ირაკლი ღარიბაშვილი: "მადლობა ქართველ მორაგბეებს, ძიუდოისტებს, ქალ მოჭადრაკეებსა და მოჭიდავეებს"
"მადლობა ქართველ მორაგბეებს, ძიუდოისტებს, ქალ მოჭადრაკეებსა და მოჭიდავეებს", - ეს ფრაზა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარმოთქვა.

კალათბურთი გერია? - სპორტის აწოწილ სახეობაზე მწერალი ჟურნალისტი ვარ და პრემიერის სიტყვები გულზე მომხვდა. დამრჩა შთაბეჭდილება, როგორც მე მიყვარს პეტანკი, ისე პრემიერს - კალათბურთი... თორემ ემახსოვრებოდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა! ასეთი დონის შეჯიბრების პლეი ოფში რომელიმე ქართულ ნაკრებს უთამაშია აქამდე?

სხვა მთავრობებთან პარალელს არ გავავლებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სულაც არ არის აუცილებელი კალათბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ერთ თამაშს მაინც დაესწრო.

მოედანზე ფაჩულიას გულიანი ქართული შეძახილით დათრგუნულ მეტოქეს რომ დაინახავ, სწორედ მაშინ შეიგრძნობ, რას ნიშნავს ქართული სული; ტრიბუნებზე ხუთჯვრიან დროშებში ჩაფლულ თვალებანთებულ გულშემატკივარს შორის რომ ჩაჯდები, მაშინ მიხვდები, რას მოაქვს სიხარული თანამემამულეებისთვის და რა უნდა გააკეთო საიმისოდ, რომ ეს სიხარული კიდევ უფრო გაიზარდოს; გასახდელში რომ შეხვალ და ორივე ფეხზე ყინულდადებულ, ჩალურჯებულ კალათბურთელებს რომ ნახავ, მაშინ მიხვდები, რომ ეს ხალხი ტკივილს, ოჯახისგან თვეობით მოშორებას ერთი მიზეზით ითმენს - ეროვნულმა ჰიმნმა ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის გაიჟღეროს და მსოფლიოს გააგებინოს, სიტყვა "ქართველი" მებრძოლს, შეუპოვარს, ამავე დროს, კულტურულსა და მდიდარი ისტორიის ადამიანს რომ ნიშნავს.

ატლანტელს რომ შეხვდეთ, "ჯორჯიის" ხსენებაზე რომელიმე პოლიტიკოსი კი არა, ზაზა ფაჩულია გაახსენდება...

სლოვენიელისთვის საქართველო ვლადიმერ ბოისასთან ასოცირდება... მანუჩარ მარკოიშვილს, ვიქტორ სანიკიძეს, გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს სადაც უთამაშიათ, საქართველოს საუკეთესო ელჩები ყოფილან. სწორედ მათ შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა საკალათბურთო ევროკავშირში - 2011 წლის შემდეგ ხომ ევროპის ჩემპიონატი ქართველების გარეშე არ ტარდება!

თუ საქართველოს ნაკრებისთვის დაღვრილი ოფლისთვის არა, ელჩობისთვის მაინც არ ეკუთვნის ამ ხალხს მადლობა?

სიტყვიერ მადლობას ვგულისხმობ, მხოლოდ სიტყვიერს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერნანდო
ჩამოთვლილია სპორტის ის სახეობები სადაც ნაკრებების დონეზე ყველაზე დიდი წარმატებები გვაქვს. ასეთი პათოსით დაწერილი სტატია ჩემი აზრით მოწონებას ვერ იმსახურებს.
zaza arapaculia-ს
ღარიბაშვილი? ააააააააააა, გამახსენდა, ეს ხომ ჩვენი პრემიერმინისტრია, ღმეთო ჩემო, რა საშინელებაა ეს სკლეროზი!!!
nnnnn
ამ სტატიის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ თუ მართლა ასეთი გულშემატკივარია სპორტის რაც საჭიროა ის დაწეროს. მას რო კითხო ეხლა აღმოაჩინა ღარიბაშვილის ნათქვამში "ევრიკა". კარგი იყო რო ეხსენებინა, მაგრამ ამით არ ირუპება ქართული კალათბურთი და რაც მართლა დაეხმარება ქართულ სპორტს იმაზე წერე
zaza arapachulia
2020 წელი. ღარიბაშვილი? ოოოოოოოოო, ღმერთო ჩემო, საიდან მახსოვს ეს გვარი!! ღმერთო ჩემო, გამახსენე!
bichos!!!!
ააა-ს. რატომ ხარ დარწმუნებული, რომ პრემიერი შეცდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შემცდარა და არ ჩათვალა საჭიროდ კალათბურთის ხსენება. ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ კალათბურთის გარტყმაში არ არის და არც აინტერესებს. სტატიის ავტორი ასიანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ზაზუნა
ცხადია რომ ფედერაციამ კალათბურთი მიწასთან გაასწორა განსკაუთრრებით შიდა ლიგები, ახალგაზრდების ხელშეწყობა და ა.შ. იმდენი ახალგაზრდაა ვისაც კვეყნის ხელშეწყობა აკლია რომელსაც უამრავი უშრომია და იმსახურებს მეტს ვიდრე სახლში ჯდომას მარა ამ კვეყანს პატრონი არყავს, ასეთი შემთხვევების გამო არის ჩვენი საკმე სპორტში კარგად, რაგბში ასეთები ნაკლებად ხდება მითუმეტეს მეტად კაცური და დასაფასებელი სპორტია, კალათბურთში მაფია განაგებს სიტუაცია და ახლობლობა და ნეფოტიზმი არის გამეფებული, იმიტოა ბევრი ახალგაზრდა შრომის და წვალების მერე შედეგს რო ელის და გული დაწყდება ან რაგბზე გადადის და ბედს ცდის ან ანებებს თავს

პრემიერ-მინისტრს ყველა სიტყვაზე ნუ გამოეკიდებით, ალბათ გამორჩა. თუმცა, კალათბურთი რომ სახელმწიფოს ხემძღვანელებს არ აინტერესებს, დაფინანსებიდან ჩანს. სულ კალათბურთზე, ყველა ღონისძიებეზე, ასაკზე, ქალებზე, ვაჟებზე, დიდ და პატარა ნაკრებებზე, ჩემპიონატზე, უცხოურ შეკრებებზე, დარბაზებზე, მსაჯებზე მწვრთნელებზე, სხვადასხვა ხარჯებზე, 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ალბათ, კალათბურთის ფედერაცია ფოკუსებს ატარებს, კალათბურთი ასეთ მაღალ დონეზე რომ არის. უსახსრობის გამო ალბათ უამრავ მივლინებებსა და საერტაშორისო ტურნირებზე უარს ამბობენ. მთავრობამ უნდა მიხედოს ქართველებისთვის ამ ტრადიციულ და წარმატებულ სპორტს. რაგბი კარგია, მაგრამ კალატბურთი მთელ მსოფლიოში ბევრად პოპულარული და მასიური სპორტია. რაგბი, ჭადრაკი, თუნდაც ჭიდაობის სახეობები მოგებას ვერასოდეს მოიტანს, კალათბურთი კი ფეხბურთის შემდეგ ყველაზე კომერციული სპორტია. იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესის კუთხითაც შეხედეთ.
lasha
გულზე რამოგხვდა ჰოლანდიას რო ვერ მოუგებ და ბურთის კალათში ჩაგდება რო არ იციან ის?
ირაკლი
არაა ასატეხი? რა ამბავი, 1 წერილი დაწერა მოწიწებით. არც ეს არ უნდა გეკეთებინა ავტორს? სწორედაც უნდა დაეწერა და სწორედაც უნდა გაშუქდეს სხვაგანაც, რომ არ გამორჩეს მომავალში და გუშინდელი შეცდომა საქმით გამოასწოროს.
გულშემატკივარი
უსუსური სტატია უსუსური არგუმენტებით, აშკარად გამორჩა, დარწმუნებული ვარ ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა და არა გამიზნული. პრემიეროვიჩი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ეს სტატიის ავტორის სირცხვილია, სხვა არაფერი. ასეთი მამაცი და მაგარი ჟურნალისტები თუ იყავით იქვე "გესროლათ" ეს რეპლიკა....
Jariskaci
Gamorcha yvela shemtxvevashi,araris amxela ambavi asatexi amaze, kalatburti rom nomer pirveli sportia saqartveloshi faqtia, mglebi gvyavs
ააა
ღარიბაშვილი არ მევასება, მაგრამ ეს რა სტატიაა, აშკარად დაავიწყდა ეტყობა, ეს სტატია იმაზე უარესი რამაა, ვიდრე ის შეცდომა.
goga
არა მგონია პრემიერს ეს შეგნებულად გაეკეთებინოს. მაშინ ძალიან მოკლე ჭკუის იქნებოდა. აქ მრჩევლების შეცდომაზე უფრო უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება კალათბურთს, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სათამაშო სპორტის სახეობას, რომელმაც კალათბურთელების მსგავსი შედეგი აჩვენა. მხედველობაში მაქვს პლეიოფში თამაში. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რაგბს და გვიყვარს, მაგრამ ასეთი შედეგი როდის ექნება რაგბს??? ძალიან შორეული პერსპექტივაში ალბათ!! ასე, რომ სტატიის ავტორი, ცამდე მართალია. ლაფსუსი სახეზეა.
giga
არადა 50 ქვეყნის მეთაურის დასახელება არ დაეზარა ხელი რო ჩამოართვა
ნუგზარი
შეჭამეთ არ შეარჩინოთ! არაფერი ან არავინ გამოგრჩენიათ საუბრის დროს? თუ პრემიერი ადამიანი არ არის?!
grisha
კაი რა ნუ გაჭედე. სულაც არ ვარ ღარიბაშვილის ადვოკატი მაგრამ დარწმუნებული ვარ გამორჩა, აბა რატომ უნდა უყვარდეს სხვა ჩამოთვლილი სპორტი და კალათბურთი არა. დაახლოებით ისეთი ვარიანტია ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამგრელო - ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველოო რომ დაწერა დუტუ მეგრელმა და რაჭველებმა რომ გაჭედეს რაჭა რატომ არ არის ლექსშიო :))
ჯიჯი
შეჭამეთ ეხლა ეს კაცი,შენი ჩემო ძვირფასო ჟურნალისტო ამ საქმეს ემსახურები,შენი ვალია სულ ამბონდე და წერდე,აპატიეთ პრემიერს ბატონო ვაჟა
ვაჟა
ეტყობა კახეთში გეგა სულხანიშვილის გარდა კალათბურთი არავის არ უყვარს???
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს - ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მანრესასთან" პირველ ტურში
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს