პოლონელმა მძიმეწონოსანმა ტომაშ ადამეკმა ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან ბრძოლის კონტრაქტი გააფორმა.

პოლონელმა მძიმეწონოსანმა ტომაშ ადამეკმა ირლანდიელ კევინ მაკბრაიდთან ბრძოლის კონტრაქტი გააფორმა. ეს შეხვედრა ერთ-ერთ კლიჩკოსთან ჩხუბის რეპეტიცია უნდა გახდეს - შეგახსენებთ, რომ ადამეკმა უკრაინელი ჩემპიონების გუნდთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2011 წლის სექტემბერში ვიტალის ან ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ მოუწევს რინგზე გასვლა.

ჯერჯერობით უცნობია ადამეკისა და მაკბრაიდის ბრძოლის თარიღი და ადგილი. მაკბრაიდმა სახელი იმით გაითქვა, რომ 2005 წელს ნოკაუტით დაამარცხა ლეგენდარული მაიკ ტაისონი. თუმცა 37 წლის ირლანდიელს ბოლო ხუთი ბრძოლიდან ოთხი აქვს წაგებული და პოლონელთან აუთსაიდერად მიიჩნევა. სულ მაკბრაიდს პროფესიულ რინგზე 44-ჯერ უჩხუბია, მოიგო 35 შეხვედრა (29 - ნოკაუტით) და რვაჯერ დამარცხდა. კიდევ ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ადამეკის სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება: 43 ბრძოლა, 42 მოგება (27 - ნოკაუტით) და ერთი წაგება.

პოლონელმა კლიჩკოებთან მოლაპარაკება იანვრის ბოლოს დაასრულა. ხელშეკრულების თანახმად, ადამეკმა უკრაინელებთან შეხვედრამდე ერთი საშუალედო ბრძოლა უნდა მოიგოს, ერთ-ერთმა კლიჩკომ კი წარმატებით დაიცვას საჩემპიონო ქამარი.

მაკბრაიდთან ბრძოლა ბოლო იყო ტაისონის კარიერაში. მაშინ ირლანდიელმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ ტაისონს აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და მოგება მაკბრაიდს მიაკუთვნეს.

ამერიკელი მოკრივე ენტონი ჯონსი პროფესიულ რინგზე თავისი პირველი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 29 იანვარს 28 წლის მოკრივემ ნოკაუტით წააგო ქვინსი პალმერთან, შემდეგ ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს ინფორმაცია ამერიკული პრესაში ორი დღის დაგვიანებით გაავრცელდა.

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი წერს, ჯონსის ბრძოლა პალმერთან არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონში გაიმართა და მეორე რაუნდში დასრულდა. სხვათა შორის პალმერიც გამოუცდელი მოკრივე გახლდათ: მისი ბრძოლა ჯონსთან მხოლოდ მეორე იყო პროფესიულ რინგზე.

სკოლაში ჯონსი ამერიკული ფეხბურთით იყო დაკავებული. იმავე გაზეთის ცნობით, ბრძოლის წინ პალმერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის