დუდა სანაძის "სან დიეგომ" 33-ქულიანი მარცხი იწვნია
დუდა სანაძის "სან დიეგომ" 33-ქულიანი მარცხი იწვნია. სანდიეგოელები კალიფორნიის ქალაქ მორაგაში "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ "სენტ მერის" შეხვდნენ და 46:79 განადგურდნენ.

"სენტ მერის" უნივერსიტეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში გამართული 14 მატჩიდან 13 მოიგო, ახლახან დაწყებულ "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში კი 4-დან 4 გამარჯვებით ლიდერობს. ამ გუნდის მორიგი მსხვერპლი სანაძის გუნდი შეიქნა. გამარჯვებულებს დეინ პინიუმ ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 17 ქულა ჩააგდო.

სანაძე სანდიეგოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე მთლიანობაში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი დაგროვდა. სანაძე ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. "სან დიეგოში" 12 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო ბრეტ ბეილი გახდა.

10-გუნდიან "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში 2-დან 2 წაგებით "სან დიეგო" ბოლოსწინა ადგილზეა. მის შემდეგ 3 წაგების მქონე "ლოიოლაა". მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 8 იანვარს, შინ "სან ფრანცისკოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება