გადაიყვანენ 19 წლის ქართველ მცველს "გენტის" მთავარ გუნდში?
ნოემბერში, ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზისას, ბელგიის ჩემპიონმა "გენტმა" ამხანაგურად დაბალლიგელ "დეინცესთან" სტუმრად ითამაშა. "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა რამდენიმე ახალგაზრდას თავის გამოჩენის საშუალება მისცა, მათ შორის - ჯიმი ტაბიძესაც.

19 წლის მცველმა, რომელსაც მანამდე პირველ გუნდში არც ოფიციალურად ეთამაშა და არც - არაოფიციალურად, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

ტაბიძე "გენტში" "საბურთალოდან" ზაფხულში გადავიდა, სისტემატურად თამაშობს დუბლშემადგენლობაში და იმედოვნებს, რომ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

"ბელგიაში გუნდს და გარემოს შევეგუე და ფიზიკურადაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ძირითადში დიდი კონკურენციაა, რაც შედეგებსაც ეტყობა.

გუნდი ბელგიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავიდა, სადაც "ვალენსია" და "ლიონი" ჩატოვა.

იმ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კი არ ვიცი, რა შეიცვლება - ახალი წლის შემდეგ მთავარ გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე გავყვები თუ არა. ეს ყველაფერი ცოტა ხანში მეცოდინება", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
ჯიმი, თუ ამ კომენტარს კითხულობ მინდა გითხრა რომ ძალიან გვეიმედება შენი იმ ხალხს, ვინც აკვირდება ახალგაზრდა თაობას. გთხოვთ არ მოუკლო ვარჯიშს და წარმატება თავისით მოვა. გისურვებ იღბალს და ჯანმრთელობას.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა