საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი სტამბოლის ტურნირს და ევროპის ჩემპიონატზე შანსებს აფასებს
2015 წლის მიწურულს სტამბოლმა წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ოთხმა ფინალისტმა (თურქეთი, საქართველო, რუმინეთი და ჰოლანდია) იასპარეზა.

ჩვენი გუნდი, იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით, შეჯიბრებაზე გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, ზურაბ ჩიკვაიძე.

ასპარეზობის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს სძლია - 14:10, ჰოლანდიამ რუმინეთი დაამარცხა - 12:6. მეორე ტურში ჩვენებმა რუმინეთს მოუგეს - 12:9, ნიდერლანდელებმა თურქებს აჯობეს - 12:7. მესამე ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: საქართველო-ჰოლანდია 9:14, თურქეთი-რუმინეთი 9:5. სატურნირო მდგომარეობა: ჰოლანდია - 9 (38:22), საქართველო - 6 (35:33), თურქეთი - 3 (26:31), რუმინეთი - 0 (29:33) ქულა.

სტამბოლიდან საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში დაბრუნდნენ, გუშინ, 3 დეკემბერს კი ჰოლანდიას მიაშურეს. გამგზავრების წინ საქართველოს მწვრთნელ ვლადიმერ ისელიძეს ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის რამდენიმე თვეა, ინტენსიურად ვემზადებით, - გვითხრა მან. - ნაკრების ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს: ანდრო ბითაძე ესპანეთის "ბარსელონაშია", რევაზ იმნაიშვილი - უნგრეთში, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი იტალიურ კლუბებში გამოდიან, დამირ ცრეპულია ეგვიპტეშია, ივან სტრუიჩი ხორვატიის კლუბის ღირსებას იცავს.

18 დეკემბერს ყველამ თბილისში მოიყარა თავი. ერთი კვირა "ოლიმპიკის" აუზში ვივარჯიშეთ, შემდეგ თურქეთს მივაშურეთ და საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზეთ, სტამბოლის თასზე. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორ მონაწილეს ვძლიეთ. განსაკუთრებით, რუმინელებთან მოგებამ გაგვახარა, პირველ დეკემბერს კარპატელებს თბილისში მსოფლიო ლიგაზე შევხვდით და დავმარცხდით. სატამბოლში რევანში ავიღეთ.

საგულისხმო ის არის, რომ ბელგრადში, კონტინენტის პირველობის სტარტზე, 11 იანვარს სწორედ რუმინელებს დავუპირისპირდებით. ორი დღის შემდეგ გერმანიას, 15 იანვარს კი იტალიას შევხვდებით.

- ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში რას გააკეთებთ?

- ამსტერდამში ორ ორთაბრძოლას გავმართავთ მასპინძლებთან, მერე ნოვი სადში ხუთდღიან შეკრებას გავივლით და იქ, სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრები გვეყოლება მეტოქედ. 11 იანვარს კი, როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ბევრად უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე 2014 წელს ბუდაპეშტში.

- მეტოქეებზე რას იტყვით?

- წილისყრამ ძლიერ ჯგუფში მოგვახვედრა. ყველა მეტოქეს ვიცნობთ. ფავორიტია იტალია, რომელსაც უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავს. აპენინელები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მედლებისთვის იბრძოლებენ. 2014 წელს ბუდაპეშტში იტალიელებთან ჯგუფში 5:15 დავმარცხდით. მას შემდეგ მეტი გამოცდილება შევიძინეთ და მეტოქეს ახლა ასე იოლად არ დავნებდებით.

ძლიერია რუმინეთიც. მსოფლიო დონის თავდამსხმელი ჰყავთ, რადუ. კარპატელებთან ორთაბრძოლის მეტი გამოცდილება გვაქვს. სტამბოლის ტურნირმაც დაგვარწმუნა, რომ მათთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება.

ჯგუფში მესამე მოწინააღმდეგედ გერმანია გვეყოლება. მართალია, ამ ქვეყნის ნაკრებთან არა, მაგრამ ჩვენს ბიჭებს გერმანელ წყალბურთელებთან უთამაშიათ: 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის "ლიგამუსმა" "ვასპო ჰანოვერს" შინ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დამთავრდა, სტუმრად კი დამარცხდა. წლეულს, სექტემბერში გერმანიის ჩემპიონი მეორედ გვეწვია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ტურნირში საასპარეზოდ. ამჯერად "ვასპოს" ჩვენი "ლოკომოტივი" დაუპირისპირდა და 6:8 დამარცხდა. ორივე გუნდში ეროვნული ნაკრებების წევრთა უმრავლესობა გამოდიოდა. ასე რომ, გერმანელებთან ორთაბრძოლაშიც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. დანარჩენს კი ბელგრადული ბატალიები გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
აბა თქვენ იცით
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა