სამთომოთხილამურე ჰანს გრიუგერი, რომელმაც 20 იანვარს სწრაფდაშვებისას მძიმე ტრავმა მიიღო, კომიდან გამოვიდა

ავსტრიელი სამთომოთხილამურე ჰანს გრიუგერი, რომელმაც 20 იანვარს სწრაფდაშვებისას მძიმე ტრავმა მიიღო, კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. ავსტრიელს აღარ სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. დღეს სპორტსმენი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი გრიუგერის აღდგენითი პროცესის ზუსტი ხანგრძლივობა.

ექიმებმა გრიუგერის კომიდან გამოყვანა ექვსი დღის წინ დაიწყეს, მაგრამ 29 წლის მოთხილამურეს დიდი ხანი რეაგირება არ ჰქონდა ექიმების მოქმედებაზე.

ავსტრიელი კიტცბუელის ტრასაზე 20 იანვარს, ვარჯიშის დროს დაშავდა. იმავე დღეს მან თავზე ხუთსაათიანი ოპერაცია გადაიტანა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრიუგერი გახდა მესამე მოთხილამურე, ვინც კიტცბუელის ტრასაზე სერიოზული დაზიანება მიიღო. 2008 და 2009 წლებში იქ ტრავმებით დაასრულეს გამოსვლა ამერიკელმა სკოტ მაკარტნიმ და შვეიცარიელმა დანიელ ალბრეხტმა. მოგვიანებით ორივემ შეძლო კარიერის გაგრძელება.

რაც შეეხება გრიუგერს, მას ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასის ეტაპი. მთელი კარიერის განმავლობაში ავსტრიელს ტრავმები აწუხებდა - ოთხჯერ გაიწყვიტა მუხლის მყესები და ერთხელ ბარძაყის ძვალი მოიტეხა.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა