საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 2015-16 წლების სეზონის სპორტულ ჩემპიონატებს ქვეყნის მასშტაბით 4 ლოკაციაზე ჩაატარებს
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 2015-16 წლების სეზონის სპორტულ ჩემპიონატებს ქვეყნის მასშტაბით 4 ლოკაციაზე ჩაატარებს - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია. ამის შესახებ დღეს, 24 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრებები, გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სათხილამურო სკოლის სპორტსმენები.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ასევე, ბავშვთა ნაკრებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ - ვალერიან ჯაფარიძე და იასონ აბრამაშვილი.

პრესკონფერენციაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობა და ლოკაციები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. პირველ ეტაპს 27 დეკემბრიდან ბაკურიანი უმასპინძლებს. სწორედ ამ დღეს საზეიმოდ გაიხსნება განახლებული საბაგირო "კოხტაზე", რომლის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. კოხტას მთაზე ახალი საბაგირო შუალედური სადგურით ამოქმედდება.

27 დეკემბერს საქართველოს თასის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში, ხოლო 28 დეკემბერს სლალომში ჩატარდება. გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ (ბავშვები, დაბადების წელი 2002-03; დაბადების წელი 2000-01;მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1999 და უფროსი).

ქვეყნის მასშტაბით, ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფს. სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტია".

R

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა