ტიტულოვანი ფალავანი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
წლეულს ამერიკულ ლას ვეგასში, უძლიერეს ფალავანთა მსოფლიო ფორუმზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) ზედიზედ სძლია მეტოქეებს და ჩემპიონობა მოიპოვა.

საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენისთვის ეს არ ყოფილა პირველი ჯილდო: 2011 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც მხოლოდ ფინალი წააგო და ვერცხლის მედალს დაყაბულდა. 2013 წელს ევროპაზე მესამე იყო, სამაგიეროდ, შარშან კონტინენტის პირველობაზე ყველას აჯობა, ხოლო მსოფლიოზე ვერცხლი ერგო.

ტიტულოვან ფალავანს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გარჯა დაუფასა – 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 30 დეკემბერს სეოკ-ში შეხვედრა მოუწყვეს. მსოფლიოს ჩემპიონს მიესალმნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაურეატს საზეიმო ვითარებაში გადასცა შესაბამისი დიპლომი, ფულადი ჯილდო და სხვადასხვა საჩუქარი, ასევე, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობა.

ლერი ხაბელოვი: "2015 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული იყო: საერთაშორისო სარბიელზე ბევრმა მათგანმა გამოიჩინა თავი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები დაიმსახურა. საბედნიეროდ, არჩევანის საშუალება გვქონდა. ჩვენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მივანიჭეთ უპირატესობა. 2012 წელს ლონდონში მან ვერცხლი მოიპოვა, რიოში ოქროს ჯერია".

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "წლეულს ყველა ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ სეზონით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონობა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება დავიმსახურე. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი წლის განმავლობაში გვერდით მედგა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მადლიერი ვარ, რომ წლის სპორტსმენად დამასახელა. ვეცდები, ამ დაფასების პასუხად რიოში ოქროს მედალი მოვიპოვო".

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება