10-12 იანვარს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
10-12 იანვარს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც წლევანდელი ნაკრებების დასაკომპლექტებლად მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება. იქ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავენი პარალელურად იასპარეზებენ, ორივე გუნდის ხელმძღვანელთა მთავარი ამოცანა კი ოლიმპიური გუნდის დაკომპლექტება იქნება.

თუმცა "ბერძენ-რომაელთა" მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას იქამდე ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი - მის გუნდს არც ერთი ლიცენზია არ აქვს და მათ ჯერ საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ. ამ მხრივ "თავისუფალთა" დამრიგებელი რევაზ მინდორაშვილი ბევრად უკეთეს დღეშია - მისმა შეგირდებმა შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ლიცენზია მოიპოვეს და ახლა მხოლოდ 2 დარჩათ საძიებელი (შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პროგრამაში 8-დან 6 წონითი კატეგორია შედის).

თუმცა ოლიმპიური სეზონის გამო საქართველოს ჩემპიონატის მნიშვნელობა იმდენად დიდია, ერთი გამონაკლისის გარდა, მასში ეს ლიცენზირებული ფალავნებიც გამოდიან. წინასწარი მონაცემებით, რასაც ორივე მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, ქვეყნის პირველობაში უკლებლივ ყველა ძლიერი და ანგარიშგასაწევი ფალავანი იჭიდავებს, პრივილეგია არავის ექნება. იმ ერთი შემთხვევის გარდა, მათ არავინ გაუთავისუფლებიათ და არც აპირებენ ამას.

9 იანვარს თავდაპირველი წონების აწონვა და წილისყრა იქნება, 10-ში კი "თავისუფალთაგან" 65-70, ხოლო "ბერძენ-რომაელთაგან" 66-71-75 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. 11-ში ასპარეზი ორივე სახეობიდან 3-3 წონას დაეთმობა: 57-86-125-ს "თავისუფლებიდან" და 59-80-130-ს - "ბერძენ-რომაელთაგან". 12-ში ორივე სტილიდან დარჩენილი 2-2 წონის ფალავნები გამოვლენ, ანუ, შესაბამისად, 61-74 და 84-98 კილოგრამების წარმომადგენლები.

ხინჩეგაშვილი ისვენებს

ის ერთი გამონაკლისიც მინდორაშვილმა დაუშვა თავის ნაკრებში და ისიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე (57).

შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ცოტა არ იყოს და, სარისკოდ ბევრი, ფაქტობრივად, შესვენებების გარეშე იჭიდავა - გამოვიდა ირანის საკლუბო ლიგაში და გერმანულ ბუნდესლიგაში, მთელი დეკემბერი კი ინდოეთში გაატარა იქაურ ახალდაარსებულ საკლუბო ლიგაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უცხოელი იყო.

ჩვენებურმა ყველგან წარმატებით იჭიდავა და დაუმარცხებლად ჩაამთავრა ეს ტურნირები, მაგრამ, პრაქტიკულად, არ დაუსვენია. ამიტომ ახლა არ იასპარეზებს (თან წონის დაკლებაც უწევს) და მოგვიანებით შეკრებებზე შეუერთდება ნაკრებს.

ლიდერები და მძიმე ტრიო

ხინჩეგაშვილის გარდა, ქვეყნის ჩემპიონატში ყველა უძლიერესი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იქნება, მათ შორის, სამივე ლიცენზირებული: ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97), ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორები - სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125).

იჭიდავებენ ულიცენზიოდ დარჩენილი ნაკრების სხვა ლიდერები: ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61) და მესამეპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74). აგრეთვე - დავით ტლაშაძე (70), ხოლო 66-ში ისევ ცხარე პაექრობაა მოსალოდნელი ევროპის მესამეპრიზიორ კონსტანტინე ხაბალაშვილსა და ალექსანდრე კენჭაძეს შორის.

იქნებიან აგრეთვე უტიტულოები, მაგრამ ანგარიშგასაწევი ფალავნები და ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული სპორტსმენები. მაგალითად, ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი (ორივე - 57) და სხვები.

განსაკუთრებითაა აღსანიშნავი მძიმე წონა, სადაც ყველაზე დაძაბულ კონკურენციას უნდა ველოდოთ: წონის ლიდერობას პეტრიაშვილს ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე შეეცილებიან. სხვათა შორის, მათ ინდოეთის ლიგაში გაიარეს რეპეტიცია, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ და საკანდელიძემ მოუგო მოძმანაშვილს.

ინდოეთში პეტრიაშვილსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ არ წავიდა - სწორედ საქართველოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად უარი თქვა საკმაოდ სარფიან საჰონორარო ვარიანტზე.

ლაშხი ახალ წონაში

უკლებლივ ყველა უძლიერესი ფალავანი იჭიდავებს "ბერძენ-რომაელთა" ტურნირშიც. ეგ კი არა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლეიბს უბრუნდება ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი ფინალისტი რევაზ ლაშხი, ოღონდ გვარიანი სიურპრიზით - მშობლიური და ჩვეული 66-ის ნაცვლად თურმე 59-ში აპირებს გამოსვლას.

ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

გობაძე, დათუნაშვილი და ახალგაზრდები

სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში გამოვა მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე (80) - ერთადერთი ქართველი "ბერძენ-რომაელი", ვინც წლეულს პირველხარისხოვან ტურნირზე მედალი მოიპოვა.

თუმცა ეს არაა გობაძის ერთადერთი მიღწევა შარშანდელი სეზონიდან - ის გახდა პირველი ქართველი ამ სტილის ჭიდაობაში, ვინც სახელგანთქმული ტახტის ტურნირი მოიგო ირანში. მოგვიანებით გობაძემ "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირშიც წარმატებით იასპარეზა ბაქოში.

საქართველოს პირველობაში იჭიდავებს ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც (75), ვინც შარშან ევროპულ თამაშებზეც და მსოფლიოზეც მეხუთეზე გავიდა. მას მეტოქეობას ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე გაუწევს, ვინც წლეულს გადმოვიდა ეროვნულ ნაკრებში.

ასევე იჭიდავებს ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელი ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66), ხოლო კიდევ ერთი შარშანდელი გამარჯვებულის, ნიკოლოზ კახელაშვილის (98) გამოსვლა შეიძლება საეჭვო გახდეს, რადგან მხარი აწუხებდა.

თუმცა, ცხადია, რომ "ბერძენ-რომაელთა" ტურნირიც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. მით უფრო, ამ შეჯიბრებაში გამოსვლა ახალგაზრდული ნაკრების წევრებსაც შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
საინტერესოა წავალ აუცილებლად ))))
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...