არც მარია, არც სიმონა, არც სერენა
რთულად დაიწყო სეზონი ქალთა კლასიფიკაციის ლიდერებისთვის. გუშინ, ბრისბენის ტურნირიდან გამოიტანეს განაცხადი მსოფლიოს მეორე და მესამე ნომრებმა - რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და რუსმა მარია შარაპოვამ.

ჰალეპმა აქილევსის მყესის ტრავმა მოიმიზეზა, ხოლო შარაპოვას მხართან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები და გადაწყვიტა ავსტრალიის ღია პირველობის წინ არ გაერისკა. შარაპოვას გუშინ, პირველ წრეში უნდა ეთამაშა თანამემამულე ეკატერინა მაკაროვას წინააღმდეგ, ხოლო ჰალეპს მეორე წრეში ელოდა შეხვედრა ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან.

ასევე პრობლემები აქვს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ სერენა უილიამსს. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ჰოპმანის თასის პირველ ტურში სერენა ვერ გავიდა კორტზე უკრაინელი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ, გუშინ კი დაიწყო მატჩი ავსტრალიელ იარმილა ვოლფთან, მაგრამ მიატოვა შეხვედრა, როცა 5:7, 1:2 იყო ჩამორჩენილი.

"მუხლი მაწუხებს, თუმცა ეს მცირე პრობლემაა, რომელიც მალე მოგვარდება", - განაცხადა მატჩის შემდეგ უილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს, მელბურნში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა