საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მარცხენა მცველს პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდის ვარიანტი აქვს
არნემის "ვიტესში" გიორგი ნავალოვსკის შესაძლო ჩარიცხვაზე ზაფხულიდან ლაპარაკობდნენ. შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მარცხენა მცველის ჰოლანდიური ტრანსფერი უკვე სერიოზულად განიხილებოდა.

თავად ნავალოვსკიმ "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ვიტესი" დაინტერესებული იყო და იქვე დასძინა, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვეოდა...

ახლა კი შევიტყვეთ, რომ ნავალოვსკის არნემულ კლუბში გადასვლა გამოირიცხა. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმა გაგვიმხილა.

ამ ყველაფრის ფონზე, მოულოდნელი ამბავი იყო, თითქოს, 28 წლის ფეხბურთელი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ ნავალოვსკი ყოველთვის ამბობდა, რომ ევროპაში სურდა წასვლა ან - ისევ რუსეთში დაბრუნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დაბალი დონე მის სანაკრებო პერსპექტივას ხელს შეუშლიდა.

"არა, ეს ტყუილია, "სამტრედიაში" ნამდვილად არ მივდივარ. სამწუხაროდ, "ვიტესის" ვარიანტიც გამოირიცხა. ველოდებოდი დალაპარაკებას, მაგრამ დრო გავიდა და ისევ საქართველოში ვარ. როგორც გავიგე, "ვიტესმა" უკვე შეაჩერა არჩევანი იაპონელ მოთამაშეზე. არ გამოვიდა ვარშავის "ლეგიას" ვარიანტიც", - ამბობს ნავალოვსკი.

ეროვნული ნაკრების მოთამაშემ სხვა შესაძლო ვარიანტიც გაგვიმხილა:

"ამ ყველაფრის მიუხედავად, აქ დამრჩენი აღარ ვარ და იმედია, ევროპაში მაინც წავალ. ახლა კონკრეტულად რაც შემომთავაზეს, პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდია.

აქ დარჩენას რუსეთის პირველ ლიგაში თამაშიც მირჩევნია, რადგან ვგრძნობ, რაც უფრო დიდხანს დავრჩები საქართველოში, ნაკრებში მოხვედრა მით უფრო გამიჭირდება. ჩემთვის კი უმთავრესი სწორედ ნაკრებში ღირსეული თამაშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fani
კარგად იცი შენმა მატარებელმა კაიხანია ჩაიარა,ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები ხართ, ხან ოციანი ხან ღორიის ქელეხი, ხან გორი ხან მარტვილი სამტრედიაც და გაისად ვანიც.
realoba
ჩიჩარიტოს რო დაირქმევ, ანუ უკეთესს რომ ვერ გამოარჩევ თანამედროვე ფეხბურთში, რაღაზეა "გარჩევა"?
sake
ნავალოვსკის უგულო თამაში მე არ მინახავს
goreli
მაგრად დაგვაკლდება დილაში. მაგარი მგელი იგროკია. საწყენია მარა პოლონეთი ურჩევნია რა თქმა უნდა. ნაკრებში არ ყავს მაინც კონკურენტი. სუ რო სახში იჯდეს გრიგალავას მაინც აჯობებს
ორთაჭლელი
ნავალოვსკიზე რომ იტყვი ,,უგულოდ მოთამაშეაო", ის კაცი ნორმალურია???
სმტ.
ხელფას რო არაძლევ ფეხბურთელს მთელი წელი რო თამაშობს საერთოდ მადლობა უთხარი.
chicharito
ბოღმას სად ხედავ. რაცაა იმას ვიძახი არავინ არავიზე მეტი არაა და უნდა გაითავისონ კარგად
me
ჩიჩარჩილო ხარ თუ ჩიჩარიპო რა ბოღმა გამოძრავებს?
chicharito
შენითაც არ მთავრდება გორის დილა :) წახვალ და წადი ისედაც არ ხარ "აქ" გასაჩერებელი უგულოდ მოთამაშე ფეხბურთელი არაფერში გვჭირდება. მიუხედავად ამის მაინც მადლობა რაც გააკეთე გუნდისთვის.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა