სიმეონეს გუნდი გალიდერდა, "ბარსელონამ" და მადრიდის "რეალმა" წაიფორხილეს
* 2016 წლის პირველი გოლი თომას პარტი ტაიემ (ატლეტიკო) გაიტანა.

* 2014 წლის 17 მაისის მერე "ატლეტიკო" ლიდერი არ ყოფილა.

* "ბარსელონამ" 28 ოქტომბრის მერე პირველად ვერ გაიტანა.

* ხავიერ მასკერანომ 255-ე მატჩი ითამაშა "ბარსელონაში" უგოლოდ, ეს კი მიკაელ რაიციგერის ანტირეკორდის დამხობას ნიშნავს.

* "ვალენსიას" ფანები რაფა ბენიტესს სამადლობელი ბანერებით დახვდნენ.

მართალია, "მესტალიაზე" "ვალენსიამ" ზუსტად ერთი წლის წინანდელი გმირობა ვერ გაიმეორა და "რეალი" ამჯერად ვერ დაამარცხა, თუმცა რაფა ბენიტესის გუნდს ქულები დააკარგვინა, ოთხგოლიან დიდებულ თრილერში - 2:2.

იხილეთ ვიდეო

ამ ტურმა ერთპიროვნულ ლიდერად აქცია მადრიდის "ატლეტიკო".

"ესპანიოლი" - კერკეტი კაკალი

"ბარსელონამ" წელიწადი დერბით და დაკარგული ორი ქულით დაიწყო - "ესპანიოლმა" ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ლიდერობაც დააკარგვინა - 0:0. თუმცა, დაკარგული ქულებით "ბარსა" მაინც რჩება ლიდერად.

პირველ ტაიმში იყო ლეო მესის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა, მაგრამ იყო ჟერარდ პიკეს თავგანწირული თამაშიც, რომელმაც სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა. მატჩის საუკეთესო ეპიზოდი ლუის სუარესს ჰქონდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბრწყინვალედ ითამაშა ანდრეს ინიესტამ, ხოლო ნეიმარს "ესპანიოლის" ფანები შეურაცხმყოფელი შეძახილებით აწუხებდნენ. "მარკამ" დერბიში 8-8 ბალით ერნან პერესი და ინიესტა გამოარჩია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "უნდა ვაღიარო, რომ "ესპანიოლი" უფრო სწრაფად თამაშობდა. ჩვენ ძალიან გვიჭირდა საგოლე მომენტების შექმნა. ამის მიზეზი ისევ მეტოქეა, რომელიც კარგად შლის მოწინააღმდეგის შეტევებს. დღეს "ესპანიოლმა" მაღალ დონეზე ითამაშა. საბოლოოდ, შედეგი სამართლიანია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონას" უპირატესობა აშკარა იყო. რაც შეეხება მსაჯობას, არ მინდა ამ თემას შევეხო, მსაჯებს არც ვუყურებ, მხოლოდ თამაში მაინტერესებს".

იხილეთ ვიდეო

მხსნელი თომასი

"კორნელია ელ-პრატის" მსგავსად, გოლი არც "ვისენტე კალდერონზე" გადიოდა, არადა, "ატლეტიკომ" თავიდანვე შტურმი მოუწყო ლიგის აუტსაიდერ "ლევანტეს". ძალიან კარგი იყო ჯექსონ მარტინესისა და კოკეს ეპიზოდი, რომელიც ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ხარიხამ ვალენსიელები იხსნა.

დიეგო სიმეონეს გუნდი ქულების დაკარგვისგან შეცვლაზე შესულმა 22 წლის განელმა თომას პარტი ტეიემ იხსნა. მან თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კარგი გარღვევა მოაწყო, მეტოქის მცველთან ერთად მოუქნია ბურთს ფეხი და გაიტანა. აქ "ლევანტეს" გოლკიპერ მარინიოს შეცდომაზეც შეიძლება ლაპარაკი. ახლა "ატლეტიკო" "ბარსას" ორი ქულით უსწრებს, მაგრამ ჩემპიონს თამაში რეზერვში აქვს.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ძალიან გვიხარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ უნდა მოვუმატოთ. კოკე ტექნიკური მოსაზრებებით შევცვალე, მას ტრავმა არ მიუღია. ახალწვეულებმა კი ჯერ ბევრი უნდა იშრომონ, რომ სათამაშო სქემებში მოხვდნენ".

იხილეთ ვიდეო

"მალაგა" აღარ ხუმრობს

ხავი გრასიას "მალაგამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. ანდალუსიელებმა კარგად გამოიყენეს ვიგოელთა საკადრო პრობლემები - ნოლიტო ტრავმირებულია, ხოლო აუგუსტო ფერნანდესი "ატლეტიკოში" გადაბარგდა, რასაც დაერთო ედუარდო ბერისოს უაზრო ექსპერიმენტი მეკარესთან დაკავშირებით.

"სელტას" კარს რუბენ ბლანკო იცავდა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი თავური გაატარა - შარლესის და ალბენტოსასი. მეორე ტაიმში კი ისე ეძგერა ნორდინ ამრაბატს, რომ მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. მართალია, მაროკოელის დარტყმული პენალტი სერხიო ალვარესმა მოიგერია, მაგრამ თამაშის გადარჩენა გალისიელებმა ვეღარ შეძლეს - 2:0.

კაპიტნის გმირობა

კვირის მატჩები მადრიდულით გაიხსნა - "რაიო ვალეკანომ" და "რეალ სოსიედადმა" მაყურებელი არ მოაწყინეს და 2:2 ითამაშეს. "ელვები" ორჯერ გაიჭრენ წინ, მაგრამ ბასკებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს.

გუშინ სევილიური გუნდები ჩაფლავდნენ - უნაი ემერის "სევილია" ანდალუსიურ დერბიში "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა, ხოლო "ბეტისი" შინ ბასკურ "ეიბართან" მოულოდნელად, 0:4 განადგურდა.

"ვილიარეალს" კაპიტანმა ბრუნო სორიანომ მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა "დეპორტივოს" კარში. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ბილბაოში "ატლეტიკმა" "ლას პალმასს" ვერ აჯობა, არადა, ორჯერ იყო წინ - 2:2.

ლა ლიგა. XVIII ტური

2 იანვარი

ესპანიოლი-ბარსელონა 0:0

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ვ. ალვარესი - ჟორდანი (79. აბრაამი), დიოპი - ე. პერესი, ასენსიო, ბურგუი (60. მორენო) - კაისედო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (71. ს. რობერტო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

გაფრთხილება: გონსალესი, ხ. ლოპესი, ჟორდანი, ალვარესი, დიოპი - მასკერანო, ნეიმარი, პიკე

კუთხური: 6-10; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 4-10 (1-2); ბურთის ფლობა: 27%-73%.

მაყურებელი: 28 975

ატლეტიკო-ლევანტე 1:0

გოლი: 1:0 თომასი (80)

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (67. ფერეირა-კარასკო), გაბი, ს. ნიგესი - გრიზმანი, ჯ. მარტინესი (73. თომასი), ა. კორეა (56. ვიეტო)

ლევანტე (4-1-4-1): მარინიო - ი. ლოპესი, ტრუხილიო, ფედალი, ტონიო - ხოსე მარი (65. კამარასა (83. როხერი)) - ჩუმეტრა (75. რუბენ გარსია), ლერმა, ვერსა, მორალესი - ღილასი

გაფრთხილება: - ჩუმეტრა, გარსია (მოედანზე არ იყო), ფედალი, ვერსა

კუთხური: 13-1; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16-9 (2-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 43 417

მალაგა-სელტა 2:0

გოლები: 1:0 შარლესი (8), 2:0 ალბენტოსა (26)

შენიშვნა: ამრაბატმა ვერ გაიტანა პენალტი (66)

მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, ბოკა - ხუანპი (81. დუდა), ნაჩო კამაჩო, რესიო, ამრაბატი - ჩოპი (61. ფორნალსი), შარლესი (89. ონტივეროსი)

სელტა (4-2-3-1): რუბენი - მალიო, კაბრალი, ხონი (56. ბონგონდა), პლანასი (78. რადოია) - ს. გომესი, ვასი - ორელიანა, პ. ერნანდესი, სენე (65. ს. ალვარესი) - ასპასი

გაფრთხილება: ამრაბატი, რესიო, კამაჩო, შარლესი - კაბრალი, ერნანდესი

გაძევება: რუბენი (64)

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 14-8 (4-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 17 635

3 იანვარი

ვალეკანო-სოსიედადი 2:2

გოლები: 1:0 დ. ლორენტე (16), 1:1 ა. ელუსტონდო (27), 2:1 ხოსაბედი (49), 2:2 ბრუმა (62)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი - ქუინი, დ. ლორენტე, ზე კაშტრო, ტიტო - ბაენა, ტრაშორასი - ლ. ბანგურა (64. ბებე), ხოსაბედი, ემბარბა (87. პ. ერნანდესი) - გერა (73. მანუჩო)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი (65. ჩაბი პრიეტო), ბერგარა - ველა, პარდო, ბრუმა (85. გ. კასტრო) - ჟონათასი

გაფრთხილება: ლორენტე, ქუინი, ზე კაშტრო - კ. მარტინესი, ბერგარა, ბერჩიჩე

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 15-11; კარში დარტყმა: 12-15 (5-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 10 756

ბეტისი-ეიბარი 0:4

გოლები: 0:1 კაპა (3), 0:2 კეკო (18), 0:3 ადრიანი (66), 0:4 ბასტონი (82)

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ფიგეირაში (70. კადირი), ვარგასი - პეტროში, ნ'დიაი - სეხუდო, სებალიოსი (80. პორტილიო), ვადილიო (46. მოლინა) - რ. კასტრო

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, პანტიჩი, რამისი, ლუნა - ესკალანტე, დ. გარსია (83. ისრაფილოვი) - კეკო, ადრიანი, ინუი (61. ბერხონი) - ენრიჩი (76. ბასტონი)

გაფრთხილება: ფიგეირაში, ვარგასი, მოლინა, კასტრო - ინუი, ადრიანი, ლუნა

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-6 (5-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 33 609

გრანადა-სევილია 2:1

გოლები: 1:0 საქსესი (17), 2:0 პენიარანდა (37), 2:1 ვიტოლო (45)

გრანადა (3-4-1-2): ა. ფერნანდესი - ლომბანი, მაინსი, დორია - ფულკიე, რ. პერესი, კრჰინი (72. აგბო), ედგარი - როჩინა (77. ფ. რიკო) - საქსესი (89. ელ-არაბი), პენიარანდა

სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო (74. კონოპლიანკა), რამი, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - რეიესი, იბორა (46. კრისტოფორო), კრიხოვიაკი, ვიტოლო - გამეირო, ფ. ლორენტე (46. ბანეგა)

გაფრთხილება: ედგარი, საქსესი - რამი, მარიანო

გაძევება: რამი (86)

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-14 (4-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 13 469

დეპორტივო-ვილიარეალი 1:2

გოლები: 0:1 ბრუნო სორიანო (36), 1:1 ლუის ალბერტო (48), 1:2 ბრუნო სორიანო (95-პენ)

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - ფედე კარტაბია (77. მ. კარდოსო), ფაირი, ლუის ალბერტო (78. რიერა) - ლ. პერესი

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, რუისი, რუკავინა - ჯონათან დოს სანტოსი (81. ნ. ლეივა), პინა, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო (76. სამუელი), ბაკამბუ (66. ლეო ბაპტიშტაო)

გაფრთხილება: ალბერტო, არიბასი, ნავარო - ბრუნო, დოს სანტოსი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-6 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 23 815

ბილბაო-ლას პალმასი 2:2

გოლები: 1:0 ადურისი (17), 1:1 ვისენტე (62), 2:1 ვილიამსი (66), 2:2 ტანა (81)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, გურპეგი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო - ვილიამსი, რაულ გარსია, სუსაეტა - ადურისი

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. სიმონი, დ. გარსია, აიტამი, დ. კასტელიანო - ვისენტე, კულიო - ელ ჟარი, ტანა, ვიერა - არაუჟო

გაფრთხილება: ბალენსიაგა, იტურასპე, დე მარკოსი - გარსია, ვისენტე, აიტამი, ელ ჟარი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16-11 (5-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 41 474

ვალენსია-რეალი 2:2

გოლები: 0:1 ბენზემა (16), 1:1 პარეხო (45-პენ), 1:2 ბეილი (82), 2:2 პ. ალკასერი (83)

ვალენსია (4-3-3): ხაუმე - ბარაგანი, სანტოსი, აბდენური, ორბანი (80. როდრიგო) - ანდრე გომეში, პარეხო (85. ნეგრედო), დანილო - კანსელო, პ. ალკასერი, დე პაული (87. ფუეგო)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი - ბეილი, ბენზემა (67. ლ. ვასკესი), რონალდო

გაფრთხილება: ბარაგანი - პეპე

გაძევება: კოვაჩიჩი (68)

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-17 (4-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 47 185

4 იანვარი

სპორტინგი-ხეტაფე 23:30

ბომბარდირები:

15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - ნეიმარი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პერესი (დეპორტივო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 11 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური

9 იანვარი:

ბარსელონა-გრანადა, ხეტაფე-ბეტისი, სევილია-ბილბაო, რეალი-დეპორტივო, ლევანტე-რაიო ვალეკანო

10 იანვარი:

ვილიარეალი-სპორტინგი, რეალ სოსიედადი-ვალენსია, ეიბარი-ესპანიოლი, ლას პალმასი-მალაგა, სელტა-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა