"დინამოს" დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის თქმით, სპარინგ-მატჩები "კარპატისა" და ბატე-სთან გადაწყვეტილია
ახალ წელს თბილისის "დინამო" ამაღლებული განწყობით შეხვდა. გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია და თასის ნახევარფინალის საგზურიც ჯიბეში უდევს.

ბოლო დღეების განმავლობაში "ლელომ" "დინამოსთან" დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველს. ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველ ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი თურქული "ქარშიაქადან".

გარდა ამისა, საინტერესოა თბილისელთა სხვა სატრანსფერო გეგმები და ისიც, თუ რომელ გუნდებს შეხვდება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თურქულ შეკრებაზე.

"ლელო" თბილისის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა. პირველი კითხვა მოსამზადებელ გეგმებს შეეხო:

"ახალი სეზონისთვის სამზადისს გუნდი 9 იანვარს დაიწყებს, 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის გადაწყვეტილია ორი სპარინგ-მატჩის გამართვა ბელორუსის ბატე-სა და უკრაინულ "კარპატისთან".

ამ დროისთვის, კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება სამ პოტენციურ მეტოქესთან და როცა ეს საკითხი გადაწყდება, აუცილებლად გაიგებთ... აქვე უნდა ვთქვა, რომ ძირითადი გუნდის პარალელურად, თურქულ შეკრებას გაივლის "დინამოს" დუბლშემადგენლობაც. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია", - ამბობს ხუციშვილი.

რაც შეეხება "დინამოს" სატრანსფერო გეგმებს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდის პირველი შენაძენი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი იქნება:

"ამისულაშვილთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ - ტრანსფერი ოფიციალურად რომ დადასტურდება და ფეხბურთელსაც წარვადგენთ, მხოლოდ ამის მერე ვიტყვით, რომ თემა დახურულია...

ამ დროისთვის, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები და ამ მოლაპარაკებების შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ", - ესეც ხუციშვილის სიტყვებია.

ამბობენ, რომ "დინამოს" სამიზნეში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე. მისი ამბები ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის - უჩას უთანხმოება მოუვიდა "ომონიას" ახალ მთავარ მწვრთნელთან. ის ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია და მხოლოდ ფორმის შენარჩუნების მიზნით ვარჯიშობს თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად.

ცხადია, ხუციშვილს ლობჟანიძეზეც ვკითხეთ:

"უჩა ლობჟანიძე გამორჩეული ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. ამასთან, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. წლებია, სტაბილურად თამაშობს უცხოეთში და ესეც, თავისთავად, ბევრზე მეტყველებს... მაგრამ ჯერ კონკრეტულად არ შემიძლია რაიმეს თქმა".

"დინამოს" დირექტორს ლუგანსკის "ზორიას" სერბი შემტევი ნახევარმცველის, 34 წლის ზელიკო ლუბენოვიჩის თაობაზეც ვკითხეთ. ამბობენ, "დინამოს" ეს ფეხბურთელიც აინტერესებსო. ხუციშვილი კი გვეუბნება:

"ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას...

ბოლოს, თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, მთელ საქართველოს, ყველა დინამოელს და ჩვენი გუნდის ქომაგებს მივულოცო ახალი წელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gogia bijooo
კაი რა, პიროვნულად უჩას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ საკმაოდ სუსტი რგოლია ნაკრებშიც. მაგ პოზიციაზე ბევრად უკეთესი უცხოელი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია დინამოს. თორემ გაბალები ისევ გაგვაფარჩაკებენ რაც საკმაოდ მწარდ მახსოვს. არა და გეგუჩას აქვს გამოცდილება ჯგუფური ეტაპის დაძლევის.
Gogia
*დიმას და ნოდარიჩს* ლობჟანიძეს თავის პოზიციაზე ვინ ჯობია საქართველოში?? თუ გამოვიდა ეგ ტრანსფერი ძალიან კარგი!
გულშემატკივარი
პიროვნულად არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სათაური ისეთი აქმს ქვას გახეთქავს :)))))) რაღაცა იღონეთ, თორემ აგერ ამ ზაფხულს გაბალამ "გაგვაბაბალა", სირცხვილია, სირცხვილიიიიიი.... კარგია ჩვენები, ქართველები გუნდში, მაგრამ უმჯობესი იქნება გრძელვადიანი, ან საშუალოვადიანი პროგრამა მაინც რომ დაიწეროს და ახალგაზრდები ავიყვანოთ, მათ მივცეთ შანსი. თუ კარგები გამოდგნენ ვიცი რომ აღარ დარჩებიან დინამოში, მაგრამ უახლოესი ხუთი წელი მაინც უნდა დატოვო. ამ ყველაფერს დაწერა უნდა, გეგმაა საჭირო
deme
აუუ რა გაასწორა . ლობჟან მიაწექი შჰენი იმედი გვაქვს
deme
აუუ რა გაასწორა . ლობჟან მიაწექი შჰენი იმედი გვაქვს
nika
მიდი ლობჯააანნნ!!!
georgiano
ამისულაშვილი გამოადგება გუნდს. ლობჟანიძე დიდი ვერაფერი, ნუ გააჩნია რამდენს მოითხოვს ხელფასს. თუ ბევრი მოითხოვა არ ღირს აყვანა, მაგ ხელფასად კარგ სამხრეთამერიკელ ან აფრიკელ ფეხბურთელს უპრობლემოდ ჩამოიყვან. სერბი შემტევი იმედია არ განიხილება, 34 წლის მხცოვანი კაცი თან ზორიადან სირცხვილია. მესმის ჩისკოს დონის რომ იყოს. სამხრეთ ამერიკას და აფრიკას მიეძალეთ, კაპიკებში მაგარი ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება, თან მერე სარფიანადაც გაყიდით.
ეეეეე
ლობჟანიძესს არაააააააააააა!!!!!
nodarichi123
ოგონ ლობჟანიძე არა რა
dima
კაი რა რა ლობჟანიძე, ამისულაშვილი კი ბატონო, კარგი ბიჭია და გაგაძლიერებთ, მაგრამ უჩა არა რა, ნაკრებშიც დიდი არაფერია, ერთი ორი შეხვედრა აქვს ნორმალური ჩატარებული, უკეთესი ნახეთ რა. მერე რა რომ თავისუფალი აგენტია და უფასოა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება