საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა
საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამოინახება ალტერნატიული ადგილი, სადაც ბავშვები ვარჯიშს განაგრძნობენ.

"აღნიშნული ფაქტი და ამ ტერიტორიის გასხვისება კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი მავნებლური პოლიტიკა ჰქონდათ ჩვენს წინამორბედებს, როდესაც ასხვისებდნენ სათამაშო მოედნებს, პარკებსა და სკვერებს.

ეს ნებართვა სწორედ მათ დროს არის გაცემული და გასხვისებული და ამას მოწმობს ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი. 2014 წლის 31 მარტს, მერის მაშინდელმა მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ თანხმობა მისცა აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ინვესტორი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, არის კეთილსინდისიერი ინვესტორი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოვძებნოთ ალტერნატიული ტერიტორია, რათა პატარები არ დარჩნენ სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე", - განაცხადა ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სამართლებრივი შესწავლა მოხდება იმ ნებართვების, რომლებმაც სპორტული ობიექტების განადგურება გამოიწვია.

"წლების განმავლობაში არ იყო დაცული სპორტული ობიექტები. ჩვენ მივმართავთ ქალაქის საკრებულოს ინიციატივით, რომ სპორტული ობიექტები იყოს დაცული. აუცილებელია მოხდეს სამართლებრივი შესწავლა იმ ნებართვების, რომლითაც სპორტული ობიექტების დანგრევას ითვალისწინებს და საერთოდ არ იყო დაცული სპორტული ინტერესები", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, იგეგმება, რომ "ოლიმპის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მოხდეს ისეთი ადგილის მოძიება, სადაც შეიქმნება ახალი მოედანი, ხოლო მანამდე კი ალტერნატიული მოედანი გამოინახება.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს. შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიძებნება ადგილი, სადაც შეიქმნება ახალი მოედანი. ჩვენთვის პრიორიტეტი და მთავარი არის, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ვარჯიში", - განაცხადა კობიაშვილმა.

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს, ესტონელ ინვესტორებზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რის გამოც საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ მშენებლობას ფეხბურთის ქომაგებისა და საფეხბურთო სკოლის ბავშვების მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

მურთაზი
თუ იცოდით რომ უნდა დაენგრიათ, დანგრევამდე რა დრო ვერ ნახეთ ახლის ასაშენებლად.სახელმწიფოს სირცხვილია რაც ჩვენთან ხდება
Raul
იმპოტენტი ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, წინა მთავრობისკენ გაიშვიროს თითი და ხვალ თვითონაც იგივეს გააკეთებენ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
დავით ნარმანია: აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა
ცხინვალი-სიონი 2:0 - რაც მოგივა დავითაო... [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა