დალასელებმა "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლეს და ქართველი ცენტრის დიდი თანამონაწილეობით, 103:93 დაამარცხეს
მას შემდეგ, რაც "დალას მავერიკსში" გადავიდა, ზაზა ფაჩულია პირველად დაუპირისპირდა თავის შარშანდელ გუნდს.

დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას, ტეხასში დალასელებმა "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლეს და ქართველი ცენტრის დიდი თანამონაწილეობით, 103:93 დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები მილუოკისთან

2014-15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "მილუოკიმ" კონტრაქტი ახალგაზრდა ცენტრ გრეგ მონროს გაუფორმა, ზაზა ფაჩულია კი, რომელსაც კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, რამდენიმეგუნდიანი გაცვლის შედეგად "დალასში" გაუშვა.

ზაზა ფაჩულიას ჩაჭრა და ბურთის შენარჩუნება

ტეხასურ გუნდში ფაჩულიას საშუალოდ ორმაგი დუბლი აქვს. ის 13-წლიანი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, დღევანდელ მატჩში კი ქართველმა ცენტრმა მილუოკელთა ნაქები გრეგ მონრო დაჯაბნა.

ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი

პირველი ტაიმის შემდეგ ფაჩულიას 13 ქულა ჰქონდა მოგროვებული და "დალასი" რომ 60:51 უგებდა "მილუოკის", უპირველესად, ქართველის დამსახურება იყო. მეორე ტაიმში ზაზა შედარებით მოკრძალებული იყო შეტევაში, თუმცა დაცვაში კარგად იმუშავა და ბოლო პერიოდში გადიდგულებულ მილუოკელებს, რომლებმაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მოგების საშუალება არ მისცა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი გაატარა. ზაზამ 12-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. დირკ ნოვიცკიმ 29 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო დალასელთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა ვესლი მეთიუზის ანგარიშზეა.

დალასი-მილუოკი 103:93

მილუოკელთა ცენტრმა გრეგ მონრომ მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავი 8 ქულას, 11 მოხსნას, 2 დაფარებას და 2 პასს მოუყარა. მონრომ ვერ შეაჩერა ქართველი ცენტრი, რომელმაც საბოლოოდ მასზე 9 ქულით მეტი მოაგროვა. მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშე 19 ქულის მომხვეჭი უკანახაზელი ჯარედ ბეილისი გახდა.

"დალას მავერიკსს" 18 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით 31 დეკემბრის გარიჟრაჟზე, შინ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კოღო
კარგია ესე დადეთ ხოლმე კრებული ზააზაზე ჯირები ხართ...და იგივე გაითვალისწინეთ სხვა სპორტსმენებზეც
ბმბ
ბრავო, ბრავისიმო!
ფირალი
#NBAvote Zaza Pachulia
jonsoni
რამე ახალი სიტყვა არის რო შევაქოთ ცოცხალი ლეგენდა
ზაზა - კაცი ! მიზარია, რომ ქართველია!
გაიხარე, ზაზა!
nba
შეუდარებელი ზაზა ფაჩულია!
qartveli
გენაცვალე ზაზა, დღეს დასამტკიცებელი ქონდა, რომ ბაგსიდან არასწორად გამოუშვეს და მონროზე ბევრად ჭკვიანი და სტაბილური ცენტრია რაც ბევჯრერ დაამტკიცა, 17 ქულა 8 მოხსნა და არც ერთი დაკარგვა. მეამაყება რო ქართველია
bs
გენაცვალე კაპიტანო!
SOSO
გენაცვალე ზაზა
iks
გენაცვალე რა ზაზა :)
ნიკოლოზა
ზაზა NBA-ს ვარსკვლავია.მავერიკსი აწყობილია მის თამაშზე.
fan
ბრავო, ზაზა
z.b
ბრავო
პანტელეიმონი
სუპერ ზაზა ! ! !
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ