კლუბის გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში უელსელმა უკან კანტონა და ბესტი ჩამოიტოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი რაიან გიგზი კლუბის ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს. გიგზი კლუბის გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს, რომელიც თვენახევარზე მეტხანს გრძელდებოდა. გამოკითხვის შედეგად გიგზმა პირველი ადგილი დაიკავა. მან ერიკ კანტონას და ჯორჯ ბესტს გაუსწრო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა აღიარა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გამოკითხვაში გამარჯვების შესახებ გაიგო. "სიმართლე გითხრათ, ამის დაჯერება გამიჭირდა, განსაკუთრებით მოთამაშეთა სიის გათვალისწინებით", - განაცხადა უელსელმა ნახევარმცველმა.

უდიდესი ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ჟურნალმა Inside United-მა ჩაატარა. გულშემატკივრები ხმას "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე და ''ფეისბუკზე'' კლუბის გვერდზე აძლევდნენ. გამოკითხვა იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა, მისი შედეგები კი 31 იანვარს გახდა ცნობილი.

37 წლის გიგზი მთელი კარიერის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდის. ის ინგლისის 11-გზის ჩემპიონი, ინგლისის თასის, ლიგის თასის და ქვეყნის სუპერთასის არაერთგზის გამარჯვებულია. 1999 და 2008 წელს გიგზმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით უელსელი "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენია. ყველა ტურნირზე მან 859 თამაში ჩაატარა და 158 გოლი გაიტანა. 21 იანვარს ფეხბურთელმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2011/12 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა