ვაჟების მსგავსად, ქართველი ძიუდოისტი ქალებიც ნაახალწლევსვე იწყებენ ახალი სეზონისთვის მზადებას
ვაჟების არ იყოს, ქართველი ძიუდოისტი ქალებიც ნაახალწლევსვე იწყებენ ახალი სეზონისთვის მზადებას - ხვალ, 6 იანვარს, ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52) და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52) ავსტრიაში მიემგზავრებიან, სადაც 7-16 იანვარს ქალაქ მიტერშილში ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კემპში მიიღებენ მონაწილეობას.

თუმცა ეს მაინც ერთობლივი შეკრებაა, ჩვენებისთვის სეზონის პირველი შეჯიბრება კი თვის ბოლოს, 30-31 იანვარს სოფიაში გასამართავი "ევროპის ღია კონტინენტური თასია", სადაც ახალ თაობასთან ერთად "ძველი გვარდიაც" იქნება წარმოდგენილი.

ახლებიდან იქ ჯანაშვილი იჭიდავებს, ძველებიდან კი მწვრთნელ გია თენაძეს ელენე ქებაძე (+78) და ირინა ლეონიძე (78) მიჰყავს. ეს გოგონები ბოლო პერიოდში ძიუდოში აღარ ჩანდნენ. სამაგიეროდ, სამბოში ჭიდაობდნენ წარმატებით. ოღონდ ჯერ ლეონიძის წონის საკითხი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. ისიც მძიმეწონოსანია, თუმცა სამბოში 80-ში გამოდის. მწვრთნელების სურვილია, მან 78-მდე დაიკლოს, რადგან მძიმეში ქებაძე გვყავს, მაგრამ ამას თუ ვერ შეძლებს, მაშინ ისიც მძიმეში დადგება.

არაა გამორიცხული, ბულგარეთში სამბოში გადანაცვლებული კიდევ ერთი მანდილოსანი ნინო ოძელაშვილიც წაიყვანონ.

თუმცა წლეულს ჩვენს ქალთა ნაკრებში ძირითადი აქცენტი ჯანაშვილზე იქნება გადატანილი, რომელიც უკვე შარშან შემოდგომაზევე ჩაება სალიცენზიო შეჯიბრებებში. მას რიო დე ჟანეიროს ლიცენზიისთვის ამზადებენ და რა გასაკვირია, მთელი ყურადღება მასზე თუ იქნება გადატანილი. ოღონდ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, თითქოს სხვებს შანსი არ მიეცემათ. პირიქით, რისი დასტურიც "ძველი გვარდიის" სოფიის ტურნირში ჩართვაა.

თენაძე ჯერჯერობით თავს იკავებს ბებოშვილის უფროსთა ტურნირებში ჩართვისგან, რადგან მას ახალგაზრდულშიც ელის შეჯიბრებები. თუმცა პერიოდულად მას შეკრებებში ჩართავენ, რაც კიდევ უფრო წაადგება ფორმის ამაღლებაში.

წლეულს ასაკობრივი გუნდები სამ ეტაპად გაივლიან მოსამზადებელ შეკრებას ანტალიის შეჯიბრებისთვის, რომელიც ისევ მარტში ტარდება და ჩვენებისთვის, ტრადიციულად, მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება.

ჯერჯერობით ტურნირებში მონაწილეობას არ გეგმავს ქალთა ნაკრების ლიდერი ესტერ სტამი (70), ვინც სალიცენზიო ზონაში რეგიონული კვოტით ხვდება. ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მას სალიცენზიო აღმართზე ახალი პრობლემა წამოეწია - ამჯერად წელი სტკივა და ექიმთა რეკომენდაციით, შეჯიბრებებში გამოსვლისგან თავს იკავებს, სპეციფიკურად ვარჯიშობს და მკურნალობს.

დაახლოებით ერთ კვირაში მან ისევ უნდა გაიაროს კონსულტაცია დასტაქართან დ მის პასუხზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში გააგრძელებს სტამი სრული დატვირთვით ვარჯიშს და როდიდან შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის ვერც ავსტრიაში იქნება ზემოაღნიშნულ კემპზე და დიდი ალბათობით, 16-17 იანვარს ვერც ჰავანაში გამოვა "დიდ პრიზზე".

იმედია, წლეულს ქალთა ძიუდოს დაფინანსებას გაუზრდიან, რისი სურვილიც შარშან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა არაერთხელ გამოთქვა. შარშან ქართველმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ ისინი იმსახურებენ ამას და ვაჟებზე არანაკლები შედეგების მოპოვება შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
ქართველი ძიუდოისტი ქალები "ევროპის ღია თასზე" გამოვლენ
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
ევროპულ თამაშებს იმედით ვხვდებით - ინტერვიუ სამბისტთა ნაკრების მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილთან
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 მედალი დაისაკუთრა
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა
ᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓛᓐ ᕡᕐᓛᓑᓘᓡᓢᕔᓑᕛᕐ ᓡᕞᓝᓠᓢᕘᓡ ᓡᕐᓛᓘᓜᕘᓡᓢᕠᓝᓨᓘ ᕑᓣᕥᓐᓠᓔᓡᓢᕘᓡ ᓢᕣᓠᕜᕘᓠᓘ ᕨᓔᓐᓤᕐᓡᕔᓡ
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᕔᕚᓝᕡ ᓡᓐᓛᓑᓘᓡᓢᓗᓐ ᓓᕔᓚᕔᕒᓐᕪᕘᕐᓛ ᓑᓣᓥᓐᓠᓔᕡᓢᓨᓘ 12 ᓛᕔᕓᕐᓚᕘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᕐ
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები