არასოდეს დამავიწყდება ციხეში თუფაქის სტუმრობა
არასოდეს დამავიწყდება ციხეში თუფაქის (თუფაქ ამარუ შაქური, ნამდვილი სახელი ლესეინ პერიშ კრუქსი - ამერიკელი რეპერი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე) სტუმრობა.

მასზე ყოველთვის უფრო მეტს მეკითხებოდნენ, ვიდრე რომელიმე სხვა ცნობილ მეგობარზე. ნებისმიერი შემხვედრი, იქამდე, სანამ კრივზე დამისვამდა შეკითხვას, ყოველთვის ასეთ რამეს მეკითხებოდა: "როგორი იყო თუფაქი?"

თუფაქი ყველა და ყველაფერი იყო. ჯანდაბა, ის იყო ჰიუი ნიუტონი (ამერიკელი პროპაგანდისტი და უფლებების დამცველი, ორგანიზაცია "შავი პანტერების" ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა შავკანიანი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების დაცვას), მაო ძედუნი, კარლ მარქსი... უბრალოდ ყველა იყო. შემიძლია მარქსისა ან ჰეგელის ციტირება, მაგრამ თუფაქს მართლაც ძალიან პროდუქტიული, გამომხატველობითი რევოლუციური თეორია ჰქონდა. როცა დაელაპარაკებოდი და კარგად გაიცნობდი, არა თავზე ხელაღებულ ბანდიტად, არამედ ჭკუის დამრიგებელ თანამედროვე ბიჭად მოგეჩვენებოდა. მისი გონების წყობა, უბრალოდ, გაჯადოებდა.

თუფაქს პირველად 1990 წელს შევხვდი - ლოს ანჯელესში, სანსეტ ბულვარზე მოწყობილ კორპორაციულ საღამოზე. ამ საღამოს ორგანიზატორი ჩემი მეგობარი იყო. ქუჩაში ვიდექით და ვხუმრობდით. სტუმრები საღამოსთვის მეტად ელეგანტურად იყვნენ გამოწყობილნი. უცებ შევამჩნიე შავი ქუჩის ბიჭი, რომელიც შესასვლელთან იდგა.

- რაო, პატარა ბიჭო? როგორ არის საქმე? - ვკითხე მე. საკუთარ თავსა და იმ დროს მახსენებდა, როცა პატარა ბიჭი ქუჩებში დავხეტიალობდი და კლუბების წინ ვიდექი, სადაც შესვლა არ შემეძლო.

- რა იყო? - მკითხა მან.

ვხედავდი, როგორ უნდოდა ამ საღამოზე მოხვედრა და ჩემს მეგობარს შიგნით შეშვება ვთხოვე. მაგრამ ბიჭმა თქვა: "ერთი წამით!" გაიქცა და 50 ბიჭთან ერთად დაბრუნდა, რომელთაგან ერთ-ერთი თუფაქი იყო.

- უხ, შენი! - თქვა ჩემმა მეგობარმა.

ყველა ბავშვი უკანა კარიდან შევუშვით. და ცოტა ხანში, კლუბში დაბრუნებულმა, სცენაზე თუფაქი დავინახე მიკროფონით ხელში - მას უკვე დაპყრობილი ჰყავდა მთელი დარბაზი. ამის დაჯერება მიჭირდა. როცა სცენიდან ჩამოვიდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ. მისმა შესანიშნავმა ღიმილმა მთელი კლუბი გაანათა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო.

მაგრამ ციხის მოვლენებს დავუბრუნდეთ. თუფაქის დედისგან წერილი მივიღე. ვიცოდი, ვინც იყო - თუფაქი ერთ ღამეში გახდა ლეგენდარული, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სწორედ იმ ბიჭთან მქონდა საქმე, რომელმაც 1990 წელს მთელი კლუბი აიყოლია. დედამისი მწერდა, რომ თუფაქი ინდიანაპოლისში შოუზე მიემგზავრება და ჩემი მონახულება უნდა.

როგორც კი პაემნების ოთახში შემოვიდა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. სადღაც 130 ფუნტს (59 კილოგრამი) იწონიდა და რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი ეცვა. შავები, თეთრები, ლათინოსები - მის დანახვაზე ყველა ჭკუიდან გადადიოდა. მას ზედამხედველებიც კი ესალმებოდნენ. წარმოდგენა არ მქონდა - თუ ასეთი ცნობილი იყო. და როგორც კი დავინახე, გამახსენდა, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ ბავშვებიდან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ლოს ანჯელესში საღამოზე შევუშვი.

ეზოში გავედით და სასადილო მაგიდებთან მოვკალათდით.

- პირდაპირ აქ, შენთვის კონცერტი უნდა მოეწყოს, - თქვა მან.

და იქვე მაგიდაზე ავარდა და დაიყვირა:

- ჩემი ზანგი, მიყვარხარ!

მაგიდასთან ვიჯექი და ვეხვეწებოდი:

- გთხოვ, დაჯექი! ძირს ჩამოდი! ჩემთან ერთად ჩაგკეტავენ! გთხოვ, შეწყვიტე!

ცდილობდა იმპროვიზებული კონცერტი მოეწყო და ეს მანერვიულებდა. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა და უცებ, თუფაქი მაგიდაზე ავიდა. ყველამ ტაში დაუკრა. "ჯანდაბა, ეს პატარა ნაბიჭვარი აპირებს პრობლემები შემიქმნას", - გავიფიქრე მე.

- მაიკ, არ მისცე მათ საშუალება დაგიპყრონ, ძმაო, არ მისცა, მათ უფლება, დაგიპყრონ!

როგორც იქნა, შევძელი მაგიდიდან ჩამოთრევა. ამის შემდეგ მისი გაღიზიანება ვცადე. სულ ცოტა ხნის წინ გავხდი მუსლიმანი და დავიწყე მორწმუნე ბიჭის განსახიერება:

- მომისმინე, მეგობარო, შენ უარი უნდა თქვა ღორის ხორცზე!

- საიდან მოიტანე, რომ ამას ვჭამ? - მკითხა მან.

ვაღიზიანებდი და ის ამას სერიოზულად იღებდა.

შემდეგ დამშვიდდა და საუბარი დავიწყეთ. მთხოვა - არასოდეს დამავიწყდეს ჩვენი პირველი შეხვედრა.

- არავინ არასდროს ასე არ მოქცეულა, არ შეუშვია ქუჩის ზანგი ბიჭები ასეთი მდიდრულ კლუბში. შენ ეს გააკეთე! - აღფრთოვანებული იყო ის.

- გასაოცარია, რომ შენ ეს გაკვირვებს, ზანგო! - წამოვიძახე მე. - ჩვენ ხომ უნდა დავტკბეთ ამ სამყაროთი! რთული არ არის ადამიანური მოქცევა, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ.

როგორც პიროვნება, თუფაქი ალმასივით მყარი იყო. ბევრი ტკივილი და აკრძალვა ჰქონდა გადატანილი. ხანდახან უბედურება, რომელიც თავს გვატყდება ხოლმე, იმ ტვირთად გადაიქცევა, რომელიც ყოველთვის თან დაგვაქვს. მე ასეთი ტვირთი რელიგიაში შევიტანე, ჩემს დამოკიდებულებაში გარშემო მყოფებთან.

ამ ტვირთს ვატარებდი საკრივო ორთაბრძოლებშიც. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად წარმატებულები ვართ - ეს ტვირთი ყოველთვის რჩება ჩვენთან. ციხეში დაბადებული თუფაქი ხედავდა, როგორ კლავდნენ დედამისის მეგობრებს ან სამუდამოდ სვამდნენ ციხეში. და ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ჩამოუყალიბა პრინციპი - სრული ანტიპათია და უარყოფა ყველაფრის მიმართ, როცა გრძნობ, რომ არავინ გისმენს და არავინ ზრუნავს შენზე. ის ცხოვრებაში ავტოპილოტით მოგზაურობდა, გზიდან არ გადაუხვევდა და აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო. თუფაქი თავისუფლებისთვის ნამდვილი მებრძოლი იყო.

ველაპარაკე მას "შავ პანტერებზე" (თუფაქის დედა - აფენი შაქური "შავი პანტერების" წევრი იყო თითქმის მთელი ცხოვრება). ვიცოდი დედამისის მონაწილეობაზე ამ ორგანიზაციაში. ის ძლიერი ქალი იყო. იმ დროისთვის ბევრი მქონდა წაკითხული საომარ წიგნებზე და საკმაოდ რადიკალური ელემენტი გახლდით.

ამის შემდეგ ძალიან დავახლოვდით ერთმანეთთან და რამდენჯერმე მესტუმრა ციხეში. როგორც გავიგე და ამის შესახებ გაზეთებშიც წერდნენ, ის პოლიციელებს ესროდა და ჩხუბებს აწყობდა.

- ეი, მისმინე, თუ ფრთხილად არ იქნები, იმ დროისთვის, როცა მე აქედან გამოვალ, შენ მოგიწევს აქ მოსვლა.

შემდეგ მას ესროლეს, ციხეში მოხვდა. თავისუფლებაზე მყოფ ერთ ჩემს მეგობარს მოველაპარაკე, რომ მოეწყო სამმხრივი საუბარი თუფაქთან. შემატყობინა, რომ რეპერს ვიღაც ჩემმა ნაცნობმა ესროლა, მაგრამ მე ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი