თბილისის მერი დავით ნარმანია, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გლდანის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, გლდანის I მიკრორაიონში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომედაცია გაიცა.

"დედაქალაქის მერიამ განიხილა საკითხი საბჭოზე და კომისიის ყველა წევრმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, აქ არ აშენდება კორპუსი, არ გაიზრდება ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები.

რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ვიმსჯელებთ ადგილმონაცვლეობის თაობაზე. ეს გახლავთ ტერიტორია, სადაც დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, გარდა ამისა, მიმდებარედ არსად არის სათამაშო მოედანი.

სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრის მომატებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მესაკუთრე პაატა ნუცუბიძემ თბილისის მერიას 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა, რასთან დაკავშირებითაც, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალურმა საბჭომ უარყოფითი პასუხი გასცა.

საბჭოს წევრთა რეკომენდაციების საფუძველზე, დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია.

მოსახლეობასთან შეხვედრას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, საკრებულოს დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

დინამო
ძალიან მიხარია, რაც უფრო ნაკლები კორპუსი აშენდება და რაც უფრო მეტი სტადიონი იქნება თბილისში, უკეთესია ყველასთვის.... ეს ვიღაცა პაატა ნუცუბიძე კიდე იშოვის მაინც ფულს... სხვაგან ააშენებს ... თU არ ააშენებს კიდე ეგ მადარდე ეხლა...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ლევან კობიაშვილი: გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს
ცხინვალი-სიონი 2:0 - რაც მოგივა დავითაო... [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე