ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი 2016 წლის სეზონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორის გამო იქნებიან კონკურენტები
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, "დიდი სლემის" ტურნირების 10-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი 2016 წლის სეზონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორის გამო იქნებიან კონკურენტები.

ორივეს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კარიერაში 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

დღეისთვის, ჯოკოვიჩის მიერ კორტზე გამომუშავებული თანხის ოდენობა 94 მილიონი დოლარია, ფედერერისა - 97.3 მილიონი. იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელი მოიგებს ავსტრალიის ღია პირველობას, უკვე იანვარში შეიძლება გახდეს 100 მილიონის მფლობელი, რადგან ამ ტურნირზე გამარჯვებულს 3 მილიონზე მეტი ეკუთვნის.

შედარებისთვის, დიადმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა კორტზე 1.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ჯონ მაკინროიმ - 12.5 მილიონი, პიტ სამპრასმა - 43 მილიონი. ჯოკოვიჩმა კი მარტო 2015 წელს მიიღო 21.5 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხა. სერბი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა ამერიკული გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, სარეკლამო და სპონსორული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, 2015 წელს ყველაზე მეტი თანხა როჯერ ფედერერმა მიიღო - 58 მილიონი. სპორტსმენთა საერთო სიაში შვეიცარიელი მეხუთეა. ჯოკოვიჩი კი მე-13 ადგილს იკავებს - 31 მილიონი დოლარი.

კარიერაში მიღებული ჰონორარების მიხედვით მესამეა ესპანელი რაფაელ ნადალი - 75 მილიონი, მეოთხე - ბრიტანელი ენდი მარეი (42.5 მილიონი).

ქალებს შორის უკონკურენციოა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი - 74 მილიონი დოლარი კარიერის განმავლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა