რონალდო წლის გუნდში 9-ჯერ მოხვდა 11 ცდიდან
უეფას ოფიციალურ საიტზე გრძელდება ფანების მიერ 2015 წლის ნაკრების შერჩევა. ამან საიტის ადმინისტრაციას იდეა გაუჩინა: გასული წლების მონაცემების მიხედვით, მათ შეადგინეს უეფას ოფიციალური საიტის მკითხველთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები, რომელშიც 18 კაცია - 11 სასტარტო და 7 სათადარიგო ფეხბურთელი.

მაშ ასე - სიმბოლური ნაკრები ასეთია: იკერ კასილიასი - სერხიო რამოსი, ალესანდრო ნესტა, კარლეს პუიოლი, ფილიპ ლამი - სტივენ ჯერარდი, ჩავი, ანდრეს ინიესტა - კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ტიერი ანრი.

სათადარიგოები: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯონ ტერი, პაველ ნედვედი, რონალდინიო, კაკა, ზინედინ ზიდანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მართალია, საიტი ამ ნაკრებს ყველა დროის ნაკრებს უწოდებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოკითხვები მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაიწყო და ძველი ფეხბურთელები (პელე, დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი და სხვები) ბუნებრივია, დაიჩაგრნენ. ასე რომ, უპრიანი იქნება, ამ ნაკრებს საუკუნის ნაკრები ეწოდოს.

მეკარე

იკერ კასილიასი (2007, 08, 09, 10, 11, 12)

ესპანეთი

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ევრო 2008, ევრო 2012 და 2010 წლის მუნდიალი მოიგო, 6-ჯერ მოხვდა უეფას საიტის წლის საუკეთესო გუნდში.

მცველები

კარლეს პუიოლი (2002, 05, 06, 08, 09, 10)

ესპანეთი

2005 წლიდან დიდებულ ფორმაში იყო. "ბარსასთან" ერთად 2006, 2009 და 2011 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იყო ესპანეთის ნაკრების დაცვის ბურჯი, მასთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს და 2010 წლის მუნდიალი.

ფილიპ ლამი (2006, 08, 12, 13, 14)

გერმანია

ბოლო დეკადაში იშვიათად გვეგულება ასეთი სტაბილურად კარგი მცველი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლამი აუცილებლად ხვდებოდა უეფას საიტის წლის სიმბოლურ გუნდებში. ის ათჯერ იყო ნომინირებული წლის გუნდში მოხვედრაზე და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდოს შემდეგ.

სერხიო რამოსი (2008, 12, 13, 14)

ესპანეთი

კიდევ ერთი მცველი, რომელიც ბოლო სამი წლის ნაკრებში მოხვდა. მანამდე კი კიდევ ერთხელ მოხვდა სიმბოლურში, როცა ესპანეთის ნაკრებს ევრო 2008-ის მოგებაში დაეხმარა.

ალესანდრო ნესტა (2002, 03, 04, 07)

იტალია

ნომინირებული იყო სულ პირველი გამოკითხვისას 2001 წელს, მაგრამ ვერ მოხვდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წლის გუნდის წევრი იყო. 2007 წელს კიდევ ერთხელ ჰქონდა ტრიუმფი, როცა "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნახევარმცველები

ჩავი (2008, 09, 10, 11, 12)

ესპანეთი

2005 წელს იყო კანდიდატთა შორის, მაგრამ ნაკრებში ვერ მოხვდა. შემდეგ, 2008 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთი წელიწადი გუნდის უცვლელი წევრი იყო.

ანდრეს ინიესტა (2009, 10, 11, 12)

ესპანეთი

როგორც ჩავი, როგორც კი ნაკრებში მოხვდა, მისი იქიდან ამოგდება ძალზე რთული გამოდგა. ინიესტას შემთხვევაში, ყველაფერი 2009 წელს დაიწყო და 2013 წლამდე გაგრძელდა.

სტივენ ჯერარდი (2005, 06, 07)

ინგლისი

ჯერარდი 2004-09 წლებში ზედიზედ 6-ჯერ იყო ნომინანტი, აქედან ზედიზედ სამჯერ მოხვდა კიდეც შემადგენლობაში.

ფორვარდები

კრიშტიანო რონალდო (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14)

პორტუგალია

აბსოლუტური რეკორდსმენი - წლის გუნდში 11-ჯერ იყო ნომინირებული და 9-ჯერ მოხვდა!

ლიონელ მესი (2008, 09, 10, 11, 12, 14)

არგენტინა

2008 წლიდან მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა წლის გუნდში, ეს იყო 2013 წელს.

ტიერი ანრი (2001, 02, 03, 04, 06)

საფრანგეთი

პირველი ექვსი გამოკითხვის უცვლელი ნომინანტი, მხოლოდ 2005 წელს ვერ მოხვდა გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი
თუ აქ ვინმე არ იმსახურებს ადგილს ეს რამოსია. იმიტომ რო ეს ადამიანების გუნდია და არა ცხოველების.
coco
გიგას - არაა ხო საუკეთესო? და ფიგუ რო ყოფილიყო დაიხატებოდნენ? აბა რომელია საუკეთესო დაწერე და ეს სასტავი თავზე გადაახევდა ბურთს. ზიდანს ჟერარდის ადგილზე დავაყენებდი და ეგ სამი ნახევარმცველი ბურთს ისე გააქრობდა კოპერფილდი საკუთარ თავს შეაგინებდა. ეგრე რო ჩამოუყვეთ პირლოც უნდა იყოს ლამპარდიც და ბევრი კიდე. ზლატანს რონალდოთი მეც ჩავანაცვლებდი მარა ყველას თავისი გემოვნება აქ და ვინ ჩემი ფეხები ხართ რო ამ შემადგენლობას ეჭვ ქვეშ აყენებთ. გადაივსო საქართველო ამდენი პროფესორით მარა ქვეყანას არაფერი ეშველა
afsus!
ნესტა - ჩივაძე(საუკეთესი წლების), ინიესტა, ბუსკეტსი, მესი და ნეიმარი რომ დაგვამატებინა, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას გეგუჩაძის მწვრთნელობითაც მოიგებდა
kote
სადაა კანავარო, მალდინი, ბუფონი, რონალდო I ? სისულელეა
mancho
21-saukunis nakrebshi zidani,maldini da brazilieli ronaldo ro ver movdeba... am gulshematkivrebs etyoba fexburtistvis saertod ar uyurebiat!
R9
რონალდო სად არის რონალდო?
zezva
... gaketebulia es nakrebi zidani agaravin yopila roberto karlosi lami karlos jobia? Ise magra mikvirs ro del pieros an ronaldinios aravin amboben
giga
ფენომენი და ფიგუ არა?კარგით რა ეს არ არის საუკეთესო ნაკრები
parfiumer
კი რა... 21 საუკუნის ნაკრები და ზიდანი და რონალდინიო ზამენაში? ეტყობა დიდი ტაქტიკური ჩანაფიქრებია... იმაზე არაფერს აღარ ვამბობ რო რივალდო ვაფშე არ არი...
tsule
რონალდო არ უნდა იკოს?ბრაზილიელი
giga
ფენომენი სად არიიიიის
kaka-s
21-ე საუკუნის გუნდზეა საუბარი
fcsamtredia
მომენტი როცა ყველა მომხმარებელი აცნობიერებს რომ ამ სიაში რონალდო აუცილებლად უნდა იყოოსს.... :)))(არ თქვათ ეხლა არის კიდეცო) ;)
wtf
ვაჰაჰჰაჰაჰაჰაჰა გადამარტყით ეგეთი ნაკრები სადაც მალდინი არარი და სადაც პუიოლი და რამოსია იქ სადაც არცერთი იტალიელი არ არი ერთის გარდა იქ სადაც მთავარი მეკარე კასილასია იქ სადაც დელპიერო ტოტი პირლო არ არიან და ჯერარდია ეს არი ჩვეულებრივი სიდებილე არ შეიზლება მხოლოდ ისე შეკრა გუნდი რო არც კი გაიტვალისწინო ნამდვილი ღვაწლი ამ სპოორტში მხოლოდ იმ გულშემატკივრებს დაუჯერო რომელმაც პუიოლი და ნესტა ნახა და მალდინი არ ახსოვს ვინც ჯერარდი ნახა და სხვები არ ახსოვს ეს არი უდიდესი სისულელე სულ ვამბობდი ყველაფერი არი პიარი პიარის გარეშე არაფერს წარმოადგენ მაგრამ მთავარი ისარი რო ნამდვილ გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდები და ესარი ალბათ ძირითადი მონაპოვარი ყველა ფეხბურთელისთვის
kaka
სადაა პლატინი, კრუიფი, ბეკენბაუერი,ზიდანი. ვერ გავიგე რა კრიტერიუმით არის შედგენილი.
gaga
levan-ს. ჯონ ტერის სად ხედავ? ტერი არ არის ნახსენები. მე მგონი ტიერი ანრიში აგერია რამსები. ისე მალდინთან დაკავშიორებით აბსოლიტურად გეთანხმები.
Raul
ჰოოო. ზიდანი რომ ვერ მოხვდება... :D
levan
ეს სიმბოლური გუნდები სრულია აბსურდია. ტერი, რამოსი, პუიოლი - არანაირად არ იმსახურებენ. კანავარო, მალდინი, კაფუ არ უნდა იყვნენ?!!??! ან ზიდანი და ბუფონი არ უნდა იყოს ძირითადში?!
იმედა
ზიდანი და რონალდინიო ვერ მოხვდა ? აპა მაგარი შემადგენლობა გამოვიდა ძააან
გიორგი
პუიოლმა უკვე დაგლიჯა
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
უარი უდიდეს ხელფასზე - გვარდიოლამ სარფიანი წინადადება დაბლოკა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ