ფეხბურთის გარშემო დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და მათ შორის, ისეთ თემებზე, რომლებიც წინასაახალწლოდ ამაღლებულ განწყობას კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ
ფეხბურთი სპორტის უპირველესი სახეობა და უდიდესი სოციალური მოვლენაა, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ფეხბურთი არ შემოიფარგლება მხოლოდ თამაშით და იმ ბატალიებით, რომლებიც მოედნებზე ვითარდება.

ფეხბურთის გარშემო დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და მათ შორის, ისეთ თემებზე, რომლებიც წინასაახალწლოდ ისედაც ამაღლებულ განწყობას კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ.

ჯერ იმას გავეცნოთ, თუ რა თავისებურებები ახასიათებს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ფეხბურთს, შემდეგ კი მწვრთნელების, ფეხბურთელების და კომენტატორების სახალისო ფრაზებს გადავავლოთ თვალი...

ელ კლასიკოები

"ბარსელონა" დღიდან არსებობისა იმუქრება, რომ ლა ლიგას დატოვებს და საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს ასპარეზობას. ყველაზე მეტად ამ მუქარის თვითონ "ბარსას" ქომაგებს ეშინიათ, რადგან მათი მთავარი მუღამი მადრიდის "რეალთან" კონკურენციაა.

გერმანიაში ჯიუტად აცხადებენ, რომ ბუნდესლიგის ელ კლასიკო მიუნხენის "ბაიერნის" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაპირისპირებაა. არადა, დედამიწაზე ვერ იპოვით ცოცხალ ადამიანს, რომელსაც ახსოვს, თუ როდის იყო მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ძლევამოსილი გუნდი და როდის უწევდა "ბაიერნს" რეალურ კონკურენციას.

არავინ იცის, რატომ ეძახიან "ინტერი"-"იუვენტუსის" დაპირისპირებას დიდ იტალიურ დერბის, როდესაც ამ ორ გუნდს იმდენივე ჩემპიონთა ლიგა აქვს ერთად მოგებული, რამდენიც მარტო პაოლო მალდინის "მილანის" შემადგენლობაში.

ალბათ, ინგლისელი უნდა იყო, რომ გაიგო, თუ რატომ ინიშნება პრემიერლიგის გრანდთა მატჩები დღის პირველ საათზე და ხანდახან კიდევ უფრო ადრე.

გულშემატკივრები

სხვა ქვეყნებში ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებენ ესპანელი ინჩასები, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში თითოეულ ზუსტ პასს შეძახილი: "ოლე" მიაყოლონ.

სხვა ქვეყნებში ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებენ გერმანელი გულშემტკივრები, რომ არათუ ბუნდესლიგის, არამედ რეგიონალლიგის და ობერლიგის მატჩებზეც ტრიბუნები მუდმივად გაავსონ.

სხვა ქვეყნებში ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებენ ინგლისელი ფანები, რომ ერთ ხმაში და ჰარმონიულად იმღერონ, როდესაც თითოეულ მათგანს მინიმუმ 15 კათხა ლუდი აქვს დალეული.

სხვა ქვეყნებში ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებენ იტალიელი ტიფოზები, რომ მატჩის მსვლელობისას ჯერ მეტოქე გუნდს აგინონ, შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, შემდეგ მეტოქე გუნდის ქალაქს, ქალაქის მოსახლეობას და ბოლოს საკუთარი გუნდის ფეხბურთელებიც ზედ მიაყოლონ.

სტადიონებზე

სტადიონებზე ინგლისელები დადიან მეგობრებთან ერთად.

სტადიონებზე გერმანელები დადიან ოჯახებთან ერთად.

სტადიონებზე ესპანელები დადიან შეყვარებულებთან ან მეუღლეებთან ერთად.

ახლობლების უსაფრთხოების მიზნით სტადიონებზე იტალიელები დადიან ეულად და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა ან უკიდურეს შემთხვევაში, აღმავლობის გზაზეა.

ფეხბურთი და კრიმინალი

თუ გერმანიაში საფეხბურთო კლუბის მესვეური კორუფციაში ამხილეს, ის აუცილებლად ციხეში ამოჰყოფს თავს და ამის ნათელი მაგალითი ული ჰიონესია.

თუ ინგლისში საფეხბურთო კლუბის მესვეური კორუფციაში ამხილეს, მისი დეპორტაცია მოხდება რუსეთში, ამერიკაში ან არაბეთის რომელიმე ქვეყანაში.

იტალიაში სილვიო ბერლუსკონის და ლუჩანო მოჯის მინიმუმ 5-5-ჯერ მაინც მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ ისინი მაინც რჩებიან თავისუფლებაზე. სწორედ ამიტომ ნანობს ული ჰიონესი, რომ იტალიელად არ მოევლინა ქვეყანას.

ესპანური კლუბების მესვეურები კორუფციისკენ მიდრეკილნი არ არიან, რაც ერთობ უცნაურია. მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირია, თუ როგორ ახერხებენ კლუბების პრეზიდენტები, რომ მატჩის დროს ტრიბუნაზე გვერდიგვერდ ისხდნენ და თამაშს მშვიდად მიადევნონ თვალი.

წარმოდგენაც კი რთულია, რა ამბები დატრიალდებოდა იტალიაში, ასეთი ტრადიცია რომ იყოს დამკვიდრებული.

ფეხბურთელების და მწვრთნელების ფრაზები

იან რაში

იან რაში 1987 წელს "ლივერპულიდან" "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც ვერ გაიხსნა, ინგლისელ ჟურნალისტს კი შემდეგი კომენტარი მისცა: "ვერაფრით შევეწყვე "იუვენტუსს". მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისში აღარ ვარ და სადღაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები".

სტიუარტ პირსი

სტიუარტ პირსი "ნოტინგემ ფორესტში" თამაშობდა, როდესაც გუნდი კრიზისში იყო, ჟურნალისტმა კი ფეხბურთელს ასეთი კითხვა დაუსვა: ხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს? - ფეხბურთელმა კითხვას კითხვითვე უპასუხა: "გასახდელიდან მინდვრისკენ მიმავალ გვირაბს თუ გულისხმობთ, იქ ყოველთვის ვხედავ სინათლეს და რატომ მეკითხებით"?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავის სტიქიაშია: "კრიშტიანო რონალდოს ძალიან უმართლებს, რადგან მას ყოველთვის წინა რიგებში აქვს ბილეთი ლიონელ მესის დაჯილდოების ცერემონიალზე".

პოლ გასკოინი

პოლ გასკოინს ჰკითხეს, თუ რომელი მატჩი ჩაატარა ყველაზე სუსტად კარიერაში - აქვე პასუხი:

"სუსტად რა გითხრათ და იყო ერთი მატჩი, როდესაც მოედანზე ვიყავი და საერთოდ არ მითამაშია. "მილანს" ვხვდებოდით, მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთი ერთხელ მივიღე და ისიც ზურგში მომხვდა".

ბობი რობსონი

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთი შეგირდის შესახებ: "მოუკლო თამაშს და შესაბამისად, აღარც ნაკრებში ვიძახებ. წლები გარბის და აშკარაა, რომ ისიც სხვებივით ბერდება".

კრის ტერნერი

2004-06 წლებში კრის ტერნერი "შეფილდ უენსდის" მწვრთნელი იყო, ერთ-ერთი მატჩის წინ კი ფეხბურთელები გასახდელში ასე გაამხნევა:

"კარგი ამბავი მაქვს. კლუბის მესვეურები შემპირდნენ, რომ თუ დღეს მოვიგებთ, ზაფხულში ტრანსფერებისთვის დიდ ფულს გამოჰყოფენ, შემადგენლობას კი მთლიანად შევცვლით და გუნდს გავაძლიერებთ. თქვენი იმედი მაქვს".

ტონი ადამსი

ლონდონის "არსენალის" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა კარიერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს გული გადაუშალა:

"ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მქონდა და ეს მწვრთნელისთვის უნდა გამემხილა, თუმცა გამბედაობა არ მყოფნიდა. მეც ავდექი, კარგად დავლიე და მწვრთნელის კაბინეტში სიმღერ-სიმღერით შევედი".

რონ ატკინსონი

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მწვრთნელი ერთ-ერთი მატჩის შემდეგ:

"მსაჯებზე ცუდად არასდროს ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ამ ნაბიჭვრის გამო ჩემს პრინციპებს ვუღალატო".

რუუდ გულიტი

რუუდ გულიტი "მილანის" ერთ-ერთი მატჩის შემდეგ:

"ტრიბუნები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ? - და მაშინ სხვამ რატომ ვერავინ დაინახა, რომ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა?"

უცხოელი კომენტატორების ფრთიანი გამონათქვამები

სანამ მოედანზე არაფერი ხდება, მოგიყვებით ერთ ლეგენდას, რომელიც რეალურად მოხდა.

მამა მია, ოლივერ ბირჰოფმა გოლი, არც მეტი, არც ნაკლები, ფეხით გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე გოლით გაიხსნა - სამხრეთაფრიკელმა ჩაბალალამ ჯაბულანი (ბურთის სახელი 2010 წლის მუნდიალზე) ცხრიანში გაახვია; თუ პირიქით, ჯაბულანიმ ჩაბალალა გაახვია ცხრიანში; ერთი წუთით, ეს უნდა დავაზუსტო.

დღეს ელ კლასიკოა და ეს მატჩი არ უნდა გამოტოვოთ. თუ ცოლი გეუბნებათ, რომ რესტორანში გაჰყვეთ და ფეხბურთზე უარი თქვათ, დაშორდით მას და გაუშვით მარტო, ეშმაკთანაც წასულა.

მოვულოცოთ მეტოქეს დაუმსახურებელი გამარჯვება.

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ამინდია, ტრიბუნები მაინც სანახევროდ ცარიელია, რადგან გულშემატკივრებმა წვიმაში დასველებას სახლში ჯდომა არჩიეს.

ტელემაყურებლებისადმი ღრმა პატივისცემის გამო ჩამოვთვლი ამ უსახური გუნდების შემადგენლობებს.

მწვრთნელების საახალწლო სურვილები

ლუი ვან გაალი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ერთი კარგი ბლოკნოტი მორიგი გუნდის დასაღუპად".

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "ერთი ქულაც და მიზანი მიღწეულია; "ლესტერი" პრემიერლიგაში უნდა დარჩეს".

არსენ ვენგერი (არსენალი): "2016 წელს მესი, სუარესი და ნეიმარი ტრავმებით გაიტანჯონ".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "იქნებ ათამაშდნენ ჩემი ფეხბურთელები, რომ გულშემატკივართა გულის მოსაგებად სიმღერა, ცეკვა და ჯამბაზობა აღარ დამჭირდეს".

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ჯანმრთელი აგუერო".

ჟოზე მოურინიო (უგუნდოდ): "ჩელსი ჩემპიონშიპში".

ლორან ბლანი (პსჟ): "ზაფხულში მაღალი კლასის ყველა მწვრთნელი დაკავებული იყოს".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "არსენ ვენგერის სურვილი არ ახდეს და დანარჩენს ისედაც მოევლება".

პეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "დროა, ჩემმა გუნდმა 100%-ით აკონტროლოს ბურთი".

რაფაელ ბენიტესი (მადრიდის რეალი): "სოლიდური კომპენსაცია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა ძმაო შენ ეტყობა შენი დაბადებიდან ითვლი ყველაფერს დ არ იცი რო ბორუსია ერთ დროს შიშის ზარს სცემდა მთელ ევროპას
beqa
რამდენჯერ ვთქვი და კიდე გავიმეორებ რომ ძალიან მაგარი ჟურნალისტები ხართ ძალაინ
bacho
მადლობა ავტორს კარგი სტატია
guga
კაია
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Die Presse: "დილას" საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
როგორ გულშემატკივრობენ ქართველები "ბორჯღალოსნებს" უელსთან მატჩში [PHOTO]
ინტერი-მილანის მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება ექნება
[VIDEO] 7-გოლიანი თრილერი - "ელ კლასიკო" "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ᓗბᓘᓚიᓡᓨᓘ "ᓜᓔᓤᓗᓩᓘᓡ" ᓡᓐᓥᓝᓛᓐᓒᓝᓓ 40 ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓐᓠᓘ ᓩᓐᓛᓝᓓᓘᓡ
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"ᓗᓐᓕᓘᓡ ᓛᓝᓙᓕᓚᓐ ᓛᓘᓜᓓᓐ!" - ᓠᓐᓡ ᓒᓐᓜᓘᓪᓓᓘᓐᓜ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᓘ ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓠᓔᓑᓘ [PHOTO]
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
კაიროში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა [VIDEO]
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა