27 დეკემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა
27 დეკემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა. სადღესასწაულო პაუზის წინ მეხუთე ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

უჩვეულოდ მწირგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის ტური, რომელიც ამავე დროს, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "ბაქსვუდის" სკოლამ, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში "ბი პი ჯორჯია" დაამარცხა 2-1.

წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას "ბანკი რესპუბლიკაც". "ბანკირებმა" თბილისის მერიის გუნდს აჯობეს 2-0.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა ორი ლიდერის, "ალიანს საქართველოსა" და "ვითიბი ბანკის" დაპირისპირებაც. ამ შეხვედრამდე "ბანკირებს" წაგება არ ქონდათ და ამჯერადაც ძალიან ახლოს იყვნენ სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წამზე "სასწაულებრივად მოახერხეს" საკუთარ კარში გოლის გაშვება - 2-1 "ალიანს საქართველოს" სასარგებლოდ, რომელმაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ერთადერთი უხვგოლიანი შეხვედრა ე.წ. სამედიცინო დერბი გამოდგა, რომელშიც "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა" 5-1 სძლია "ავერსს" და ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში.

27.12.2015. ვერცხლის ლიგა. V ტური

BP GEORGIA - ბაქსვუდი 1-2

ავერსი - ტატიშვილი 1-5

თბილისის მერია - ბანკი რესპუბლიკა 0-2

ალიანს საქართველო - ვი თი ბი ბანკი 2-1

ბომბარდირები: ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) - 10, დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 8, ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), თემურ აბულაშვილი (მერია), გიორგი პირველი (ტატიშვილი) - 5

მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმაც.

განსაკუთრებულ ინტერესს ორი ლიდერის, "ნატახტარისა" და "საქართველოს ფოსტის" დაპირისპირება იწვევდა. ორივე მათგანი აღნიშნულ შეხვედრას წაუგებლად შეხვდა და სატურნირო ცხრილშიც "ფოსტალიონები" ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდგა. სათამაშო დაძაბულობა ტრიბუნებსაც გადაედოთ და მატჩის დასრულებამდე 3.35 წუთით ადრე, ტრიბუნებზე წარმოქმნილი არეულობის გამო მატჩის არბიტრებმა და ორგანიზატორებმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ დროისათვის ანგარიში 4-2 იყო "ნატახტარის" სასარგებლოდ. აღნიშნულის შესახებ უახლოეს მომავალში ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საპატრულო პოლიციის გუნდს სძლია 2-0. "საქართველოს ბანკმა" "ევროპაბეთს" მოუგო 5-2, ხოლო "კრედოსა" და "ვესტ ინვესტის" დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 6-5.

27.12.2015. ოქროს ლიგა. V ტური

პატრული - TTC 0-2

საქართველოს ფოსტა - ნატახტარი 2-4 (მატჩი შეწყდა)

საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 5-2

ვესტ ინვესტი - კრედო 6-5

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) - 14, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) - 5

წლის ბოლო სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდა. კასპის "გენერალმა" მისსავით სატურნირო ცხრილსი ბოლოში მყოფი პალერმო დაამარცხა 3-1.

27.12.2015.სუპერლიგა B. V ტური

მფკ გენერალი (კასპი) - პალერმო 3-1

ტრადიციულად გაიმართა წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალიც. ვერცხლის ლიგის III ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის შემტევი ლუკა ხომასურიძე დასახელდა, ხოლო IV ტურის საუკეთესოს ტიტული "ავერსის" ფეხბურთელს, ანზორ ნადირაძეს ერგო. ორივე მათგანს Apple City-ს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

რაც შეეხება ოქროს ლიგის IV ტურის საუკეთესოს, იგი "ვესტ ინვესტის" ფორვარდი თემურ ვაჩნაძე გახდა, რომელმაც "ნატახტარტთან" წაგებულ შეხვედრაში მეტოქეს 5 გოლი გაუტანა (ასეთივე მიღწევა მან ამ ტურშიც გაიმეორა). იგი დ. ტატიშვილი სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია GURU music"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი