თბილისის "ლოკომოტივმა" საზოგადოებას ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მისეული ხედვა გააცნო
თბილისის "ლოკომოტივმა" ქართულ საზოგადოებას ახალი 2016 წელი მიულოცა, მაგრამ იქ ვერ ნახავდით ტრადიციულ სიტყვებს. მილოცვით იმიტომ დავინტერესდით, რომ იქ კლუბის მიერ ქართული ფეხბურთის მომავალზე გაკეთებული აქცენტები იყო ჩამოყალიბებული. ლაპარაკია ინფრასტრუქტურის სიმწირეზე...

"როგორ ვითარდება ფეხბურთი? რა შეიძლება იყოს პრიორიტეტი, როცა ქვეყანაში, ფაქტობრივად, მოცარიელებულია ველი და ყველაფერი თავიდან არის დასაწყები?

ბუნებრივია, რომ სანამ მაღალ მიზნებზე დავიწყებთ ლაპარაკს და პერსპექტიულ გეგმებს ეტაპებად გავთვლით, აუცილებელია გვქონდეს ამის ფიზიკურად შესასრულებელი ლოკაციები: მარტივად, რომ ვთქვათ - მოედნები. თუ მოედანი არ გაქვს, როგორ უნდა მიაღწიო მიზანს?

ლაპარაკი, ზოგადად, რაიმე წარმატების ფორმულაზე, ეს ალბათ ყველასთვის გაუგებარია", - ვკითხულობთ წერილში.

"ლოკომოტივის" მიმართვაში ფეხბურთელების რაოდენობის კატასტროფულ შემცირებაზეცაა ლაპარაკი:

"სსრ კავშირის დაშლისას საქართველოში იყო 40 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი. დღეისთვის, სხვადასხვა მონაცემით, ეს რაოდენობა მერყეობს 12-დან 15 ათასამდე.

საქართველოს მასშტაბის წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25-30-ჯერ მეტია! იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს, სულ ცოტა, სსრკ-ის დროინდელ მაჩვენებელს, საჭიროა 30-35 ათასი ჭაბუკის დაინტერესება ფეხბურთით.

"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 5-19 წლის ასაკის 300 ათასი ჭაბუკი. ანუ მინიმალური მიზნის მისაღწევად, ფეხბურთში მათი მინიმუმ 10 პროცენტი მაინც უნდა ჩაერთოს".

ახლა მთავარზე - თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ორიოდე სტადიონის აშენების ნაცვლად, სახელმწიფო სახსრები ინფრასტრუქტურის მასობრივ განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს:

"ჩვენი დაშვებით, ერთი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი და მისი განათება 300 ბავშვს მისცემს სრულყოფილი ვარჯიშის საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისსა და რეგიონებში აუცილებელია მინიმუმ 100 დამატებითი მოედნის არსებობა. ამისთვის საჭიროა საერთო ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ოდენობით.

ჩვენი ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში ორი ახალი სტადიონის ასაშენებლად სახელმწიფო დაახლოებით 50 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც დაახლოებით 21 მილიონი დოლარია. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა აღნიშნული პროექტის დიდი ნაწილის დასაფინანსებლად, რაც საგრძნობლად გაზრდიდა ფეხბურთის მასობრიობას და ახლო პერსპექტივაში ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა მთელი საქართველოსთვის და, მათ შორის, აჭარისა და სამეგრელოსთვის.

მივდივართ ერთ ძალიან მარტივ კითხვამდე, რომლითაც ჩვენი მიმართვა დაიწყო: რა არის პრიორიტეტი და რეალურად წარმატების მომტანი ფორმულა? ორი სტადიონი, რომელიც 50 მილიონი ლარი დაჯდება თუ ამავე ფასად მიღებული 50-მდე ხელოვნურსაფარიანი მოედანი? ეს უკვე თავად თქვენ განსაჯეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MUXA-1955
ვეთანხმები ნააზრევს ბავშვებისათვის მოედნების გაკეთება-გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ დანარჩენში ,,ლოკომოტივის" მესსვეურებს მივმართავ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 1)გაყიდეთ ლოკომოტივის სტადიონი, ნაწილი თანხით გააკეთეთ პატარა მოედნები(5 ან 6 მოედანი, რამდენიც საკმარისია თქვენთან მოვარჯიშე ბავშვებისათვის)დანარჩენი თანხა კი ჩარიცხეთ იმ პროექტში რომელზეც თქვენ ამბობთ........ 2)განავითარეთ ის კონცეფცია რაც წინამდებარე წერილშია, ოღონდ, დიდი ბოდიშის მოხდით თუ შეიძლება, 200000-ან ბათუმში და 80000-ან ზუგდიდში სასიცოცხლოდ საჭირო თითო სტადიონის სანაცვლოდ არაააააააააააა!!!!!!!!!!!!!!! კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ თქვენი ,,გენიოსობა" შეურაცმყოფელია ფეხბურთელთა გამზრდელ და მომწოდებელ ორი დიდი რეგიონის(...და საერთოდ სრულიად საქართველოს)ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მოყვარულთათვის PS ჩემი რჩევაააააა არ დაწერო სანამ არ იფიქრებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
bebeto
სტადიონებიც უნდა აშნდეს და ის მოედნებიც უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად.ბათუმში ზუგდიდში და ფოთში რომ სტადიონები არ იქნება სირცხვილია.
giosvani
კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას რაც ლოკომოტივის ხელმძღვანელობას აქვს მოტანილი, ასე ერთი კომპონენტის განვითარებით არაფერი არ გამოვა, ეფექტი ყოველთვის კომპლექსურობაში არის, მე ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებდი, მარტივად საჭიროა არა 50 მოედანი არამედ ათი სრულყოფილი კომპლექსი ყველა დიდ რაიონში , რაც მინიმუმ სამ მოედანს და ერთ მცირე ორ ათასიან სტადიონს გააერთიანებს ერთ კომპლექსში ასევე ყველა იმფრასტრუქტურა დაწყებული ტრენაჟორებით დამთავრებული სამედიცინო თუნდაც მცირე კლინიკა, აუზი და ლიცენზირებული მწვრთნელები, ამფული ასეთი ათი კომპლექსი სანჯერ და ოთხჟერ გაზრდის ჩვენი ფეხბურთის დონეს.
სირბილის სწავლების ცენტრი
პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რაც ყველაზე ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს!!!! სტადიონი თუ მოედნები? ორივე გასაკეთებელია!!!! თანაც სასწრაფოდ, მაგრამ ეს არ არის ძირითადი პრობლემა. გულშემატკივრის სტადიონზე მოყვანა არის ძირითადი პრობლემა და ვიდრე თამაშის ტემპი არ მოიმატებს, მანამდე არაფერი გვეშველება!!!!
გიო
რეგიონებში სტადიონების აშენება არ გინდათ. 16 გუნდიანი ჩემპიონატი არ გინდათ. სტადიონები მარტო თბილისში გაქვთ და ჩაიტარეთ იქ საქალაქო ჩემპიონატები და ააყვავებთ ფეხბურთს.
assa
ძლივს განსხვავებული აზრი დაწერეს. აქამდე ყველა ყვიროდა სტადიონის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდებაო, ახლა ძლივს ვიღაცამ აღიარა იქნებ ჯერ მოედნები (მე დავამატებდი საშხაპეები) გაგვეკეთებიაო. ვეთანხმები, ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა ვისწავლოთ, რასაც მოედნები ჭირდება, მერე თუ მოუმატეს პროფესიონალებმა, სტადიონებიც ავაშენოთ. ნაკრებს 1 სტადიონიც ეყოფა. მოკლედ მე ვამტკიცებ 0-დან უნდა დავიწყოთ.
luka dinamo
saqartveloshi araris stadioenebi .. tamashebi yanashi tardeba .. chirdeba fexburts orive mara tu stadioni araris chempionatic ar ganvitardeba akademiebi nela nela klubebis mier magram stadionebs jer yvela klubi tavisit ver aashenebs jobia infrastruqturas mixedon da lamazad da efeqturad chaataron umaglesi ligis tamashebi da televizorshi ukana xedze dzroxcebi da balaxoba ar chandes da chandes xalxi tribunebi da reklamebi .. jobia estetika moematos yvelafers da lamazad sheifutos stadionebi es yelferi jachvuradaa da jobia daiyon infrastruqturit
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]