ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯამპაოლო პაცინი: “ინტერში” ყველა დაბადებული ჩემპიონია

ჯამპაოლო პაცინი: “ინტერში” ყველა დაბადებული ჩემპიონია

სერია A: 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, გმირი, მატჩი, დებიუტი, ანტიგმირი და ფრაზა

სატურნირო ცხრილს "მილანი" უდგას სათავეში, მაგრამ ისე ხდება, რომ ბოლო ტურებში მეტწილად "ინტერზე" გვიწევს საუბარი. ლეონარდოს ხელში გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და მიჯრით მოიგო თამაშები, შემდეგ "უდინეზესთან" დამარცხდა და თითქოს მიწაზე დაეშვა, თუმცა ჯამპაოლო პაცინიმ მილანური გრანდის გულშემატკივრები კვლავ ეიფორიაში დააბრუნა.

ერთი სიტყვით, "ინტერი" დიდ ვნებათაღელვაშია, რაც თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ყურადღების ცენტრშია "უდინეზე", გუნდი, რომელიც საოცრად შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და სატურნირო ცხრილში უკვე მეექვსე ადგილზეა მოკალათებული. თავად განსაჯეთ, ბოლო ტურებში უდინელებმა გასვლითი ფრე ითამაშეს ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "მილანთან" (4:4), საკუთარ მოედანზე "ინტერი" დაამარცხეს (3:1), გასულ ტურში კი "იუვენტუსი" გააკრეს ბეჭებზე და თანაც მისსავე მოედანზე.

"ნაპოლი" სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და "მილანს" კუდში უდგას, "ლაციომ" წარუმატებელი თამაშების სერია შეწყვიტა და ამას ერთ ფეხბურთელს უნდა უმადლოდეს.

"რომას" დიდთოვლობის გამო თამაში არ დასცალდა, "იუვენტუსი" კი დაღმასვლას განაგრძობს. დანარჩენზე ქვემოთ...

ტურის სიმბოლური

ჟულიო სეზარი (ინტერი) - კონკო (ჯენოა), კანავარო (ნაპოლი), ზაპატა (უდინეზე), რადუ (ლაციო) - ფერნანდესი (კიევო), ჰამშიკი (ნაპოლი), ნოჩერინო (პალერმო) - პაცინი (ინტერი), კავანი (ნაპოლი), პელისიერი (კიევო).

დაუბრუნდა ჟულიო სეზარი მოედანს და მიუხედავად ხანგრძლივი უქმობისა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მართალია, ორი გოლი გაუშვა, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, გადაარჩინა გუნდი, თერთმეტმეტრიანი აიღო და სწორედ ამის შემდეგ შემოატრიალა “პალერმოსთან” მატჩის ბედი “ინტერმა”. ბრაზილიელი კიპერი სრულიად დამსახურებულად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, კასტელაცის კი შეუძლია იტალიის თასის ნახევარფინალისთვის მოემზადოს.

მეხუთეჯერ მოხვდა სიმბოლურ გუნდში ედინსონ კავანი, რაც მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია. ურუგვაელმა ჰეთთრიკით შეიტანა წვლილი “ნაპოლის” მიერ “სამპდორიას” განადგურებაში და ბუნებრივია, რჩეულთა შორის გახლავთ. ნეაპოლელთაგან კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში: მცველი პაოლო კანავარო და შემტევი ნახევარცველი მარეკ ჰამშიკი. კავანისთან ერთად წინა ხაზზე სერჯო პელისიერს და ჯამპაოლო პაცინის ვხედავთ, ეს უკანასკნელი ტურის უდავო გმირია და მასზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ტურის მატჩი

ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა ტურინში, სადაც “იუვენტუსმა” “უდინეზე” მიიღო. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ “ოლიმპიკოზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა ულამაზესი გოლები იხილეს. თუ ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არ გინახავთ, გირჩევთ, რომ გოლები მაინც ნახოთ, რადგან კლაუდიო მარკიზიომ და ალექსის სანჩესმა გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანეს - “იუვენტინომ” ვარდნაში, მაკრატელა დარტყმით დალაშქრა უდინელთა კარი, სამხრეთამერიკელმა კი მრავალსვლიანი, ძალიან ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა უზუსტესი დარტყმით.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ტურის მატჩად “ინტერი”-“პალერმოს” დაპირისპირება უნდა შევრაცხოთ. სიცილიელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ და კიდევ არაერთი ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან, რამაც სრული განცდა შექმნა, რომ იმ დღეს გამარჯვება დელიო როსის გუნდს დარჩებოდა. ხავიერ პასტორეს 100%-იანი შანსი ჰქონდა მესამე გოლი გაეტანა სეზარისთვის, მაგრამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მილანელებმა გამოიყენეს პრაქტიკულად ყველა მომენტი და მეტოქეს სამი გოლით უპასუხეს. იქიდან ორი პაცინის ეკუთვნის და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასზე, როგორც ტურის გმირზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. მოკლედ, ყველა გზას პაცინიმდე მივყავართ...

ტურის გმირი

პაცინის მცირე ტრავმა ჰქონდა და ბოლო მომენტამდე არ იყო გარკვეული ითამაშებდა თუ არა “პალერმოსთან” პაექრობაში. ყოველი შემთხვევისთვის ლეონარდომ სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუ “ნერაძურის” ძალიან გაუჭირდებოდა. გაუჭირდა, თანაც ძალიან და მეორე ნახევარში მოედანზე იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოჩნდა. 57-ე წუთზე ფეხით გაიტანა გოლი, 72-ეზე თავით, 76-ეზე კი თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თავის გამოჩენის შანსი სამუელ ეტოოსაც მიეცა. მოკლედ, პაცინიმ მარტომ გადაწყვიტა მატჩის ბედი, ეს კი იშვიათთა ხვედრია. რა გასაკვირია, რომ ჯამპაოლო ბედნიერია და ემოციებს ვერ მალავს:

“ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რა მოხდა, რადგან დღეს ჩემი ოცნება ასრულდა. წარმოუდგენელია გქონდეს დებიუტი ასეთი დიდი გუნდის შემადგენლობაში და ორი გოლი გაიტანო. სამუელ ეტოო და დიეგო მილიტო ბრწყინვალე პარტნიორები არიან, მათ მხარდამხარ თამაშმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. “ინტერი” აგრძელებს ბრძოლას პირველობისთვის, ამ გუნდში ხომ ყველა დაბადებული ჩემპიონია.”

ტურის კოზაკი

ლიბორ კოზაკმა უკვე მეოთხეჯერ მოაგებინა "ლაციოს" და გულშემატკივართა ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად იქცა. სამჯერ შეცვლაზე შესულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, გასულ ტურში კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და "ფიორენტინას" ორი გოლი გაუტანა. ადრეც არაერთხელ გვსურდა მასზე ტურის შეჯამებაში საუბარი, მაგრამ სტატუსი ვერ მოვუფიქრეთ - ამჯერადაც ანალოგიური ვითარებაა, ვერც ტურის გმირად გამოდგება, ვერც სიმბოლურში მოხვდა და ვერც მხსნელად შევრაცხავთ, ამიტომ, ისღა დაგვრჩენია სრულიად ახალი ნომინაცია შემოვიღოთ და მას ტურის კოზაკის წოდება მივანიჭოთ. ჩეხი ფორვარდი ვერც დიდი სისწრაფით დაიკვეხნის და ვერც უბადლო ტექნიკით, მაგრამ გოლის საოცარი ალღო აქვს, რაც "ლაციოსთვის" დღეს ნამდვილად მისწრებაა. ედუარდო რეიას თქმით, კოზაკს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რადგან მას ეს უკვე დაიმსახურა.

ტურის ანტიგმირი

გაბრიელ პალეტას ურჩევნია, რომ "ჯენოასთან" გამართული პაექრობა საერთოდ ამოშალოს მეხსიერებიდან. არგენტინელი მცველი "პარმას" ღირსებას იცავს და ის, რომ მისმა გუნდმა გენუაში მარცხი განიცადა, ამაში ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის.

პარმეზანულმა გუნდმა სამი გოლი გაუშვა "ჯენოასგან" და სამივე შემთხვევაში მთავარი დამნაშავე სწორედ პალეტა გახლდათ. ჯერ თერთმეტმეტრიანი აიკიდა, რომელიც როდრიგო პალასიომ გოლად აქცია, შეემდეგ საკუთარი კარი დალაშქრა, სულ ბოლოს კი ცუდად აეჭრა ბურთი ფეხზე და შედეგად კახა კალაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ერთი სიტყვით, პალეტამ "ბენეფისი" მოიწყო.

ტურის დებიუტი

ტურის დებიუტანტი უდავოდ მარკ ვან ბომელია, რომელმაც უკვე მოასწრო და წითელი ბარათი დაიმსახურა. "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ჰოლანდიელმა ერთი თამაში იტალიის თასზე გამართა "სამპდორიას" წინააღმდეგ, თუმცა სერია A-ში დებიუტი "კატანიასთან" ჰქონდა. ნამატჩევს იმედგაცრუებული იყო და მსაჯის გადაწყვეტილება გაიკვირვა: "ისეთი არაფერი მიქნია, რომ წითელი ბარათი მიმეღო. ვფიქრობ, მატჩის არბიტრი ემოციებს აჰყვა, ეს კი არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა."

ფეხბურთელს "მილანის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი არ დაეთანხმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჰოლანდიელი უფრო ფრთხილად იმოქმედებს. მწვრთნელის თქმით, ის, რაც შესაძლოა გერმანიაში თამაშის წესის დარღვევად არ ჩაითვალოს, იტალიაში მკაცრად ისჯებოდეს. ამიტომ, ვან ბომელს ადაპტაციის სწრაფად გავლა ურჩია.

ტურის ფრაზა

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "სატურნირო ცხრილში "უდინეზეს" მდგომარეობა ძალიან მახარებს, სერია A-ში ადგილი შენარჩუნებულია და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი."

XXII ტურში გამართულ ცხრა შეხვედრაში რვა თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია - აქედან ოთხჯერ გაიტანეს პენალტი (კოზაკი, ეტოო, კავანი, პალასიო) და ამდენჯერვე გააცუდეს (აკვაფრესკა, ბუდანი, რუდოლფი, პასტორე).

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის

რაფაელ ლეაო სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა