თამაშის შემდეგ აპოელ-ის პრეზიდენტს გულის შეტევა მოუვიდა
3 იანვარს კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი შინ მოულოდნელად დამარცხდა "დოქსასთან" - 1:2. სტუმრებმა ბოლო წუთზე პაულინიოს პენალტით მოიგეს. ახლა თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და მხოლოდ მე-4 ადგილზეა. კვიპროსში რეგულარული სეზონის (ანუ 26 ტურის) შემდეგ ზედა ექვსეული ცალკე გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

თამაშის შემდეგ ქართველმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ, პრაქტიკულად, ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც თეორიულად უნდა მოვიგოთ. მაგრამ ჯერ არ ყოფილა ერთი მატჩიც კი, რომ სულ მცირე, ერთი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო ტრავმირებული.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება. აუხსნელი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს. აპოელ-ი დიდი გუნდია და მან იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში.

ვფიქრობ, როცა ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოძვრება", - თქვა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.

თამაშის შემდეგ სტადიონზე ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპოელ-ის პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდესი.

პეტრიდესმა ღამე კლინიკაში გაატარა. მის სანახავად ღამით მივიდნენ თემურ ქეცბაია და აპოელ-ის ახალი სპორტული დირექტორი ტოცა სამპურისი, რომელსაც უკავშირებენ კიდევაც მომავალ ცვლილებებს გუნდში.

dave
სტატიის ავტორი იწყებს თავის ნაშრომს ძალიან მაგრად "მხოლოდ მე-4 ადგილზე"... უბრალოდ მე-4 ადგილზე რომ დაგეწერა არა ? რაღაც 3 ქულა აშორებს მეორე ადგილამე შე დალოცვილო ოდა ისე ხატავ სიტუაციას გეგოენება ბოლოდან მეორეზე იყოს... მოკლედ აქ არ ასვენებდით ამ კაცს და აპოელში მაინც დააცადეთ მუშაობა და სავარუდოდ მისი წარმატება .. შენც იგივე გზაზე დაგაყენებს და კიდევ მრავალს რაც აპოელის პრეზიდენტს პატივცემულ პროდრომოს პეტრიდესს მოუწია თამაშის შემდეგ :)
ნაღდი სიმართლე
სიმართლე-ს. თუ მასეა, მაშინ მაგ სიმართლით გევლოს შენ და მთელ შენს ჯიშსა და ჯილაგს, თუ საერთოდ გაგაჩნია ასეთი. მოკლედ იმ კაცის.... ბოლომდე, ვისაც სხვისი ცუდი უხარია. საერთოდ კი, წიწლილებს შემოდგომაზე ითვლიან.
გულშემატკივარი
მოხვედით სვავებო? :)))))))))) მიდით ახლა ლანძღეთ მთელი სულით და გულით, მიდით, არ მოგერიდოთ. კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დავლინკავდი, მაგრამ როგორც ვიცი ამ საიტის კომენტარებზე ლინკები არ გადის, ადმინი შლის რატომღაც. მოკლედ: 1. აეკი - 42 ქულა; 2. ანორთროსისი - 38 ქულა; 3. აპოლონი - 36 ქულა; 4. აპოელი - 35 ქულა; მგონი ხვდებით, არა? პირველ ადგილთან 7 ქულას აგებს, ხოლო მეორესთან მხოლოდ 3-ს. ეს თქვენ კატასტროფა გგონიათ? გადახედეს ევროპის სხვა ჩემპიონატებს და ნახავთ, რომ 10 და 12 ქულიანი ჩამორჩენები აღმოფხვრეს გუნდებმა, ზოგმა კი მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ქეცბაიამ წააგოს და თქვენ იქვე ხართ. ცხრილი და მატჩის დეტალები მაინც გენახათ, აპოელს 95-ე წუთზე გაუტანეს პენალტი, 95-ე წუთზეეე.... ეს სრულიად შემთხვევითი წაგება იყო, მაგრამ ვიცი არ დამეთანხმებით, იტყვით, ხომ წააგო რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ აქვე "იჭრებით", რადგან ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და რა დღეში ხართ? შედეგი უნდა შეაჯამო სეზონის დასრულებისას და არა შუაში. აპოელი თამაშებს რომ იგებდა მაშინ ჩუმად იყავით, მაგრამ დაეწყო უიღბლო სერია და თქვენც ეგრევე გამოჩნდით, .... სასტავი :))))))))) ქეცბაია არის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში ჯერ უკეთესი არ ჩანს. თქვენ თუ ცხადაძე უკეთესი მწვრთნელი გგონიათ ძალიან ცდებით. კახიც ძალიან მიყვარს და შოთიც, მაგრამ შოთი კახიზე უკეთესი მგონია (შეგნებულად არ ვახსენებ ტრაბზონსფორის ისტორიას, მე სვავი კი არ ვარ). ცნობისთვის, ქეცბაიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი გუნდი ყავს გაყვანილი, ამ ფაქტს ვერსად გაექცევა ვერავინ, მას რომ ვინმე ქართველი მწვრთნელი გაუტოლდეს მინიმუმ იგივე მაინც უნდა გაიმეოროს და მერე ვიკამათოთ ვინ ვის ჯობია :)
ალიკა
აცალეთ კაცს სულის ამოხდენა რა
maxo-s
ნერვოზი კი არა კაცს გული გაუხეთქა და ქეცბაიას კომენტარი იყო "სოსო"მ რაც დაწერა)))
სიმართლე
სადაც ქეცბაიაა იქ პრობლემებია.მოკლედ აუტანელი კაცია.არადა ხალხს მაგრად უყვარდა როგორც ფეხბურთელი
maxo
დამართა ნევროზი იქაც ხალხს. იძახე ეხლა ფეხბურთელები არ მყავსო მანდ თუ დაგიჯერებენ
soso
აქედანაც იმასუქნეს და იქედანაც რომ იმასქნეს და ფეხბურთი იცით ვაბშე რაა,იქდან რო დოუვლი და აქედან რომ დაგხვდება და გააიმასქნებ ეგაა რა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?