიდა! ახლა საჭიროა განვითარების გაგრძელება და მწვრთნელის სწორად შერჩევა. ამისათვის რეალური კანდიდატურებიდან ყველაზე მისაღებად აინარს ბაგატსკისი მიმაჩნია! პ.ს ასევე კარგი იქნება ფედერაციამ აგვისტოში შესარჩევ ტურნირის მატჩზე მოიწვიოს კოკოშკოვი თბილისში, რათა ქომაგებს მიეცეთ საშუალება მადლობა ვუთხრათ განვლილი წლების და დახმარებისათვის! ღირსეული ადამიანის ნაბიჯს ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს!
არჩილ ხოფერია
დიდი მადლობა ჩვენს იგორს! საქართველოს კალათბურთი ასეთ მაღალ დონეზე რომაა ამაში ბატონი იგორის ლომის წილია!
მერაბი
საინტერესოა თავისი ნებით გაწყვიტა კონტრაქტი თუ ფედერაციამ აღარ გაუგრძელა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის.
Kaxa
მადლობა ბ-ნ იგორს ჩვენი კალათბურთის ევროპაში გატანისთვის. ახლა კი მართლაც უფრო ძლიერი მწვრთნელი და მოთამაშე ლეგიონერი გვჭირდება
დატო
მადლობა ამ კაცს, გირსეული ადამიანი ყოფილა. სარგებელიც მოგვიტანა და გირსეულადაც დაგვემსჰვიდობა.
charlie
დიდი მადლობა იგორს გაწეული შრომისთვის,მართლაც რომ შეუძლებელი შეძლო ამ კაცმა
ლევანი
მადლობა იგორ – კარგო კაცო! ღმერთი შენსკენ!
nba
მადლობა !
გიორგი
მადლობა იგორს ამდენი ხანი, რომ გაგვიძლო და ჩვენი კალათბურთი მსოფლიოს ანახა. ახლა მთავარია რეგრესი არ დაიწყოს.
giga
მადლობა კოკოშკოვს გაწეული სამსახურისთვის. ახლა იმედია ეგ ... ვინმე იმნაირს არ მოიყვანენ რო კოკოშკოვი სანატრელი გაგივიხადონ. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ბევრად მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდებოდა თუნდაც წლევანდელ ევრობასკეტზე.
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო