ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ანდორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ
გიორგი შერმადინის "ანდორა მორაბანკი" აღარ ხუმრობს. ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ანდორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ.

"ანდორას" მორიგი მსხვერპლი საკმაოდ ძლიერი "გრან კანარია" გამოდგა, რომლის დამარცხებაშიც ქართველ ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის. ანდორელებმა კუნძულელებს 84:77 სძლიეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში - 27 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მატჩში უმეტესი - 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, შერმადინს 6 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა.

ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და 2 ერთეულით ჩამორჩა თანაგუნდელ ვოიდან სტოიანოვსკის მონაგარს, რომელმაც 31 წუთში 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა დევიდ ნავაროს.

"ანდორას" 7 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც საპლეიოფო ზონაში (8 საუკეთესოში) ადგილის მყარი გარანტიაა. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად "მონბუსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში